“ტოტენჰემი” პორტუგალიის ნაკრების მოთამაშით ინტერესდება

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “სპურსებს” ბევრ მოთამაშეს უკავშირებენ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ბრაგას” ნახევარმცველით, რაფა სილვათი ინტერესდება. ინგლისელები 23 წლის მოთამაშეში 10 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

სილვამ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაშიც კარგად გამოიყურებოდა. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ ინტერესს ამ დონის გუნდი იჩენს.

აქვე გეტყვით, რომ ნახსენები მოთამაშე “ბრაგაში” 2013 წლიდან ასპარეზობს. მან 88 თამაშში 13 გოლის შეგდება მოახერხა.

“ბრაგას” შესანიშნავი კომბინაცია, რომელშიც მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო (ვიდეო)

7 აპრილს, პორტუგალიის თასზე, “ბრაგამ” საკუთარ მოედანზე “რიო ავე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში სამივე გოლი ჟოზე ლუისმა გაიტანა. მისი ერთ-ერთი გოლი მშვენიერი კომვინაციის შემდეგ გავიდა, რომელშიც მონაწილეობა “ბრაგას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო.

“სპორტინგის” ფეხბურთელმა “ბრაგას” ჯარიმა 95-ე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

11 იანვარს, “ბრაგასა” და “სპორტინგს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1) იაპონელმა ჯუნია ტანაკამ მეტოქის კარი 95-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით აიღო.

შესანიშნავი მაკრატელა პორტუგალიიდან

პორტუგალიაში “ბრაგასა” და “ესტორილს” შორის გამართულ მატჩში შესანიშნავი გოლი გავიდა.

“ბრაგა” მწვრთნელის გარეშე დარჩა

პორტუგალიური “ბრაგას” მთავარი მწვრთნელი ჟეზუალდუ ფერეირა გუნდის ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აღნიშნული ფაქტი კლუბის ცუდმა შედეგებმა გამოიწვია. პორტუგალიური ჩემპიონატის 20 ტურის შემდეგ “ბარაგა” 27 ქულით მეშვიდე პოზიციაზე.

შეგახსენებთ, რომ ფერეირამ გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა.