მეტა უოლდ პისმა პანდას კოსტუმი მოირგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე მეტა უოლდ პისი, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ჩინეთში გადავიდა და უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, სახელს The Pandas Friend-ზე გადაირქმევს, საკალათბურთო ტურნირ ვენის-ბიჩზე პანდას კოსტუმით გამოცხადდა.

Panda2

მეტა უოლდ პისი კვლავ სახელისა და გვარის შეცვლას გეგმავს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, ამჟამად ჩინური „სიჩუანის“ ფორვარდი მეტა უოლდ პისი კვლავ თავისი სახელის შეცვლას გეგმავს.

„China Daily“-ს თ დავუჯერებთ, კალათბურთელი ამჯერად დრუგ პანდად გახდომას აპირებს.

ცნობისთვის, უოლდ პისმა თავისი სურვილის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

მეტა უოლდ პისი ნიუ-იორკს დატოვებს

The Newsday-ის ინფორმაციით, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელები ფორვარდ მეტა უოლდ პისს კონტრაქტის გამოსყიდვის შესახებ შეუთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბი უახლოეს დროში ოფიცალურად დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ უოლდ პისი „ნიქსს“ 2013 წელს შურთდა. სხვადასხვა წლებში იგი „ჩიკაგო ბულსის“, „ინდიანა პეისერსის“, „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფერებს იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი