საფეხბურთო პორტალმა KickTV-მ დაასახელა ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო მელოტი ფეხბურთელი.
5. იან რაითი
4. ფაბიენ ბარტეზი
3. არიენ რობენი
2. ბობი ჩარლტონი
1. ზინედინ ზიდანი
,,ბუნდესლიგის” მე-17 ტურის შეხვედრაში ,,მაინცმა” საკუთარ კედლებში მიუნხენის ,,ბაიერნი” მიიღო. მასპინძლებმა მიუნხენელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩში ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს. პირველ ნახევარში ბასტიან შვაინშტაიგერის გოლის წყალობით ,,ბაიერნმა’ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.
მეორე ნახევრში კი სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა. ორივე გუნდმა უშეღავათო ბრძოლა შემოგვთავაზა. მატჩის მე-90 წუთზე სტუმართა მხრიდან არიენ რობენმა გამოიჩინა თავი და თამაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1-2. ,,ბაიერნი” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ქულების დაკარგვისაგან იხსნა.
1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ შეხვედრაში, მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო, მსაჯმა მოედნიდან ბასტიან შვაინშტაიგერი გააძევა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დავიდ ალაბას მიერ, “ბაიერნის” ვარჯიშზე გატანილი ლამაზი საჯარიმო და მისი გოლის სახალისო აღნიშვნაა აღბეჭდილი.