კლოზე MLS-ში?

თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, რომელსაც ზაფხულში „ლაციოსთან“ კონტრაქტი ეწურება, შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს, რის შესახებაც „Tuttomercatoweb“-ი წერს. წყაროს ინფორმაციით, კლოზეთი სამი ამერიკული კლუბი „ნიუ-იორკი სიტი“, „იკაგო ფაირი“ და „ლოს-ანჯელეს გალაქსი“ ინტერესდებიან.

სათქმელია, რომ ვეტერანის MLS-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ევროპულ პრესაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობენ.

კლოზე „ლაციოში“ 2011 წელს გადავიდა. ამ პერიოდში „არწივების“ შემადგენლობაში 147 მატჩში მან 55 გოლი გაიტანა.

დე როსი დერბის გამოტოვებს

„რომას“ ნახევარმცველი დანიელე დე როსი „ლაციოსთან“ რომაული დერბისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ამავდროულად პრინციპული შეხვედრისთვის მზად ალესანდრო ფლორენცი იქნება. მართალია, დიდი ალბათობით, ის შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ორივე ნახსენებმა ფეხბურთელმა ტრავმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „ლაციოს“ ნახევარმცველი მარკო პაროლო დაუბრუნდება.

დე ვრეი ნახევარ წელს გამოტოვებს

რომის “ლაციოს” მცველი სტეფან დე ვრეი გაცილებით მეტ ხანს გამოტოვებს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

23 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, სექტემბრის თვეში გამართულ სანაკრებო მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. მას გუშინ ოპერაცია გაუკეთეს.

ვარაუდობდნენ, რომ სტეფან დე ვრეი მოედანზე დაბრუნებას თებერვალში შეძლებდა, მაგრამ მის გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.

 

“მილანმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება “ლაციოსთან” ჩაიწერა

იტალიის სერია A-ს XI ტურში რომის “ლაციომ” “მილანი” მიიღო. რომაულ-მილანური დაპირისპირება ამჯერადაც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, ერთი დღით ადრე “ინტერმა” “რომა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დღეს კი “მილანმა” რომაულ “ლაციოს” 3:1 სძლია.

ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ანდრეა ბერტოლაჩიმ გახსნა. 53-ე წუთზე ფილიპ მექსესმა “როსონერის” უპირატესობა გაზარდა. 79-ე წუთზე კარლოს ბაკამ გამოიჩინა თავი. პრესტიჟის გოლი კი რიკარდო კიშნამ გაიტანა.

ამრიგად, “მილანმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადავიდა. “ლაციოს” 18 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XI ტური
“ლაციო” — “მილანი” 1:3 (0:1)

გოლები: კიშნა 84′ — ბერტოლაჩი 25′, მექსესი 53′, ბაკა 79′.
გაფრთხილებები: ბასტა 59′, ჯენტილეტი 90+2′ — რომანიოლი 66′, ბონავენტურა 87′.

 

„ლაციომ“ ნახევარმცველი დაკარგა

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი მარკო პაროლო ტრავმის გამო თავისი კლუბის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. შუახაზელმა ტრავმა აზერბაიჯანთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მიიღო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო.

ამასობაში პაროლომ სამედიცინო შემოწმების გავლაც მოასწრო. როგორც გაირკვა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მარკო მოედანზე თვენახევარში დაბრუნდება.

დე ვრეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას „ლაციოში“ დარჩენა ურჩევნია

რომის „ლაციოს“ მცველმა სტეფან დე ვრეიმ „მანჩესტერ იუანიტედში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ხალხი ხშირად ჩემს „მანჩესტერ იუნატედში“ გადასვლაზე საუბრობს, რადგან იქ ლუი ვან გაალი მუშაობს, თუმცა, პირადად მე „ლაციოსთან“ მოგება მსურს. როგორც ჩანს, ახლა ყველა ჰოლანდიელი ფეხბურთელის „იუანიტედში“ გადასვლაზე საუბრობენ. არადა, ამ კლუბის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა დე ვრეიმ.

“ლაციოს” სარეზერვო მაისური ფაშისტური პარტიის უნიფორმას შეადარეს

ფრანგულმა გამოცემა “ლე მონდმა” რომის “ლაციოს” ახალი სარეზერვო ფორმა გააკრიტიკა. მაისურის ფერმა ჟურნალისტებს ბენიტო მუსოლინის მმართველობის დროს არსებული ნაციონალური ფაშისტური პარტიის შავი უნიფორმა გაახსენა. გარდა ამისა, კლუბის ლოგოზე გამოსახული არწივის სილუეტი ფრანგული გაზეთის თანამშრომლებმა მესამე რაიხის გერბს შეადარეს.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოს” ფანების ნაწილი ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა. კლუბის ყოფილი კაპიტანი პაოლო დი კანიო კი გოლს ფაშისტური მისალმებით აღნიშნავდა.

“ლაციოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მარკო კანიჯანიმ გამოცემის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და დამატებითი განმარტებაც გააკეთა.

“მესამე ფორმა მუქი ფერის უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი საშინაო მაისური ცისფერია, საგარეო კი – თეთრი. ცოტა ვარიანტი გვქონდა, ეს ბრალდებები აბსურდულია”, – კანიჯანის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.

Lazio kit

 

ჰაკან ჩალჰანოღლუ “ლაციოს” ოთხი ფეხბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ლაციოსა” და “ლევერკუზენს” შორის გამართულ მატჩში (1:0), ჰაკან ჩალჰანოღლუმ მეტოქე გუნდის ოთხი ფეხბურთელი ასე ჩამოიშორა.

მაური “ლაციოსთან” მიმდინარე კვირაში გააფორმებს

ჭორები მაურის “ლაციოდან” წასვლის შესახებ გაქარწყლდა. გამოცდილი ნახევარმცველი რამდენიმე დღეში გუნდში დარჩენის ვადას გააგრძელებს.

გახანგრძლივება მხოლოდ იმის გამო ჭიანურდება, რომ კლაუდიო ლოტიტო ამჟამად შვებულებაშია. მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტი დაბრუნდება, ყველაფერი გასწორდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეები ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

შტეფანო მაურო “ლაციოს” 2006 წლიდან იცავს და “არწივების” მაისურით 160 მატჩი ჩაატარა.

“იუვენტუსი” იტალიის სუპერთასის მფლობელია

დღეს, ჩინეთში, შანჰაიში, “შანჰაი სტადიუმზე” გაიმართა იტალიის სუპერთასის შეხვედრა “იუვენტუსსა” და რომის “ლაციოს” შორის. ბებერმა ქალბატონებმა ეს მატჩი 2-0 მოიგეს და ახალ სეზონში პირველ ტიტულზე დაუფლება შეძლეს.

“იუვენტუსი” 2-0 “ლაციო”

გოლი: მანჯუკიჩი ’69, დიბალა ’73

პრევიუ: “იუვენტუსი”-“ლაციო”

შაბათი, 8 აგვისტო, შანჰაი, “შანჰაი სტედიუმი”, 16:00 საათი, მსაჯი – ლუკა ბანტი.

სიცხე? – ეს ნორმალურია. იტალიაში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით ზაფხულში. ჯიჯი ბუფონი ხუმრობდა კიდეც, ჩინეთში ისეთი კლიმატია, აქ აუღებელ ბურთსაც აიღებო. ამით კი აქაურ ბრწყინვალე ამინდებში საუბრობდა. ზაფხულის მოსვლისთანავე, იტალიაში საშინელი სიცხეებია, რომლის გაძლებაც ძალიან რთულია.

კარლოს ტევესი “ბოკაში” დაბრუნდა, ანდრეა პირლომ იტალიას მიაშურა, პოლ პოგბაში 100 მილიონს იხდიან, ვიდალი “ბაიერნში” გასხვისდა. რაც შეეხებათ ტურინელებს, ზაფხულის აქტივობებში 92 მილიონი დახარჯეს. პაულო დიბალა ამ ზაფხულს სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა. ოფიციალური მატჩში დებიუტი დიბალასაც და მანჯუკიჩსაც დღეს ექნებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

30_logo “იუვენტუსი”                                                                        “ლაციო”32_logo

juv

ტრავმირებული: კიელინი, მორატა, ხედირა – ბრააფჰეიდი

დისკვალიფიცირებული: ლულიჩი, პაროლო

წინასიტყვაობა

wina

მასიმილიანო ალეგრი, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი

“როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელების წასვლა მათი არჩევანია. ოთხი წლის განმავლობაში, “იუვენტუსმა” ბევრი ტიტული მოიგო და ახლა ნულიდან ვიწყებთ. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რაც კარგია. წელს ჩვენთვის რტული იქნება, ვიდრე გასულ სეზონებში, მაგრამ თავშეკავება და მოთმინება გვმართებს. რაც შეეხება “ლაციოსთან” მატჩს, ეს იტალიის სუპერთასის მატჩია, რითიც ყველაფერი ნათქვამია”.

სტეფანო პიოლი, “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი

“ვიმედოვნებთ, რომ კარგი სეზონი გვექნება. აუცილებელია, სტარტი კარგი იყოს, რათა გამბედაობა, სიმამაცე და თავდაჯერებულობა სეზონის ბოლომდე გაგყვეს. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოსაგებად მზად ვართ. ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ”.

სტეფან ლიხშტაინერი, “იუვენტუსის” მცველი

“რა თქმა უნდა, ტევესის, პირლოსა და ვიდალის გარეშე რთული იქნება, მაგრამ წასულ ფეხბურთელებთან ბევრიც მოვიდა და გუნდში კვლავ საბრძოლო განწყობაა. არ ვაპირებთ მატჩის წინ დიდი განცხადებების კეთებას. “ლაციოსთან” შეხვედრის შემდეგ გრძელი სეზონი გველოდება და ამ მატჩში აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.

63574563363995

სტეფან დე ვრეი, “ლაციოს” მცველი

“თამაშისთვის მზად ვართ. ჩვენ ფინალში იტალიის ძლიერი გუნდი გვხვდება, მაგრამ ჩვენს საკმაოდ ძლიერები ვართ. “იუვენტუსმა” ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა და ეს შეიძლება, ჩვენი უპირატესობაც კი იყოს”.

ჯანლუიჯი ბუფონი, “იუვენტუსის” მეკარე

“ჩვენ სამი ან ოთხი მცველით ვითამაშებთ. საბოლოო შედეგზე არა სქემა, არამედ სხვა რამ იმოქმედებს. შანჰაის კლიმატი? იტალიაში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით ზაფხულში. გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, მოვიდა ბევრი ახალგაზრდა და წავიდნენ გამოცდილი მოთამაშეები. ეს შეიძლება არ იყოს საბაბი, მაგრამ იყოს პრობლემა”.

ფედერიკო მარკეტი, “ლაციოს” მეკარე

“ჩინეთში მატჩი ძალიან კარგი იდეა არის, რადგან იტალიაში ახალ ფეხბურთელებს კლიმატთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდებათ. ვფიქრობ, მატჩს ის მოიგებს და ტიტულს დაეუფლება, ვინც შექმნილ მომენტებს საუკეთესოდ გამოიყენებს”.

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ur

სულ: 161 მატჩი, +80=42-39, 280:184

ბოლო 5 მატჩი:

20.05.2015, იტალიის თასის ფინალი. “იუვენტუსი” 2:1 “ლაციო” (კიელინი ’11, მატრი ’97 – რადუ ‘4)

18.04.2015, იტალიის სერია ა, 31 ტური. “იუვენტუსი” 2:0 “ლაციო” (ტევესი ’17, ბონუჩი ’28)

22.11.2014, იტალიის სერია ა, 12 ტური. “ლაციო” 0:3 “იუვენტუსი” (პოგბა ’24; ’64, ტევესი ’55)

25.01.2014 იტალიის სერია ა, 21 ტური. “ლაციო” 1:1 “იუვენტუსი” (კანდრევა ’27(პ) – ლორენტე ’60)

31.08.2013 იტალიის სერია ა, 2 ტური. “იუვენტუსი” 4:1 “ლაციო” (ვიდალი ’14; 26, ვუჩინიჩი ’49, ტევესი ’80 – კლოზე ’29)

ბალოტელი შესაძლოა, “ლაციოში” გადავიდეს

აგენტი მინო რაიოლა მისი კლიენტის ახალ გუნდში მოწყობას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი “ლივერპულშია”, თუმცა ბრენდან როჯერსი მას საერთოდ არ იყენებს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მერსისაიდელებს ბალოტელის იჯარის სანაცვლოდ ორი მილიონი, ხოლო გამოსყიდვის სანაცვლოდ 18 მილიონი შესთავაზა.