“ბარსელონამ” 2014/15 წლების სეზონისთვის გუნდის მესამე სათამაშო ფორმა წარმოადგინა, რომელიც ყვითელ ფერშია გადაწყვეტილი, განზე კი მუქი ლურჯი ზოლი გასდევს.
“ბარსელონა” ახალი ფორმით პირველ მატჩს 30 სექტემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
“ბარსელონამ” 2014/15 წლების სეზონისთვის გუნდის მესამე სათამაშო ფორმა წარმოადგინა, რომელიც ყვითელ ფერშია გადაწყვეტილი, განზე კი მუქი ლურჯი ზოლი გასდევს.
“ბარსელონა” ახალი ფორმით პირველ მატჩს 30 სექტემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
„მილანმა“ 2014/15 წლების სეზონისთვის ახალი საგრეო ფორმა წარადგინა. მაისური თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ბოლო ნაწილს კი შავი და წითელი კომბინირებული ზოლი ამშვენებს. მთავარი განმასხვავებელი დეტალი ის გახლავთ, რომ გუნდის კლასიკური ოვალური ლოგო ახალი ემბლემით შეიცვალა.
ხვალ „მილანი“ აშშ-ში ამხანაგურად „ოლიმპიაკოსს“ გაეჯიბრება და ამ ახალ ფორმასაც მოირგებს.
დღეს „მონაკომ“ 2014-15 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ კლუბს სპორტული ეკიპირების ფირმა „ნაიკი“ შემოსავს. ფორმა „მონაკოს“ კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილია – შეფერილია დიაგონალური წითელი და თეთრი ფერებით.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში „მონაკო“ 9 ქულით ჩამორჩა ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ და მეორე ადგილი დაიკავა.
გუშინ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქე შოტლანდიის ნაკრებმა ახალი საგარეო ფორმა წარადგინა, რომლის დიზაინმაც აზრთა სხვადასხვობა გამოიწვია. მაისურის დიზაინის შთაგონების წყაროდ შოტლანდიაში XVIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული როზბერთა საგრაფოს სამოსის შეფერილობა იქცა. ამავე ფერის ფორმებს ატარებდნენ როზბერის ჟოკეები. 1894-1895 წლებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და როზბერის მეხუთე გრაფი არჩიბალდ ფილიპ პრიმროუზი შოტლანდიურ სპორტში მეტად ღვაწლმოსილ პიროვნებად ითვლებოდა. მის განსაკუთრებულ ინტერესს დოღი, ფეხბურთი და რაგბი იწვევდა.
გრაფი არჩიბალდ პრიმროუზი შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტადაც აირჩიეს. რაც შეეხება შოტლანდიელთა ახალ საგარეო ფორმას, მაისურის წინა მხარე გაწყობილია ერთი ვარდისფერი და რამდენიმე ქარვისფერი ზოლით. მსგავსი ფორმით შოტლანდიის ნაკრები 1940-იან წლებშიც თამაშობდა.
სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ქომაგები ახალ საგარეო ფორმაზე ამგვარ კომენტარებს აკეთებდნენ:
„ისე ჩანს, თითქოს შოტლანდიის ნაკრების სპონსორი McDonalds-ი გამხდარიყოს!“
„შოტლანდიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმა ძალიან მომწონს. ის სრულიად განსხვავებულია – უცნაურია, როცა შოტლნადიის ნაკრებს ლურჯ ფორმაში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც კარგი ფორმა ჩანს“.
ამ ფორმის შესახებ არანაკლებ საინტერესო კომენტარები გააკეთეს Fanebi.com-ის Facebook-ის გვერდზე:
„ამათ „ტაბურეტკის“ არ ეშინიათ?!“
„ღამის პიჟამოები მეგონა“.
მაისური გაყიდვაში პირველი მარტიდან გაეშვება.
ბექა დოგრაშვილი