ჯანლუკა ვიალი: “არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ თითქმის სრულყოფნილნი ვიყავით”

ევრო 2016-ის გახსნით მატჩში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (ბელგია 0-2 იტალია) შემდეგ, ჯანლუკა ვიალიმ პრესასთან ეს თამაში შეაფასა.

“არ მინდა ბევრი ვიტრაბახო, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის უნაკლონი ვიყავით. მატჩის სადავეები ჩვენს ხელში იყო, რაც მთავარია ისე ვითამაშეთ, როგორც ერთმა შეკრულმა გუნდმა.

უნაკლო სათამაშო გეგმა გვქონდა. 20 წუთი ვთამაშობდით გრაციანო პელეზე, შემდეგ კი უფრო ფართო გავხადეთ არეალი და გრძელი პასი გავაკეთეთ ემანუელ ჯაკერინიზე, რომელმაც ანგარიში გახსნა.

იტალიელ მცველებს ძალიან უყვართ დაცვითი ტიპის თამაშები. მწვრთნელებისთვის ყოველთვის რთულია დისციპლინასა და თავისუფლებას შორის ბალანსის პოვნა. ბელგიელები ძალიან თავისუფლები იყვნენ. ”

იტალია მომდევნო მატჩს 3 დღეში, 17 ივნისს, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჯანლუკა ვიალი: “იტალიელებს ევრო 2016-ზე საუკეთესო დაცვა ყავს”

ჯანლუკა ვიალს, ლონდონის “ჩელსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, მიაჩნია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მსგავსი დაცვა ევრო 2016-ზე არცერთ გუნ

“ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, რაც ძალიან კარგი სტარტია. რაც მთავარია, ერთიანი გუნდი გვყავს, ძალიან რთულია ჯგუფში ასეთი ძმობისა და ასეთი ატმოსფეროს შექმნა.

მხოლოდ ფურცელზე დაყრდნობით კარგი გუნდი ნამდვილად არ გვყავს, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით რომ ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ გვყავს ბუფონი, სამი დიდებული მცველი და რაც მთავარია, გუნდურად ვიცავთ თავს. ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა გოლს გავუშვებთ.

წინ, შეტევაში სხანაირი მდგომარეობაა. მომდევნო ეტაპზე გადასვლა გვესაჭიროება. რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა საჭიროა, რომ ამ ჩემპიონატზე, რომელიმემ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს – ედერმა, პელემ ან ზაზამ.”

ვიალი: “იუვეს” ყველაფერი აქვს, რაც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა საჭირო”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ ფორვარდს, ჯანლუკა ვიალის სჯერა, რომ სერია ა-ს ჩემპიონებს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ.

“ვფიქრობ “იუვეს” არაფერი აკლია იმისათვის, რომ “რეალისთვის” წინააღმდეგობის გაძლება შეძლოს. ვფიქრობ, რომ ისინი ამჟამად უფრო თავდაჯერებულები და გამოცდილები არიან.

მათ ჯერათ, რომ ისინი ევროპული ელიტის ნაწილს წარმოადგენენ. გასულ წელს ისინი დაუმარცხებელ “ბარსელონასთან” დანებდნენ, წელს კი “ბაიერნთან”, თუმცა ისინი სულ რაღაც 30 წამით იყვნენ დაშორებულნი წარმატებას.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რთულია, თუმცა “იუვეს” მის მოსაგებად ყველაფერი აქვს.”

ვიალი: „იტალიაში მოიესს უკვე სამჯერ გაუშვებდნენ“

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა ჯანლუკა ვიალიმ აღნიშნა, რომ იტალიელ კოლეგებთან შედარებით ინგლისური კლუბების მფლობელები მწვრთნელებს გაცილებით მეტ დროს აძლევენ.

„იტალიაში მწვრთნელებს მხოლოდ გუნდის შედეგების მიხედვით აფასებენ. ამიტომაც, იტალიაში მომუშვე სპეციალისტებს რთული ამოცანის შესრულება უწევთ.

აპენინებზე მოიესს უკვე სამჯერ გაათავისუფლებდნენ. როგორც ჩანს, პრემიერლიგაში მწვრთნელს პრობლემების მოსაგვარებლად მეტი დრო ეძლევა.

ინგლისელ ხელმძღვანელებს არ ჰგონიათ, რომ მწვრთნელზე მეტი იციან. იტალიაში გუნდის თავკაცი, შესაძლოა, ორი-სამი მატჩის წაგების შემდეგაც კი გაუშვან“, – განაცხადა ვიალიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი