“ლივერპული” “ბეტისის” ცენტრალურ მცველს აკვირდება
Daily Mail-ის რედაქცია გვარწმუნებს, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალ ბეტისის” მცველს, რიზა დურმისს საუკეთესო სკაუტები მიუჩინა.
წყაროს ცნობით, “წითლებს” სჯერათ, რომ მათ დაცვაში არსებულ პრობლემებს 17 მილიონ ფუნტად შეფასებული დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უმალვე მოაგვარებს.
“არსენალი” მარკო როისს მიუბრუნდა
Independent-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევის, მარკო როისის მიმართ ინტერესი განაახლეს.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი გერმანელ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის პოტენციურ შემცვლელა მოისაზრებს. აქვე გეტყვით, რომ ლონდონელებს როისის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.
ივანოვიჩი “ვესტ ბრომში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” სერბი დამცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებისათვის მიმდინარე ბრძოლას ინგლისური “ვესტ ბრომიც” შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ჭორი გავრცელდა სერბი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით. დიდია შანსი, რომ “ზენიტის” სამიზნემ “სტემფორდ ბრიჯი” ზამთარშივე დატოვოს.
ვიდალი ინგლისურში ემზადება
ჩილური გამოცემის, El Mercurio-ს ცნობების მიხედვით, არტურო ვიდალმა უკვე დაიწყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული, რაც მის ბავარიულ მომავალს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
როგორც იცით, ჩილელ შემტევს ლონდონის “ჩელსის” თავკაცთან, ანტონიო კონტესთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ვიდალი “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს.
დარმიანი “იუნაიტედიდან” წასვლაზე ფიქრობს
ჟოზე მოურინიო დარმიანს დიდ სათამაშო დროს არ აძლევს და მას, მით უმეტეს, ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. ამ სიტუაცის შესახებ უკმაყოფილება 27 წლის სპორტსმენმა რამდნიმეჯერმე გამოთქვა.
The Sun-ი იტყობინება, რომ მატეოს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის “ინტერი”. ფეხბურთელსა და აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი საუბარი უკვე იყო. ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის პირობები.
“ინტერი” მესისა და გრიზმანს უმიზნებს
მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები ზაფხულში სენსაციური ტრანსფერების განხორციელებას აპირებენ. Premium Sport-ის ცნობით, “ნერაძური” მზადაა, მესის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გეტყვით იმასაც, რომ მესი მილანური კლუბის ერთადერთი სამიზნე არ არის – ისინი ანტუან გრიზმანსაც უმიზნებენ, რომელიც ამჟამად მადრიდული “ატლეტიკოს” ღირსებას იცავს.