“ასტონ ვილამ” დაადასტურა: ჯონ ტერი გუნდს ტოვებს

ჯონ ტერი “ასტონ ვილას” ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინგლისური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

37 წლის ფეხბურთელს “ბირმინგემულ” კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და, შესაბამისად, ახლა მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ტერი.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა 14 წლის მანძილზე გამოდიოდა ლონდონის “ჩელსიში”. ხოლო, უკვე გასულ სეოზნში მან “ჩემპიონშიფიში” 35 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

პრემიერ ლიგის პლეი-ოფი: სასწორზე 170 მილიონ ფუნტზე მეტი დევს

ინგლისში დღეს იმ მესამე გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს “ასტონ ვილა” და “ფულჰემი” ერკინება.

გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლის შემთხვევაში ორივე კლუბი მინიმუმ 174,8 მილიონ ფუნტს მიიღებს მომდევნო სამი წლის მანძილზე, თუ მომავალ სეზონში არ გავარდებიან.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ჩემფიონშიპში დარჩენის შემთხვევაში “ასტონ ვილა” იმავე პერიოდში 32,1 მილიონს გამოიმუშავებს, “ფულჰემი” კი – 19,8 მილიონს.

კერიკი ზამთარში “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას გეგმავს

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 36 წლის მაიკლ კერიკი “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას გეგმავს.

Birmingham Mail-ის ცნობით, კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მზადაა, კარიერა “ასტონ ვილაში” გააგრძელოს, რომელიც ამ დროისთვის ინგლისის რიგით მეორე დონის ჩემპიონატში, ჩემპიონშიპში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ “ოლდ ტრაფორდიდან” უეინ რუნის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური სწორედ კერიკმა გადაიბარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მოურინიო მას მხოლოდ მატიჩის შემცვლელად განიხილავს.

ჯონ ტერი “ასტონ ვილას” ახალი კაპიტანი გახდა

პრემიერ ლიგიდან ახლახან გავარდნილი “ასტონ ვილას” ახალწვეულმა, ჯონ ტერიმ გუნდის კაპიტნის სამკლაური ჩაიბარა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ჯონ ტერიმ ლონდონის “ჩელსი” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და “ასტონ ვილასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში “ვილას” ჯეიმს ჩესტერი კაპიტნობდა.

კარტიკატურა: აქვს ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯონ ტერი “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისის ნაკრებისა და “ჩელსის ყოფილი კატიტანი და ლეგენდა სტივ ბრუსის დამოძღვრილი გუნდის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას შეეცდება.

ომარ მომანი სვამს კითხვებს: “შერჩა ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? თუ მისთვის უკვე სხვა რამეა პრიორიტეტული?”

ჯონ ტერი არჩევანს “ასტონ ვილაზე” აკეთებს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯონ ტერი არჩევანს “ასტონ ვილაში” გადასვლაზე აკეთებს, სადაც მას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

როგორც იცით, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლონდონის “ჩელსის” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, მისი გადაბირების მსურველები კი ინგლისშიც მრავლად არიან: “ბორნმუთი”, “სუონსი”, “ვესტ ბრომი” და “ასტონ ვილა”.

თუმცა, წყაროს ცნობით, ტერის “ჩელსის” მეტოქეთა ბანაკის გაძლიერება არ სურს, ამიტომაც, ურჩევნია კარიერა ჩემფიონშიფში მოთამაშე გუნდში გააგრძელოს.

“ასტონ ვილა” ჯონ ტერის გულის მოგებას ცდილობს (ფოტო)

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ასტონ ვილას” ხელმძღვანელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ჯონ ტერის ტრანსფერით.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად, “ვილას” ბოსმა, სტივ ბრიუსმა 36 წლის ფეხბურთელი გოლფის სათამაშოდაც დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მცველი ლონდონის “ჩელსის” ღირსებას 2000 წლიდან იცავს.

ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია

პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” საშინლად გამოიყურება. 22 ტურის შემდეგ ამ გუნდს, მხოლოდ და მხოლოდ, 15 ქულა აქვს და მე-20 ადგილზე იმყოფება. გუნდს გაძლიერება და ახალი ფეხბურთელების დამატება ესაჭიროება.

სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ინგლისელს პრემიერლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: “ევერტონი”, “მანჩეტსერ სიტი”, “ვესტ ბრომვიჩი” და, ბოლოს, “ასტონ ვილა”.

ოფიციალურად: “ასტონ ვილას” ახალი მწვრთნელი ჰყავს!

მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილამ” ჩემპიონშიფში ცუდად დაიწყო ასპარეზობა, რის გამოც მისი მთავარი მწვრთნელი, რობერტო დი მატეო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კლუბს მომავალშi სტივ ბრიუსი გაწვრთნის. 55 წლის ინგლისელი 1987-1996 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოდიოდა. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იგი ბოლოს “ჰალ სიტის” წვრთნიდა (2012-2016).

ოფიციალურად: “ასტონ ვილამ” რობერტო დი მატეო დაითხოვა

ინგლისის რიგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ასტონ ვილამ” რობერტო დი მატეო დაითხოვა, რომელსაც ერთ დროს “ჩელსისთან” ერთად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული.

დი მატეო “ასტონ ვილაში” იმ იმედით მოიყვანეს, რომ გუნდს კვლავ პრემიერ ლიგაში დააბრუნებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, გუნდს ჩემფიონშიპშიც საშინელი შედეგები აქვს.

“შალკეს”, “ვესტ ბრომვიჩისა” და “ჩელსის” ექს-თავკაცის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გახსნითი 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

ოფიციალურად: ადამა ტრაორე “მიდლსბროს” შეუერთდა

ბრიტანულ პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსულმა “მიდლსბრომ” ზაფხულის მე-11 ტრანსფერი განახორციელა – აიტორ კარანკას გუნდმა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ადამა ტრაორე დაიმატა.

20 წლის ვინგერმა რივერსაიდელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შედეგად, ის “ასტონ ვილას” გამოემშვიდობა, სადაც მან 12 თვე გაატარა. ამ დროის მანძილზე კი, მან მხოლოდ 12 მატჩში დაიცვა “ვილას” ღირსება, რაც ძირითადად მისი ტრავმიანობით იყო გამოწვეული.

“ის ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალწვეულია. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მე მას პირველად შევხვდი.

ტრაორე საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. ვიცი თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.” – განაცხადა კარანკამ, რომლის გუნდიც 10 სექტემბერს შინ “კრისტალ პალასს” მიიღებს.

BBC: დი მატეო “ასტონ ვილას” გაწვრთნის

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, BBC იუწყება, რომ “ასტონ ვილაში” რემი გარდს იტალიელი სპეციალისტი, დი მატეო ჩაანაცვლებს.

დი მატეოს, რომელმაც ლონდონის “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2012 წელს, მისი ყოფილი თანაგუნდელი, სტივ კლარკი გაუწევს ასისტენტობას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ვილაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ “მანჩესტერის” ყოფილ მწვრთნელს, დავიდ მოიესსა და “დერბი ქაუნთის” მწვრთნელ ნიგელ პირსონს.