კლოპი: “პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში სკოლის პირველ დღეს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განახლებული საწვრთნელი პროცესისგან შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრა.

“დილა ძალიან კარგად დაიწყო. ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო. სკოლის პირველ დღეს ჰგავდა, რომელიც 46 წლის წინ მქონდა, მაგრამ იმ დღეს მართლა ძალიან ჰგავდა. ჩავიცვი ფორმა და ბაზისკენ გავეშურე.

მივედი მელვუდში (“ლივერპულის” საწვრთნელი ბაზა), ბიჭების დანახვა ძალიან გამიხარდა. მართალია, ჯერ ყველა არ მინახავს, იქ მხოლოდ ათიოდე ფეხბურთელი და მწვრთნელები ვნახე, მაგრამ ვიტყოდი, რომ კარგი დასაწყისი გვაქვს. ისინი კარგ განწყობაზე იყვნენ. ძალზედ სასიამოვნო იყო ბაზაზე დაბრუნება”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.

კლოპი: “არ მინდა, მოგებისთვის ყველაფერს ვკადრულობდე, როგორც რამოსი”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კვლავ ვერ ივიწყებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსსა და სალაჰს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შედეგადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სალაჰმა ტრავმა მიიღო.

“არ მინდა, მოგებისთვის ყველაფერს ვკადრულობდე. რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. რამოსისგან მედლის დაბრუნებას ნამდვილად არ ველი, უბრალოდ მინდა კონკრეტულ სიტუაციებში თავის ქცევაზე დაფიქრდეს.

შესაძლოა, შემთხვევითობაც ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სალაჰმა ტრავმა შუა მოედანზე, კარიერის უმნიშვნელოვანეს მომენტში მიიღო, როდესაც ფორმის პიკში იმყოფებოდა.არ მინდა ბავშვებს ასეთი მაგალითი მივცეთ. თუ ასე იქნება, დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ამ პლანეტას მომავალი ორმოცი წლის ვადაში.

“რეალმა” ჩემპიონობა დაიმსახურა და სხვა რამ არც არავის უთქვამს. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ასეთი მომენტები ვიხილოთ რამოსის მონაწილეობით, როგორიც სიმულიანტობა და წითელი ბარათებია (კუადრადოს ეპიზოდი),” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპი ტრანსფერზე:”არ მინდა ფანებს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იმედები გავუცრუო”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კლუბისთვის სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც არ დახურულა.

როდესაც ჰკითხეს, უნდა მოველოდეთ თუ არა ტრანსფერს 10 აგვისტომდე, მან განაცხადა:”ვნახოთ, რა მოხდება. არ შემიძლია ფანებს, რომლებიც ტელევიზორის ეკრანების წინ სხედან და ტრანსფერს ელიან, იმედები გავუცრუო.

ბრწყინვალე გუნდი მყავს. ყველაფერს გავაკეთებდი მათ შესაძენად სხვა კლუბში რომ ვიყო. ისინი ფანტასტიკური ბიჭები არიან და დიდებულად თამაშობენ ფეხბურთს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ “წითლებმა” უკვე დაიმატეს ნაბი კეიტა, ფაბინიო, ჟერდან შაქირი და ალისონ ბეკერი.

კლოპი “ბორუსიასთან” მატჩზე: “წაგებაზე მეტად მატიპის ტრავმა მადარდებს”

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მერსესაიდული “ლივერპული” და დოტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ. მატჩი გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა (1-3), თუმცა კლოპს ამაზე მეტად ჯოელ მატიპის ტრავმა აღელვებს.

“წაგებაზე მეტად მატიპის ტრავმა მადარდებს. ეს წინა ტრავმის რეციდივი არ ყოფილა. მატიპს სხვა კუნთი აქვს დაზიანებული და დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია. ჯერჯერობით, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.

რა თმა უნდა, ეს დღის ყველაზე დიდი ნეგატივი იყო. ძალიან ცუდია. ხვალ უფრო მეტი გვეცოდინება, მაგრამ ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ძალიან სტკიოდა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მომდევნო მატჩს “წითლები” 26 ივლისს “მანჩესტერ სიტისთან” გამართავენ.

იურგენ კლოპი პულიშიჩის ტრანსფერს არ გამორიცხავს

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩის, ტრანსფერს არ გამორიცხავს.

“კრისტიანი ძალიან მომწონს, მას ბავშვობიდან ვიცნობ. ასაკოვანი, რა თქმა უნდა, ახლაც არ არის. პულიშიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელია და სრულად დამსახურებულად ამყარებენ ამერიკელები მასზე დიდ იმედებს.

თუ ოდესმე ინგლისში თამაში მოუნდება,ბუნებრივია, ამის საკმაოდ კარგი შანსი ექნება, მაგრამ ახლა ის ძალიან კარგ კლუბშია, სადაც მისი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

თუ ერთ დღეს ის ჩვენთან გადმოსვლას გადაწყვეტს, ამას ნამდვილად მივესალმები. მაგრამ მე კონტრაქტს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. მას კიდევ 14-15 წლის მანძილზე შეეძლება მაღალ დონეზე თამაში,” – აცხადებს კლოპი.

იურგენ კლოპმა შაქირის ტრანსფერზე ისაუბრა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟერდან შაქირის ტრანსფერზე საუბრობს. როგორც იცით, მერსესაიდულმა კლუბმა “სტოკ სიტის” ფეხბურთელის სანაცვლოდ 13.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა.

“როდესაც შაქირის მსგავსი ფეხბურთელი გუნდისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ისღა დაგრჩენია ჭკვიანურად იმოქმედო – როგორც ჩვენ გავაკეთეთ. შაქირი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

მისი შესაძლებლობები ნამდვილად აღსნიშნავია, ის ძალიან სწრაფია და ამასთანავე მოედანზე საკმარისად ამაყი და აგრესიულია. ის მუდამ ბურთს ეძებს და ყოველ მომენტში ცდილობს თამაშზე კარგი გავლენის მოხდენას.

მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენც საუკეთესო ვარიანტი ვართ მისთვის, რადგანაც ახლა მას დიდი გამოწვევები სჭირდება. ჩვენ მას ყველა პირობას შევუქმნით, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპი: “რეალს” სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ აქვს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელთა უპირატესობასა და სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

“ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახლაც ფინალში იმყოფებიან! “ბაიერნს” ეგონა, რომ უკეთესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, თუ ვინ აღმოჩნდა უფრო ძლიერი.

“რეალს” ორი გოლის გასატანად ოთხი შანსი დასჭირდა, მაშინ როდესაც “ბაიერნმა” რვიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. “ბლანკოსი” თავიდან ბოლომდე სავსეა გამოცდილებით. ამ გუნდს სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ გააჩნია.

ფეხბურთი ისეთი მარტივი არ არის, რომ ვთქვათ – “თუ მარსელო შეტევაში წავა და მის სივრცეებს სალაჰი აითვისებს, სალაჰი რამოსთან მარტო დარჩება”. ვიცით რომ შანსები მოგვეცემა და მაქსიმალურად ვეცდებით მათ გამოყენებას.

სულ ერთსა და იმავეს ამბობენ: “იუვესთან” “რეალს” გაუმართლა, გაუმართლა “ბაიერნთანაც”. მაგრამ შეუძლებელია ბოლო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ გახვიდე ფინალში გამართლების ხარჯზე,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ აღიარა, რომ “რომას” ბარიერის დაძლევაში “წითლებს” იღბალიც დაეხმარათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლოპმა ეს გამარჯცვება შონ კოქსს მიუძღვნა, რომელიც გასულ კვირას “რომას” ფანებმა სცემეს. ეს უკანასკნელი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.

” ეს ფინალი 100 პროცენტით შონ კოქსისთვის არის. მატჩის წინაც ვთქვით, რომ ამაზე ვფიქრობდით. თითოეული ჩვენგანი გამოჯანმრთელებას უსურვებს მას და მხარდაჭერას უცხადებს მის ოჯახს.

ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, ყველაფერი ასე რომ დასრულდა. “რომა” ძალიან ძლიერი მეტოქეა. თავდაპირველად ყველაფერს ვაკონტროლებდით, თამაშს ვიგებდით კიდეც – 2-1.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: კონტრშეტევებზე ვერ გადავდიოდით, ვერც სივრცეებს ვიყენებდით ძველებურად და მეტოქემ ინტრიგის დაბრუნება შეძლო.

რა უნდა ვთქვა? არ მადარდებს როგორ ვითამაშეთ დღეს. მთავარია, რომ ვიცით, რომ დღევანდელზე გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში კიევში,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკრაინაში 26 მაისს გაიმართება.

“ლივერპული” ბუვაჩსა და კლოპთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებას აკეთებს

უცხოური პრესა დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციამ მოიცვა, რომლის თანახმადაც, იურგენ კლოპის დამხმარე მწვრთნელი, ჟელკო ბუვაჩი კლუბიდან წავიდა. შესაბამისად, “ლივერპული” იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გააკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით.

Daily Record Sport-ის ცნობით, კლოპსა და ბუვაჩს შორის სერიოზული უთანხმოება ჩამოვარდა და ამ უკანასკნელმა 17-წლიანი ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა, რომელიც “მაინცში” დაიწყო, როდესაც ორივე მათგანი ძირითადის ფეხბურთელი იყო.

“წითლების” ცნობით, ჟელკოს დაკავებული თანამდებობა არ დაუტოვებია, თუმცაღა ის კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ვერ დაეხმარება, პირადი მიზეზების გამო.

იურგენ კლოპმა ფანებს პატივისცემის გამოჩენისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა

მერსესაიდული “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა, “რომასთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ პრესასთან გულშემატკივართა წარსულ ქმედებაზე ისაუბრა.

“ლივერპული” ფანტასტიკური კლუბია, ბრწყინვალე საფეხბურთო ოჯახი, რომელიც ყოველთვის გასაოცარი ატმოსფეროს შექმნით არის გამორჩეული. ამიტომაც გთხოვთ, პატივი ეცით მეტოქეს და ნუღარ გაიმეორებთ წარსულ შეცდომებს (თავდასხმა “სიტის” ავტობუსზე).

ისინი პატივისცემას იმსახურებენ. მართალია, მოედანზე ერთმანეთის მეტოქეები ვართ, მაგრამ კლუბებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. ისინი მხარდაჭერით უნდა გავაკვირვოთ,” – აცხადებს კლოპი.

კლოპი: “მადლობა ღმერთს, “რეალი” და “ბაიერნი” რომ არა – ასე არ მიფიქრია”

მერსესაიდის “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ორმატჩიან დუელში “რომას” დამარცხება მოუწევს. ნიონში გამართული წილისყრის შედეგები იურგენ კლოპმა პრესასთანაც ისაუბრა.

“ვიცოდი, რომ წილისყრაზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ვფიქრობდი, გამერკვია, თუ რას ვგრძნობ. ნამდვილად არ მიფიქრია – “მადლობა ღმერთს “ბაიერნი” და “რეალი” რომ არ მოგვხვდა. “რომა”!ვაშა!” და არც რაიმე მსგავსი.

ჩვენთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ეტაპზე ვთამაშობთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, ვიტყოდი რომ შანსი გვაქვს, რადგანაც ეს ფეხბურთია – ასე რომ, “რომასთან” გასვლის შანსი გვაქვს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ “რომა” ყველაზე ადვილი მეტოქე იყო, ცდება – ამ გუნდმა მესის “ბარსელონა” დაამარცხა. მეორე მატჩში ეს გუნდი ბრწყინვალე იყო, შეეძლოთ, სულაც 5-0 მოეგოთ.

რომში არასოდეს ვყოფილვარ, ტურისტის ამპლუაშიც კი. იქ დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მოჰამედისთვისაც. ვნახოთ, რა მოხდება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

იურგენ კლოპის პირველი კომენტარი ნახევარფინალში გასვლის შემდეგ

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ (“მანჩესტერ სიტი” 1-5 “ლივერპული” საერთო ჯამში), პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან რთული იყო ასეთი შედეგის დაფიქსირება, განსაკუთრებით თუ მატჩის სტარტს გავითვალისწინებთ. საჩუქარი გავუკეთეთ მეტოქეს, გოლი მივართვით. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გაშვებული გოლის შემდეგ გუნდის რეაგირება ძალიან რელევანტური იყო.

“სიტიმ” ყველაფერი გარისკა, ყოველი ღონე იხმარა, მაგრამ არ გაუმართლა. სიმართლე გითხრათ, პირველი ტაიმის ბოლოს არც ისე ბედნიერი ვიყავი შედეგით.

“სიტის” 2-3 გოლის გატანა შეეძლო პირველ ტაიმში, მაგრამ ჩვენც გვქონდა კონტრიერიშების შანსები. საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს საკმარისი აღმოჩნდა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.