კარლოს ბაკა “მილანს” ტოვებს

“მილანის” კოლუმბიელმა შემტევმა, კარლოს ბაკამ კლუბის სავარჯიშო ცენტრი დროზე ადრე დატოვა, რათა თავისი ტრანსფერის უკანასკნელი დეტალებიც შეეთანხმებინა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციის მიხედვით, ბაკა, რომელმაც გასული სეზონის 32 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო (იტალიის სერია A-ში), კარიერას ესპანურ “ვილიარეალში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი “მილანში” “სევილიადან” გადაბარგდა, მომავალი სეზონიდან კი მას თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

კარლოს ბაკა დისკვალიფიცირებულია

იტალიური “როსონერის” კოლუმბიელი თავდამსხმელი, კარლოს ბაკა დისკვალიფიცირებულია. “სევილიას” ყოფილი ფეხბურთელი “იუვენტუსთან” წაგებული მატჩის (2-1) ბოლოს, მსაჯთან შელაპარაკების გამო დაისაჯა.

როგორც იცით, აღნიშნული დაპირისპირების ბედი დამატებით დროში გადაწყდა, როდესაც პაულო დიბალამ თერთმეტმეტრიანის გოლად გარდასახვა შეძლო და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

შედეგად, 30 წლის ფეხბურთელი ერთ მატჩს გამოტოვებს (საუბარია “მილანსა” და “ჯენოას” შორის, შაბათს გასამართ მატჩზე) და ჯარიმის სახით 10 000 ევროსაც გადაიხდის.

“მილანმა” “კალიარი” ბაკას გოლით დაამარცხა (ვიდეო)

8 იანვარს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მილანმა” “კალიარის” უმასპინძლა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათ მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა: 88-ე წუთზე კარლოს ბაკამ მოახერხა მეტოქის დამწუხრება და მისი გუნდისთვის სამი ქულის მოტანა.

19 ტურის შემდეგ მილანურ კლუბს 36 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება “კალიარის”, ამ კლუბმა 23 ქულა მოაგროვა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

 იხილეთ მიმოხილვა

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 იანვარი)

“ჰალ სიტის” ახალი მწვრთნელი ჰყავს

“ჰალ სიტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაიკ ფელანი დაითხოვა. ფელანს სეზონის ბოლომდე მარკო სილვა შეცვლის. 39 წლის პორტუგალელმა პირველად “ეშტორილი” ჩაიბარა 2011 წელს. 2014-2015 წლებში ის “სპორტინგს”, ხოლო 2015-2016 წლებში “ოლიმპიაკოსს” ედგა სათავეში.

“ნიცა” მემფის დეპაის არენდით აყვანას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კარიერა სასფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ კი “ნიცას” რიგებში გააგრძელოს. Nice-Matin-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მიზნად მემფისის არენდის წესით აყვანა განიზრახეს.

“ევერტონმა” “ჩარლტონის” ფორვარდი გაიფორმა

ჩემფიონშიპში მოასპარეზე “ჩარლტონის” აწ უკვე ყოფილი შემტევი, ადემოლა ლუკმენი ამიერიდან “ევერტონის” ღირსებას დაიცავს. “კამფეტებმა” ბრიტანელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, 7.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ფაბიო კანავარომ იტალიურ მარკეტს მიაკითხა

ფაბიო კანავარომ, რომელიც ამჟამად ჩინური “ტიანჟინ კუანჟინის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს, იტალიურ მარკეტს მიაკითხა. ეს უკანასკნელი თავის გუნდში “ფიორენტინას” ფორვარდის, ნიკოლა კალინიჩისა (50 მილიონი ევრო) და “მილანის” კოლუმბიელი შემტევის, კარლოს ბაკას გადაბირებას აპირებს.

ფირმინო “ლივერპულიდან” ფეხს არ მოიცვლის

“ლივერპულის” ბრაზილიელმა ფორვარდმა, რობერტო ფირმინომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის “ენფილდის” დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობს: “აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები.”

იურგენ კლოპი 40 მილიონს დახარჯავს

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა იურგენ კლოპს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 40 მილიონი ევრო გამოუყვეს. სავარაუდოდ, 49 წლის სპეციალისტი გუნდში “ბაიერ ლევერკუზენის” ჰავბეკს, იულიან ბრანდტსა და “არსენალის” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მოიყვანს.

მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)

“მილანი” ადასტურებს: კარლოს ბაკა ტრავმირებულია

იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, კარლოს ბაკას მიერ დერბი დელა მადონინაში მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

მილანელთა კოლუმბიელმა შემტევმა “ინტერთან” ფრედ დასრულებულ მატჩში (2-2) ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც, მასიმილიანო ალეგრიმ 30 წლის ფეხბურთელი მატჩის 71-ე წუთზე შეცვალა.

“მილანი” ადასტურებს, რომ კვირას, “ინტერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში კარლოს ბაკას მარჯვენა ბარძაყის ფლექსორი დაეჭიმა, რის გამოც მას გარკვეული დროის ლაზარეთში გატარება მოუწევს. მომავალ კვირას, ფეხბურთელი დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონის სერია ა-ს 13 მატჩში კოლუმბიელმა ექვსჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. ამასთანავე, მას ლიგაში გოლი 2 ოქტომბრის შემდეგ არ აქვს გატანილი.

“პარის სენ-ჟერმენი” კარლოს ბაკასა და მანძუკიჩის გადაბირების ვარიანტებს განიხილავს

L’Equipe-ს მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას და ერთი მაღალი დონის ფორვარდის დამატებას აპირებენ.

როგორც იცით, უნაი ემერი ზაფხულში საკმაოდ აქტიურად ცდილობდა კარლოს ბაკას გადაბირებას, თუმცა ამ ტრანსფერს ხელი იმან შეუშალა, რომ “პსჟ-ში” უკვე საკმაო რაოდენობის არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოთამაშე იყო , დავიდ ლუისის “ჩელსიში” გადასვლამ კი ეს ბარიერი მოხსნა.

თუ კარლოს ბაკა “მილანში” დარჩენას გადაწყვეტს და “პსჟ-ს” უარით გაისტუმრებს, მაშინ საფრანგეთის ჩემპიონები “იუვენტუსის” შემტევზე, მარიო მანძუკიჩზე გადაერთვებიან.

გრიზმანის შემდეგ, “პსჟ” კარლოს ბაკას გადაბირებას ეცდება

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ანტუან გრიზმანის გადაბირების ამაო მცდელობების შემდეგ, “მილანის” კოლუმბიელ შემტევზე, კარლოს ბაკაზე გადაერთვნენ.

ასე რომ, “როსონერის” კოლუმბიელი ლდიერი, რომელმაც სერია ა-ს 6 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, უნაი ემერის მთავარი სამიზნე იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც შეტევის ხაზის გაძლიერებისაკენ ისწრაფვის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფრანგეთის ჩემპიონებს კარლოს ბაკასთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსის შეთავაზება შეუძლიათ, რამაც შესაძლოა ამ ტრასნფერში გადამწყვეტი როლიც ითამაშოს.

კარლოს ბაკა: “მილანს” მანამ არ დავტოვებ, სანამ ისევ მწვერვალზე არ დავბრუნდებით”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, კარლოს ბაკამ უარყო ჭორები, რომლის თანახმადაც ის “როსონერის” დატოვებას აპირებდა. მეტიც, მისი თქმით ის მაქსიმალურად ეცდება, რომ გუნდი უკან, მწვერვალზე დააბრუნოს.

“ბევრი რამ ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ კლუბებს ჩემი გადაბირება სურს. სიმართლე კი ის არის, რომ კლუბის დატოვება არ მინდა.

ამ გუნდში ბედნიერი ვარ და მაქსიმალურად ვემზადები პირველი მატჩისათვის. მინდა მაქსიმუმი გავაკეთო იმისა, რაც შემიძლია.

კარგა ხნის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ “სევილია” უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ კი არა, “მილანის” უკან, მწვერვალზე დასაბრუნებლად დავტოვე. აქიდან მანამ არ წავალ, სანამ ჩემს მისიას არ შევასრულებ.”

კარლოს ბაკას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში

იტალიური “მილანის” კოლუმბიელმა ფორვარდმა, რომლის გადაბირებითაც “ატლეტიკოა” დაინტერესებული, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია. ყველამ იცის, რომ “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.” – განუცხადა მან AS-ის ჟურნალისტს.

“არის რამოდენიმე შემოთავაზება და არის ინტერესები ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული და გერმანული კლუბების მხრიდან. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია.

თუმცა, ჯერ დრო გვაქვს, მშვიდად ვართ. ჩემი წარმომადგენელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბებთან და “მილანთან”.

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ამ ოცნების ასასრულებლად ყოველდღე ვმუშაობ. მინდა ლიგაზე “მილანთან” ერთად ვითამაშო, საუბედუროდ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა.”

Daily Telegraph: “ჩაქუჩებს” კარლოს ბაკას გადაბირება სურთ

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები იტალიურ “მილანთან” მათი თავდამსხმელის, კარლოს ბაკას ტრანსფერის თაობაზე. ამ ინფორმაციას Daily Telegraph ავრცელებს.

კოლუმბიელი ფორვარდი, რომელმაც გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანა “როსონერის” მაისურით, 26 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ბაკას გადაბირების სურვილი მადრიდულმა “ატლეტიკომაც” გამოთქვა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგისათვის სლავენ ბილიჩ ახალი თავდამსხმელი სჭირდება, თუმცა ლონდონურმა კლუბმა ვერც ალექსანდრე ლაკაზეტი, ვერც მიში ბატშუაი და ვერც ვინსენტ იანსენი გადაიბირა. ამიტომაც, ისინი მზად კოლუმბიელს კვირაში 65 000 ფუნტი შესთავაზონ.

ამავდროულად, სლავენ ბილიჩი კვლავ აკვირდება კრისტიან ბენტეკეს გარშემო არსებულ სიტუაციას, რომელიც ამჟამად “ლივერპულის” რიგებში ირიცხება.

ბროკი: „გული დამწყდა, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა“

„კარპისთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ ყურადღება თავდამსხმელ კარლოს ბაკაზე გადაიტანა, რომელმაც შეცვლის დროს ჟერემი მენეზს ხელი არ ჩამოართვა.

„გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა. ეს ცუდი რეაქცია იყო და მსგავსი არ უნდა განმეორდეს. ყველაზე ცუდი სწორედ ისაა, რომ კარლოსმა თანაგუნდელები უყურადღებიდ დატოვა. ყველა გუნდზე და არა საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია“, – განაცხადა ბროკიმ „Sky Sport Italia“-სთან ინტერვიუში.

გალიანი: “ანჩელოტი რომ დარჩენილიყო, ბაკა რეალში გადაბარგდებოდა”

“მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ აღიარა, რომ კარლოს ბაკა “რეალში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო.

“ბაკა შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მას ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მე მისი ყოფილი მწვრთნელიც, უნაი ემერიც ძალიან მომწონდა. ჩემის აზრით, ის საუკეთესო სპეციალისტია.

ბაკას შესახებ ანჩელოტიც მესაუბრებოდა. კარლო მადრიდში რომ დარჩენილიყო, ბაკა ახლა “რეალის” ფეხბურთელი იქნებოდა.” – განაცხადა გალიანიმ.