“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჯანლუიჯი ბუფონს თავის კლუბში თამაში შესთავაზა. სანაცვლოდ, იტალიელი სოლიდურ თანხასა და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს მიიღებს. ბუფონმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
პარიზელთა ყოფილმა და “ბებერი ქალბატონის” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ იტალიელ კიპერზე ისაუბრა.
“ჯიჯი არის ექსტრაორდინალური ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა საოცარი კარიერა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, პარიზში, ან სადაც წავა. იქ კიდევ ერი კარგი მეკარეა – არეოლა. შესაბამისად, როგორც კლუბზე, ასევე ჯიჯიზეც დამოკიდებულია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მათ სამომავლო შესაძლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,” – ამბობს ბუფონი.