გიოტცე ისევ ტრავმირებულია

“დორტმუნდის ბორუსიასა” და გერმნაიის ნაკრების ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ შაბათს “შალკეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო, რომელიც საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.

დღეს “ბორუსიას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ გიოტცეს მარცხენა კოჭზე დაზიანება აღენიშნება და აქიდან გამომდინარე, გერმანელი მინიმუმ ექვს კვირასს იუქმებს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის პირველი ტრავმა არ არის, რომლის გამოც დიდი პერიოდი უცდება, გიოტცე “დორტმუნდს” დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა და სულ ცოტა ხანია, რაც მინდორს დაუბრუნდა.

გერმანელი ფეხბურთელი “დორტმუნდს” საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში დააკლდება, ის “რეალთან”, “ლევერკუზენთან” და “ბაიერნთან” ვერ ითამაშებს.

მარიო გიოტცე: “ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერი ვარ”

მარიო გიოტცეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ, ფაქტობრივად, ნაკრებში ღირებული აღარაფერი შეუქმნია. ახლა კი, მეტაბოლიზმის პრობლემის მოგვარებას, გერმანელის როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნება მოჰყვა. მისი ნაკრები 10 და 14 ნოემბერს ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

25 წლის მოთამაშემ დღეს ნაკრებში გამოძახების ფაქტზე ისაუბრა.

“კონფედერაციის თასზე ასეთი ასპარეზობისა და საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრები სწორ გზას ადგას. იგი მუდმივად ვითარდება. ახლა წინ ორი რთული შეხვედრა გველის ძლიერ მოწინააღდეგეებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგად ვითამაშო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ახალ წელს დიდი იმედებით ვხვდები.”

გიოტცემ შარშან ბუნდესლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და, შემდეგ, მეტაბოლიზმის პრობელის გამო გამოაკლდა გუნდს.

“ეს ჩემი პირველი ტრავმა და ფეხბურთიდან პირველი შესვენება არ ყოფილა. რეაბილიტაციას საკმაო ხანს გავდიოდი. შევიცვალე ფიზიკური ფორმა და, ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, სათამაშო სტილიც. ამ დროს არ უნდა დანებდე და მხოლოდ პოზიტივზე იფიქრო. ჩემი მიზანი ამ საფხულში პრე-სეზონზე დაბრუნება იყო და ეს შევძელი!” – აცხადებს მარიო.

პიტერ ბოშმა შვიდთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული გიოტცე შეაფასა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა “ვოლფსბურგთან” მოგებულ მატჩში (3-0) 25 წლის მარიო გიოტცეს თამაში შეაფასა, რომელიც 7 თვის მანძილზე მკურნალობდა ლაზარეთში.

“მოვლენები საუკეთესო გზით განვითარდა. გიოტცემ შესანიშნავად ითამაშა, ის დიდი ფეხბურთელია და ასეც უნდა იყოს.

თუმცა, მას უნდა გავუფრთხილდეთ. სწორედ ამიტომ შევცვალე ის ერთი საათის შემდეგ. ასეთ დროს გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებ. გიოტცე განსაკუთრებული ფეხბურთელია და ასევე უნდა მოვექცეთ,” – აცხადებს ბოში.

მატჩის შემდეგ გიოტცემაც გააკეთა მცირე კომენტარი: “ძალიან დიდი ხანი გამიცდა და მიხარია, რომ დავბრუნდი. რაც მთავარია, გუნდმა მოიგო და კვლავ ვიგრძენი ეს პოზიტიური გრძნობა.”

მარიო გიოტცე დაბრუნებაზე საუბრისას: “დიდებული მომენტი იყო”

2016/17 წლების სეზონის მეორე ნახევრის გამოტოვების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი მოედანს, რომლის ორგანიზმშიც მეტაბოლიზმის პროცესების მიმდინარეობა იყო დარღვეული, დაუბრუნდა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მან საკმაოდ ემოციურად ისაუბრა: “ბოლო ერთი თვე ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებული პროგრამით ვვარჯიშობდი, ძალიან მინდოდა დაბრუნება.

წარმოუდგენლად ბევრს ვმუშაობდი ყოველდღიურად. ასე რომ, მოედანზე დაბრუნება ძალიან სასიამოვნო, დიდებული მომენტი იყო,” -აცხადებს გიოტცე, რომელმაც ლაზარეთში 5 თვე გაატარა.

გიოტცეს პრობლემები მხოლოდ კუნთის ტრავმით არ შემოიფარგლება

დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი, მარიო გიოტცე უახლოეს მომავალში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

ბოლოს მიღებული ტრავმის გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ კუნთის დაზიანებით არ შემოიფარგლება – მის ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესებიც დარღვეულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებს მსოფლიო ჩემპიონი ლაზარეთში.

“ამჟამად, მე ჩემთვის შედგენილ რეაბილიტაციის სპეციალურ კურსს გავდივარ, რათა ძალები აღვიდგინო და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე მოედანზე,” – აცხადებს გიოტცე.

ლოთარ მათეუსი: “შესაძლოა, მარიო გიოტცე ჩინეთში აღმოჩნდეს”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა მარიო გიოტცეზე ისაუბრა, რომლის მიერ 2014 წლის მუნდიალის ფინალში გატანილმა გოლმა გერმანიის ნაკრებს უდიდესი წარმატება მოუტანა.

“მჯერა, რომ თუ გიოტცეს აქ არაფერი გამოუვა, ის კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ფულის შოვნა მის გეგმებშიც შედის.

ის არ წავა “შალკეში”, არ წავა “ლევერკუზენში”, “გლადბახი” კი მას ვერ გასწვდება. რაც შეეხება უცხოურ გრანდებს, მათ უკვე აღარ აინტერესებთ გიოტცე.

თუ “დორტმუნდში” ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც მას უნდა, ჩინეთისკენ მოუწევს გეზის აღება, რაც 24 წლის ფეხბურთელისთვის ნამდვილად რთული გამოცდა იქნება,” – აცხადებს მათეუსი.

მარიო გიოტცე ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე ოცნებობს

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი, მარიო გიოტცე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” მაისურით თამაშზე ოცნებობს, რასთანაც ის 2012-13 წლების სეზონში ძალიანა ახლოს იყო, თუმცა მაშინ მას ხელი ტრავმამ შეუშალა.

“ამ ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ტრავმამ შანსი არ მომცა. ეს უდიდესი რამ არის ჩემთვის, ყოველდღიურად სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვვარჯიშობ.

თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ახლა კი მომავალზე და ლიგის ახალ სეზონზე ვართ კონცენტრირებულნი. მართალია ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამასთანავე ძალიან ძლიერიც არის.

რა თქმა უნდა ჩვენთის ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდის “ბორუსიასთვის” ასეთი ამბიციები ჩვეული რამ არის. სწორედ ასეთები ვართ ჩვენ.”

ალაბა: “გიოტცეს გაშვებით “ბაიერნმა” მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა”

“ბაიერნ მიუნხენის” ავსტრიელი მცველი, დავიდ ალაბა მარიო გიოტცეს ტრანსფერს გამოეხმაურა, რომელიც “მშობლიურ” კლუბში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მიუნხენში საქმეები ისე ვერ აეწყო, როგორც მას უნდოდა.

“ბოლო წლებში, ის ცოტათი უიღბლო იყო, ხშირად ტრავმიანობდა.

მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის მოედანზე იყო, ცდილობდა საუკეთესო გაეკეთებინა გუნდისათვის. სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ იმას, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.”

ალაბას კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შედარებაც სთხოვეს:”ორივე მათგანი მომწონს. კრიშტიან ძალიან ბევრს მუშაობს, დღიდან დღემდე, რაც მის წარმატებას განაპირობებს. და მესი? ის უბრალოდ ადამიანი არ არის.”

კარლო ანჩელოტიმ ტომას მიულერსა და მარიო გიოტცეზე ისაუბრა

“ბაიერნის” ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ტომას მიულერი ბოლო დროს ზედმეტად გადაიღალა და რომ მას აუცილებლად ესაჭიროება შვებულება.

“ტომასს უკვე ვესაუბრე, მას დასვენება ესაჭიროება, რადგანაც ძალიან ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო როდესაც ის დაბრუნდება, კვლავ გუნდის ლიდერი გახდება.”

“პაპა კარლოს” მარიო გიოტცეს მომავალზეც ჰკითხეს – “ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ – მარიო გიოტცე კვლავ “ბაიერნის” ფეხბურთელია.

დიახ, მე ვესაუბრე მარიო გიოტცეს, თუმცა ეს პირადი საუბარი იყო.”

მარიო გიოტცეს არჩევანის გაკეთება “ტოტენჰემსა” და “ბორუსიას” შორის მოუწევს

გერმანული გამოცემის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელ ნახევარმცველს, მარიო გიოტცეს არჩევანის გაკეთება ორ გუნდს შორის მოუწევს.

ევრო 2016-ის მიმდინარეობისას, გიოტცეს მამა ორჯერ შეხვდა “ტოტენჰემის” წარმომადგენლებს. მაშინ, როცა მისი “ბორუსიაში” დაბრუნების საკითხი ჯერაც განიხილება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე განუცხადა “ბაიერნის” ხელმძღვანელებს რომ ის კლუბის დატოვებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი “ბაიერნში” 2013 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ, გიოტცემ “ბაიერნის” მაისურით 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

“ლივერპული” გიოტცეს სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

“ლივერპულის” ხელმძღვანელები მარიო გიოტცეს სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის შეთავაზებით აპირებენ დაადასტურონ ის, რომ გერმანელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ბორუსიას” არაფერს დაუთმობენ.

როგორც იცით, გიოტცეს, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, “ბაიერნში” ძალიან უჭირს. ამიტომაც ის კლუბის გამოცვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტარქტი “რეკორდმაისტერთან” კიდევ 12 თვით აკავშირებს.

მარიო გიოტცესთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას დორტმუნდის “ბორუსია” აპირებს, სადაც მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ დორტმუნდელი გულშემატკივრები მის მიმართ გულგრილები არიან, რამაც შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა.

დორტმუნდის ბორუსიას ფანების პროტესტი: “ჩვენ არ გვჭირდება გიოტცე”

როგორც იცით, დორტმუნდის “ბორუსიას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოჰან ვატცკემ ახლახან განაცხადა, რომ კლუბის კარი “ბავარიაში” მოთამაშე მარიო გიოტცესთვის ღიაა.

თუმცა დორტმუნდელთა ფანების გარკვეულ ნაწილს გერმანელი ფეხბურთელის დაბრუნების ვარიანტი ძალიან არ მოსწონს. ფანებმა საკუთარი პოზიცია შაბათს, “ვერდერთან” მოგებულ მატჩში გამოხატეს (3-2).

“მილანი” ან “რეალი”, მთავარია “დორტმუნდში” არ დაბრუნდეს. მოგვაშორეთ გიოტცე” – ვკითხულობთ მათ ბანერზე.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე, რომელიც კლუბის ახალგაზრდულ აკადემიის პროდუქტია, მათი მოსისხლე მტრის ბანაკს 2013 წელს შეუერთდა, რისთვისაც “ბორუსიამ” 37 მილიონი ევრო მიიღო.