31 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში “შალკემ” საკუთარ მოედანზე “ჰანოვერი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის 85-ე წუთზე, “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ უხეშობის გამო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
“არ მეგონა, რომ მსაჯი წითელ ბარათს მიჩვენებდა, რადგან ძალიან უხეშად არ მითამაშია. საერთოდ, უხეში ფეხბურთელი არც ვარ.
ბუნდესლიგაში რამდენიმე სეზონია ვთამაშობ და წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მაქვს მიღებული. მაშინ მსაჯმა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამაძევა”, – ციტირებს ჰუნტელაარის სიტყვებს BBC.