ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია

პრემიერ ლიგაში “სანდერლენდი” საშინლად გამოიყურება. 22 ტურის შემდეგ ამ გუნდს, მხოლოდ და მხოლოდ, 15 ქულა აქვს და მე-20 ადგილზე იმყოფება. გუნდს გაძლიერება და ახალი ფეხბურთელების დამატება ესაჭიროება.

სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ინგლისელს პრემიერლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: “ევერტონი”, “მანჩეტსერ სიტი”, “ვესტ ბრომვიჩი” და, ბოლოს, “ასტონ ვილა”.

ოფიციალურად: ლესკოტი „ასტონ ვილაში“ გადავიდა

„ასტონ ვილას“ ოფიციალურმა საიტმა გამოცდილი მცველის ჯოლეონ ლესკოტის დამატება დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ამ სეზონში ბირმინგენელებს მე-12 ახალწვეული ჰყავთ.

„ამ ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენს ახალაგზრდა მოთამაშეებს ძალიან გამოადგება“, – განაცხადა „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველმა „მანჩესტერ სიტიში“, „ევერტონში“ და „ვესტ ბრომვიჩში“ თამაში მოასწრო. ინგლისის ჩემპიონატში ჯამში მის ანგარიშზე 256 მატჩია.