კოსტავა: „არ მსურს, რომ ამ გოგოებს შრომა არ დაუფასდეთ“

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრეკონფერენციო დარბაზში საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თამაზ კოსტავასა და მოთამაშეების პრესკონფერენცია შედგა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თამაზ კოსტავა: „დავიწყებთ იქედან, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. განვლილმა შესარჩევმა ეტაპმა ბევრი მინუსი დაგვანახა. ფარერებთან გოგოებმა ბოლომდე იბრძოლეს და სათანადო შედეგს მიაღწიეს. რთული ეს ეტაპი იმითაც იყო, რომ პირველივე შეხვედრა ფარერებთან მოგვიწია, მალტა კი ანდორას ხვდებოდა, რომელიც სხვებთან შედარებით, უფრო დაბალი დონის გუნდია.

ჩვენი გუნდი ძალიან შეკრული იყო. განვლილ შესარჩევ შეხვედრებში ასეთი გუნდი არ მინახავს, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და გვერდში ედგა.

რაც შეეხევა მალტასთან მატჩს, მეტოქემ ჩვენ არ გვაჯობა, თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლოს მეტოქეს გაუმართლა და გოლიც გაგვიტანა.

ქალთა გუნდის თავკაცი პირველად ვარ და ამ პერიოდმა საკუთარი შესაძლებლობებიც მიჩვენა.

ბოლო ტურში ფარერების მოგება გვაწყობდა. მალტასთან მატჩს ისინი ანგარიშით 4:2-ს იგებდნენ. გუშინ მის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვუყურე – თამაშის ბოლოს ფარერებმა ბურთი ძელს გაარტყეს… გოლი რომ გასულიყო, მეორე ადგილზე აღვმოჩნდებოდით და ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით.

ამ გოგოებმა დიდი შრომა ჩადეს. არ მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი დაეკარგოთ და ეს წარმატება ვინმეს დაავიწყდეს.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

შესაძლოა, მომავალში მსგავს წარმატებას ვერ მივაღწეიოთ, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, სხვა შემარჩებით ვითამაშებთ“.

თამაზ კოსტავა – 58

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერანი მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი– თამაზ კოსტავა 58 წლის გახდა. იგი დინამოს რიგებში 1977 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 156 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. არის 1978 წლის სსრკ–ს ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და 1981 წლის პრიზიორი. ბროლის თასის 1979 წლის გამარჯვებული და 1981 წლის უეფას ტასების მფლობელთა თასის მფლობელი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იყო დასახელებული. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 4 შეხვედრა და გაიტანა ერთი გოლი.

დინამოელები ვულოცავთ თამაზ კოსტავას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FCDinamo.GE