ბროკი: „პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ განაცხადა, რომ ბოლოადგილოსან „ვერონასთან“ ანგარიშით 1:2 მარცხისთვის პასუხისმგებელია.

„ახლა ამ გუნდის წარმომადგენელი ვარ და პასუხისმგებლობას ვიღებ. გუნდმა ცუდად ითამაშა, ისე ვერ ვმოქმედებდით, როგორც გვინდოდა. მსგავსი სირთულეების დროს საკუთარ თავზე გაერთიანებით უნდა ვმუშაობდეთ. „მილანმა“ თამაშის გაკონტროლება და გუნდი ფეხბურთს ჩვენება ვერ მოახერხა. გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ დარტყმის მიღება და მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. გუნდი ერთიანი არ იყო, რამაც მეტოქეს ძალა მისცა. ტაქტიკასა და ფსიქოლოგიაში ბევრია შესაცვლელი. ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერები გავალთ“, – ციტირებს ბროკის „Football-Italia“.

სერია ა-ს სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „როსონერი“ 54 ქულთ მე-6 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „სასუოლოს“ მხოლოდ 1 ქულით სჯობნის.

ბროკი: „გული დამწყდა, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა“

„კარპისთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ ყურადღება თავდამსხმელ კარლოს ბაკაზე გადაიტანა, რომელმაც შეცვლის დროს ჟერემი მენეზს ხელი არ ჩამოართვა.

„გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბაკამ მენეზს ხელი არ ჩამოართვა. ეს ცუდი რეაქცია იყო და მსგავსი არ უნდა განმეორდეს. ყველაზე ცუდი სწორედ ისაა, რომ კარლოსმა თანაგუნდელები უყურადღებიდ დატოვა. ყველა გუნდზე და არა საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია“, – განაცხადა ბროკიმ „Sky Sport Italia“-სთან ინტერვიუში.

“მილანს” დღეს ბროკი ჩაიბარებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს კრისტიან ბროკი “მილანის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

“როსონერის” პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი გუშინ ბროკისა და მის ასისტენტს რესტორანში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დიდი ალბათობით, “შავ-წითელთა” ახალი მწვრთნელი გუნდს დღესვე ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ ბროკი “მილანის” აღრზდილია, მან კლუბში დიდი ხანი გაატარა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არასოდეს მოიაზრებოდა. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ბოლოს ის “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.

ბროკი: „მილანის“ მთავარი გუნდის გაწვრთნაზე ჩემთან არავის უსაბრია“

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის კრისტიან ბროკის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობას მასთან მთავარი გუნდის გაწვრთნაზე არ უსაბრია.

„მილანის“ ყველა გულშემატკივრის მსგავსად, მეც რთული დრო მაქვს. ყველას იმ „მილანის“ ხილვა სურს, რომელიც ყოველთვის იგებდა.

გავხდებოდი თუ არა მთავარი გუნდის თავკაცი? მე კლუბში ვარ და გუნდისთვის საუკეთესოს ვისურვებდი. ვამაყობ, რომ პრიმავერაში ვმუშაობ და ვთვლი, რომ ეს ჩინებული სამუშაოა.

მთავარი გუნდის გაწვრთნაზე ჩემთან არავის უსაბრია. ვფიქრობ, ახალგაზრდულ გუნდს მომავალშიც ვუხელმძღვანელებ“, – განაცხადა ბროკიმ.

ინძაგის კრისტიან ბროკი შეცვლის

„მილანმა“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტიან ბროკის დანიშვნა დაადასტურა.

38 წლის ბროკის პრიმავერის მწვრთნელად დანიშვნა „როსონერის“ მენეჯერებმა ფილიპო ინძაგის ძირითადი გუნდის თავკაცად დანიშვნის შემდეგ გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ თავად ბროკი აქამდე „მილანის“ 16-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ექს-ნახევარმცველი მილანური კლუბის რიგებში 2001 წლიდან 2008 წლამდე გამოდიოდა და 99 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გატუზო და ბროკი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ?

იტალიურმა პოლიციამ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ახალი გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში კარაბინიერებმა საფეხბურთო ფუნქციონერები დააკავეს. ამ ქალაქებში მილანი, ბოლონია, რიმინი და მესინა შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, შესაძლოა, ქალაქ კრემონას პროკურორმა „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველები ჯენარო გატუზო და კრისტიან ბროკი დაადანაშაულოს. როგორც ცნობილია, „როსონერის“ ექს-ფეხბურთელების სახლები პოლიციამ უკვე გაჩხრიკა.

ყველაფერთან ერთად, ამ სკანდალთან კავშირი სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ. ორი მათგანი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, თუმცა მათი სახელების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

არალეგალურ ფსონებს იტალიის პოლიცია აქტიურად ებრძვის. აღნიშნული დანაშაულისთვის აქამდე კარაბინიერებმა 54 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, ისინი ერთდრულად 120 მსგავს საქმეს იძიებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი