კარლოს ბაკას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში

იტალიური “მილანის” კოლუმბიელმა ფორვარდმა, რომლის გადაბირებითაც “ატლეტიკოა” დაინტერესებული, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია. ყველამ იცის, რომ “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.” – განუცხადა მან AS-ის ჟურნალისტს.

“არის რამოდენიმე შემოთავაზება და არის ინტერესები ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული და გერმანული კლუბების მხრიდან. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია.

თუმცა, ჯერ დრო გვაქვს, მშვიდად ვართ. ჩემი წარმომადგენელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბებთან და “მილანთან”.

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ამ ოცნების ასასრულებლად ყოველდღე ვმუშაობ. მინდა ლიგაზე “მილანთან” ერთად ვითამაშო, საუბედუროდ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა.”

დანილო: “მადრიდის დატოვების შანსი ნულის ტოლია”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანილო აცხადებს, რომ ის მადრიდული გრანდის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი “ბერნაბეუზე” გასულ წელს გამოჩნდა, “ბლანკოსმა” ის “პორტოდან” გადაიბირა. მართალია, რომ მან დანი კარვახალისთვის ძირითადი ფეხბურთელის სტატუსის წართმევა ვერ მოახერხა, თუმცა სადებიუტო სეზონით ის უკმაყოფილო სულაც არ არის.

ბრაზილიურ Globoesporte-სთან საუბრისას მან განაცხადა: “ჭორებს მხოლოდ პრესის საშუალებით ვიგებ. როდესაც საქმე რაიმე კონკრეტულს ეხება, ამას ყოველთვის ჩემი აგენტები აგვარებენ.

მადრიდში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. პრეზიდენტი ჩემით კმაყოფილია. მადრიდის დატოვების შანსი ნულია, თუ რა თქმა უნდა ისინი არ მეტყვიან, რომ მათ არ ვჭირდები.”

მაურო იკარდი “ინტერიდან” წასვლას აპირებს

მილანური “ინტერის” თავდამსხმელს, მაურო იკარდს “სან სიროს” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მისით კი ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი”.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ? აქ ტიტულების მოსაგებად ვარ, თუმცა თუ სხვა კლუბებიდან წინადადებებს მივიღებ, მაშინ მათი განხილვა მომიწევს.” – განუცხადა იკარდიმ Mediaset-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურის” 2013 წელს, “სამპდორიადან” შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

“ისკოს “იუვენტუსი” მოსწონს, მაგრამ მადრიდიდან წასვლას არ აპირებს”

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის აგენტმა და ამავდროულად მამამ, აღიარა, რომ მისი შვილის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” იჩენს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი შვილი ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს.

“ისკოს “იუვენტუსი” მოსწონს, მაგრამ მას “რეალში” დარჩენა სურს. ტურინელები მისი გადაბირებით დაინტერესებულები არიან, კარგა ხანი აკვირდებოდნენ მას, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩემი ვაჟი ამჟამად მხოლოდ სეზონის დასრულებაზე და “რეალზე” ფიქრობს, სადაც მას დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა სურს. ის უკვე იცავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსებას.” – განაცხადა ალარკონმა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონს” 45 მილიონიანი წინადადება გაუკეთა

Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “ევერტონის” ნახევარმცველის, როს ბარკლის გადაბირებას სცდილობენ.

“ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა ინგლისელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ სამიზნედ აქციეს. “წითელმა ეშმაკებმა” უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი – “კამფეტებს” 45 მილიონი ფუნტი შესთავაზეს ბარკლის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისური გრანდი ბარკლის თანაგუნდელების, რომელუ ლუკაკუსა და ჯონ სტოუნზის გადაბირებით არის დაინტერესებული. აღნიშნული ტრიო “ოლდ ტრაფორდზე” დღეს ითამაშებს.

ლიორენტე: “იუვეში” დაბრუნება? ეს ჩემი ოცნებაა”

ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ტურინის “იუვენტუსში”, რომელიც გასულ სეზონში დატოვა.

“იუვენტუსში” დაბრუნება? ამჟამად მხოლოდ სეზონის მაღალ დონეზე დასრულებაზე და “სევილიაზე” ვფიქრობ.” – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა Tuttosport-თან ინტერვიუში.

“თუმცა ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, ტურინში დაბრუნება ჩემი ოცნებაა.”

ესპანელმა ფორვარდმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 66 მატჩში მონაწილეობის მიღება და 23 გოლის გატანა შესძლო.

“ლივერპულის” ბოსები დარწმუნებულები არიან, რომ გიოტცეს შეძენას 20 მილიონად შეძლებენ

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს შეძენას სულ რაღაც 20 მილიონ ფუნტად აპირებენ.

როგორც უკვე იცით, მსოფლიო ჩემპიონი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მის ყოფილ თავკაცთან, იურგენ კლოპთან აპირებს გადასვლას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი იოაჰიმ ლიოვმაც გააკეთა, რომელმაც გიოტცეს ანჩელოტისთან გასაუბრება ურჩია.

“ბაიერნი” გიოტცეს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი 1 წელიწადში იწურება, გერმანელებს იძულებულებს ხდის ფასი დაუკლონ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Star-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნე ტონი კროოსი იქნება, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი მზადაა გაყიდოს გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც წლევანდელი სეზონი ფაქტიურად ჩააგდო.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კროოსი მის “მანჩესტერელ” მეგობარს, ბასტიან შვაინშტაიგერსაც ესაუბრა მისი პოტენციური ტრანსფერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” კროოსის შეძენა 2014-შიც ცდილობდნენ, როცა ის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ახლა კი ინგლისელები მზად არიან გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტიც გაიღონ.

El Confidencial: კრიშტიანო რონალდოს რობერტ ლევანდოვსკი ჩაანაცვლებს

El Confidencial დარწმუნებულია, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს კლუბის დატოვება სურს, რისი მიზეზიც თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოებაა.

პორტუგალიელის განცხადებით, მადრიდში მოთამაშე ფეხბურთელები ისე ვერ ასპარეზობენ, როგორც საჭიროა, რაც კლუბის წარუმატებლობას განაპირობებს. ეს განცხადება რონალდომ “ატლეტიკოსთან” წაგებული დერბის შემდგომ გააკეთა.

ასე რომ პორტუგალიელი გოლეადორის წასვლის ალბათობა ძალიან დიდია. კლუბი კი უკვე ეძებს მის შესაძლო ჩამნაცვლებელს.

ფლორენტინო პერესის აზრით ამისათვის საუკეთესო ვარიანტი რობერტ ლევანდოვსკის გადმობირებაა, რომელიც “ბაიერნში” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება. პოლონელი ფორვარდი “რეალის” მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

რანიერი:” მარეზი თავისუფალია, მას კლუბის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია”

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ რიად მარეზს კლუბში არავის აკავებს და რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა კლუბში გადაბარგება.

“ბუნებრივია, რომ ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება გვსურს. ჩვენ რიადის გვჯერა, თუმცა თუკი ის გადაწყვეტს, რომ წასვლა უნდა და მეტყვის: ‘ბოს, ძალიან მინდა იქ წასვლა’ მე მას გავუშვებ და წარმატებებს ვუსურვებ.

პირველ რიგში მინდა ის, რომ თითოეული ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს რიგებში ირიცხება ბედნიერი იყოს. ადრე თუ გვიან ჩვენც გავიზრდებით, როგორც კლუბი და გავხდებით უფრო დიდი. რა თქმა უნდა არა ისეთი, როგორიც “რეალი” და “ბარსელონაა”.

მე რომ რიადი ვყოფილიყავი, ჩემს თავს ვეტყოდი: ‘ ჩემი გადაბირება ძალიან ბევრს სურს, ამიტომაც მე მათ უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენო, რათა ჩემით დაინტერესდნენ.’

სტარიჯი ჭორებს უარყოფს: “კლუბის დატოვებას არ ვაპირებ”

დანიელ სტარიჯი მის გარშემო არსებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური კლუბის დატოვებას აპირებდა.

“რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა ახლა მთლიანად მომავალზე ვარ კონცენტრირებული – “ლივერპულურ” მომავალზე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ბევრს არ შეუძლია, რომ ზედიზედ რამოდენიმე თამაში ჩაატაროს მაღალ დონეზე, არა მხოლოდ მე. ვფიქრობ, რომ უდიდესი უპატივცემულობაა, როდესაც ამბობენ რომ ამ ფეხბურთელს თამაში არ უნდა.

ძალიან ამბივიური ვარ – მინდა, რომ ყოველ თამაშში მივიღო მონაწილეობა. ჩემი მიზანია, რომ “ლივერპულს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

იურგენ კლოპს “მალაგას” ნახევარმცველის გადაბირება სურს

ესპანური “მალაგას” ნახევარმცველი, იგნასიო კამაჩო “ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ინგლისური წყარო გვამცნობს, რომ 25 წლის ჰავბეკის თამაშს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ “წითლების” სკაუტები დაესწრნენ.

კამაჩოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს წამოიწყებს. ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტია.