ზიდანი ადასტურებს: დანილომ “რეალის” ბანაკი უკვე დატოვა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ადასტურებს, რომ გუნდის ბრაზილიელმა მცველმა, დანილომ ლოს ანჯელესში “რეალის” ბანაკი უკვე დატოვა.

“ის უკვე წავიდა. დანილომ ბანაკი დატოვა, ის ჩვენთან ერთად აღარ ივარჯიშებს,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის 25 წლის ფეხბურთელზე საუბრისას.

როგორც იცით, დანილო ძალიან ახლოსაა, “მანჩესტერ სიტის” რიგით მეხუთე ახალწვეული გახდეს ბერნანდო სილვას, ედერსონის, დუგლას ლუისისა და კაილი უოკერის შემდეგ.

“იუვენტუსი” დანილოს ტრანსფერში 15 მილიონს იხდის, “რეალი” მეტს ითხოვს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველის, დანილოს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

მიუხედავად არასახარბიელო სეზონისა, “ბებერი ქალბატონი” მზადაა, “პორტუს” ექს-ფეხბურთელის ტრანსფერში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ “რეალი” მეტს ითხოვს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დანილოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული.

იტალიური გრანდის ხელმძღვანელებმა 25 წლის ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა გამართონ.

დანილო: “რეალში” დაშვებული ყოველი შეცდომა ვირუსულად ვრცელდება”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა დამცველმა, დანილომ ესპანურ პრესასთან “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.

“მედიის ზეწოლა? ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი აქ არის, ნამდვილად ასეა,” – განაცხადა დანილომ SporTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ერთი შეცდომა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვირუსულად ვრცელდება, არავინ გპატიობს. აქ პატარა შეცდომასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

და, რა თქმა უნდა, როდესაც რამე კარგს აკეთებ, ამას ყველა ამჩნევს და გიფასებს,” – აცხადებს დანილო.

დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს

11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის  “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.

მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.

 

25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.

კარიკატურა: დანილო ავტოგოლის შემდეგ, “მხირულადაა” (ფოტო)

25 იანვარს ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ვიგოს “სელტა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. 44-ე წუთზე “ბლანკოსის” ფეხბურთელმა, დანილომ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს, სავალალო მომენტის შემდეგ, სიმწრის სიცილი წასცდა

 

ომარ მომანიმ ეს მომენტი ასე დაინახა

ფანებმა ბრაზილიის წლის საუკეთესო ფეხბურთლად “შაპეს” მეკარე, დანილო დაასახელეს

“შაპეკოენსეს” კარის დარაჯი, დანილო, რომელიც ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, ფანებმა წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთლად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მსოფლიო კოლუმბიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა, რომელმაც 71 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა შორისაც ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებიც კოპა სუდამერიკანას ფინალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “შაპეკოენსე” აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულად დაასახელეს გარდაცვლილთა პატივსაცემად.

რაც შეეხება გამოკითხვას, დანილოს ხმა გულშემატკივართა 48 პროცენტმა მისცა. აღნიშნული ჯილდო კი დანილოს დედამ, დონა ილაიდესმა მიიღო.

“რეალი”: ზიდანის განკარგულებაში მხოლოდ 4 ფეხბურთელია დარჩენილი

მადრიდის “რეალი” ისევე როგორც მთელი მსოფლიო სანაკრებო ვირუსმა მოიცვა. ზიდანმა გასულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბედნიერია მისი ფეხბურთელები ნაკრებებში რომ გამოიძახეს, თუმცა საეჭვოა იგივე გაიმეოროს ხვალაც, როდესაც ის ორ-დღიანი შესვენების შემდეგ “ვალდებებასს” დაუბრუნდება.

“რეალის” სავარჯიშო ბაზაზე მისულ ფრანგ სპეციალისტს ხვალ მხოლოდ 4 ფეხბურთელი დახვდება : კასილია, რუბენ იანესი, დანილო და მარიანო. ორი მეკარით, ერთი მცველითა და ერთი თავდამსხმელით ზიდანს ორი-ორზე თამაშის ვარიანტიღა რჩება და ასე იქნება მომდევნო 10 დღის მანძილზე.

თუმცა, შესაძლებელია ამ 4 ფეხბურთელსა და ზიდანს ლაზარეთიდან დაბრუნებული რომელიმე ფეხბურთელიც შეუერთდეს, მაგალითად მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კოენტრაო ან სულაც ბენზემა.

*Lesionado – ტრავმირებული
*Seleccion – ნაკრებში გამოძახებული

დანილო: “მადრიდის დატოვების შანსი ნულის ტოლია”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანილო აცხადებს, რომ ის მადრიდული გრანდის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი “ბერნაბეუზე” გასულ წელს გამოჩნდა, “ბლანკოსმა” ის “პორტოდან” გადაიბირა. მართალია, რომ მან დანი კარვახალისთვის ძირითადი ფეხბურთელის სტატუსის წართმევა ვერ მოახერხა, თუმცა სადებიუტო სეზონით ის უკმაყოფილო სულაც არ არის.

ბრაზილიურ Globoesporte-სთან საუბრისას მან განაცხადა: “ჭორებს მხოლოდ პრესის საშუალებით ვიგებ. როდესაც საქმე რაიმე კონკრეტულს ეხება, ამას ყოველთვის ჩემი აგენტები აგვარებენ.

მადრიდში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. პრეზიდენტი ჩემით კმაყოფილია. მადრიდის დატოვების შანსი ნულია, თუ რა თქმა უნდა ისინი არ მეტყვიან, რომ მათ არ ვჭირდები.”

დანი ალვესი „კოპა ამერიკაზე“ დანილოს შესაცვლელად გამოიძახეს

მადრიდის „რეალის“ მცველი დანილო მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დროს გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

როგორც გაირკვა, დანილოს ადგილს „სელესაოს“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ მცველი დანი ალვესი დაიკავებს. ბრაზილიელთა თავკაცმა კარლოს დუნგამ კატალონიელთა მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანა.

იხილეთ ასევე: დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

დანილო “რეალის” დაინტერესებამ გაახარა

“პორტუს” ბრაზილიელი მცველი, დანილო გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვითაც, მისი მომსახურებით მადრიდის “რეალი” ინტერესდება.

მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამეფო გუნდი” დანილოში 30 მილიონს იხდის, ხოლო ფეხბურთელს ექვსწლიან კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

“პორტუში ბრწყინვალედ ვარ. ჭორებმა მომხიბლა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ კლუბზე და ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული,”-განაცხადა დანილომ AS-თან ინტერვიუში.

“მოხარული ვარ, რადგან დამაკავშირეს ისეთ გუნდთან, როგორიც მადრიდის “რეალია”. მარსელო ამ კლუბზე ბევრს მესაუბრება. ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა”.

დანილო მძიმე ტრავმას გადაურჩა

პორტუგალიური “პორტუს” მცველმა დანილომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შვეიცარიულ “ბაზელთან” საპასუხო მატჩის(4:0) მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო.

იგი მეკარე ფაბიანოს შეეჯახა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც საკაცით გაიყვანეს მოედნიდან და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გააქანეს.

მოგვიანებით, “პორტუს” ოფიციალურ “ტვიტერზე” დანილოს მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოჩნდა.

“შაბედნიეროდ, დანილო სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ამჟამად იგი უკეთ გრძნობს თავს და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება,”-ნათქვამია ცნობაში.

ჰოსპიტალიზირებული დანილო სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

“პორტუს” მცველი, დანილო, “ბაზელთან” გამართულ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაშავდა. მეტოქის მეკარესთან შეჯახების შემდეგ მოთამაშემ გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შემდეგ გაირკვა მოთამაშეს სერიოზული დაზიანება არ აღმოჩნდა. პორტუგალიურმა კლუბმა ტვიტერში საგანგებო განცხადებაც გაავრცელა:

“დანილოს სერიოზული ტრავმა არ აქვს. ახალ ის საავადმყოფოშია და მას ექიმები აკვირდებიან.”