მატუიდი: “ბუფონი “პსჟ”-ში? იქ კარგი მეკარე ყავთ – არეოლა”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჯანლუიჯი ბუფონს თავის კლუბში თამაში შესთავაზა. სანაცვლოდ, იტალიელი სოლიდურ თანხასა და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს მიიღებს. ბუფონმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

პარიზელთა ყოფილმა და “ბებერი ქალბატონის” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ იტალიელ კიპერზე ისაუბრა.

“ჯიჯი არის ექსტრაორდინალური ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა საოცარი კარიერა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, პარიზში, ან სადაც წავა. იქ კიდევ ერი კარგი მეკარეა – არეოლა. შესაბამისად, როგორც კლუბზე, ასევე ჯიჯიზეც დამოკიდებულია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მათ სამომავლო შესაძლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,” – ამბობს ბუფონი.

ვერატი და მატუიდი ბარსელონაში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ნახევარმცველები, მარკო ვერატი და ბლეზ მატუიდი “ბარსელონასთან” გამართულ განმეორებით მატჩს არც ისე კარგ მდგომაროებაში შეხვდნენ, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.

ფრანგული L’Equipe-ს რედაქციის ცნობით, ფეხბურთელები ორშაბათს პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში მივიდნენ, სადაც Puma-ს მიერ ორგანიზებულ საღამო იმართებოდა. აღნიშნულ ღონისძიებას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი, რიანაც ესწრებოდა.

რამდენიმე მოწმის ცნობით, ფეხბურთელებმა კლუბი ბარსელონაში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, შუაღამისას ადტოვეს.

რაც შეეხება მატჩს, ალბათ კაგრად მოგეხსენებათ, რომ პარიზელები გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობნენ.

მინო რაიოლა: “იუვენტუსი” ჩემზე გაბრაზებულია”

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ გაგვიმხილა, რომ ტურინის “იუვენტუსში” მასზე გაბრაზებულები არიან, იმის გამო, რომ ტურინელებმა ბლაიზე მატუიდი ვერ გადაიბირეს.

“ფაბიო პარატიცი (“იუვეს” სპორტული დირექტორი) ჩემზე ისევ გაბრაზებულია. თუმცა ეს ჩემი ბრალი ნაკლებად არის – საქმეში “პსჟ-ს” დირექტორი ჩაერია და ტრანსფერი დაბლოკა.

ასე რომ, პარატიცი ჩემზე გაბრაზებული არ უნდა იყოს.

“პარის სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. მართალია, იანვარში ტრანსფერის განხორციელება რთულია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.”

“იუვეში” პოგბას მატუიდი ჩაანაცვლებსო… რამდენს ითხოვს “პსჟ”?

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ბლეს მატუიდის შეძენით.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგები 29 წლის მოთამაშეში საკმაოდ მაღალ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, თუ “ბებერი ქალბატონი” აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის შეძენა ინლისურ გრანდებსაც, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” სურთ.

ბლეზ მატუიდიმ სერბეთის ნაკრებს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

7 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საფრანგეთსია და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ბლეზ მატუიდიმ საოცარი გოლი გაიტანა.

France 2-0 Serbia # Super Matuidi (Double)

France 2-0 Serbia # Super Matuidi (Double)Exclusive Live Sports HD

Posted by Live Sports HD on Monday, 7 September 2015

ზლატან იბრაჰიმოვიჩის საგოლე პასი დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

3 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნანტმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო.

შეხვედრის 31-ე წუთზე, პარიზელთა ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ მასპინძელთა კარი მეორეჯერ დალაშქრა, მას კი ბრწყინვალე საგოლე პასი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაუკეთა.

TOP 11: ცაცია ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

#1 ტიბო კურტუა (მეკარე)

Thibaut+Courtois+Everton+v+Chelsea+Premier+l266OlQGXFrx

#2 დავიდ ალაბა (მარჯვენა მცველი)

David+Alaba+Borussia+Dortmund+v+FC+Bayern+t7BVAJHxE5Nx

#3 ჯორჯო კიელინი (ცენტრალური მცველი)

Giorgio+Chiellini+Malta+v+Italy+Ii0FrYUcjn5x

#4 იან ვერტონგენი (ცენტრალური მცველი)

Jan+Vertonghen+Belgium+v+USA+HrujZ9urdOkx

#5 მარსელო (მარცხენა მცველი)

hi-res-9d4f8fbfc9df36e5af20b7d4de75cda1_crop_north

#6 ბლეზ მატუიდი (ცენტრალური ნახევარმცველი)

comment-remplacer-matuidi-pour-barcelone-psg-iconsport_pho_020413_47_0853801

#7 არიენ რობენი (მარჯვენა ნახევარმცველი)

robben+bayern+afp

#8 ანხელ დი მარია (ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი)

Angel+Di+Maria+Manchester+United+v+Everton+6qo04YLb0mQx

#9 გარეტ ბეილი (მარცხენა ნახევარმცველი)

Gareth+Bale+Wales+v+Bosnia+Herzegovina+P0PQaICd_Wex

#10 რობინ ვან პერსი (ცენტრალური თავდამსხმელი)

rvp2

#11 ლიონელ მესი (თავდამსხმელი)

Lionel+Messi+Paris+Saint+Germain+v+FC+Barcelona+kxsttL02jBzx

მატუიდიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ “პსჟ”-სთან კონტრაქტი გაახანგრძივა. 26 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი.

პარიზულ კლუბში მატუიდი 2011 წლის ზაფხულში გადავიდა, სადაც დღემდე 124 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

“აქ თავს კარგად ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ პსჟ-სთან ერთად ტიტულები მოვიგო. კლუბის ამბიციები უსაზღვროა” – განაცხადა მატუიდიმ.