„მილუოკი ბაქსთან“ მატჩში „კლივლენდის“ უკანახაზელმა კაირი ირვინგმა სამ მოთამაშეს აჯობა და ლებრონ ჯეიმსი ასისტით მოამარაგა.
ჭდე: კაირი ირვინგი
ირვინგმა „სან-ანტონიოსთან“ 57 ქულა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა
„სან-ანტონიო სპურსთან“ ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა კაირი ირვინგმა არნახულ შედეგს მიაღწია – მისმა მონაგარმა 57 ქულა შეადგინა. თამაშიდან 32 ნასროლიდან მან 20 ჩააგდო, აქედან მან შვიდივე სამქულიანი გამოიყენა. ამით კაირიმ ერთ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდიც გააუმჯობესა.
ირვინგმა 55 ქულა დააგროვა და ახალი რეკორდი დაამყარა
„კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ დღევანდელ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 99:94 მოიგო, 55 ქულა დააგროვა. ამით კალათბურთელმა შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, მან გამოყენებული სამქულიანების ახალ საკლუბო რეკორდსაც მიაღწია. ირვინმა ჯამში 11 სამქულიანი ჩააგდო.
„კლივლენდი“ ირვინგის შემცვლელს ეძებს
„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობა გამოცდილ გამთამაშებელს ეძებს. კლუბს, კაირი ირვინგის ტრავმის შემთხვევაში, მისთვის სათანადო შემცვლელის პოვნა სურს.
ამ მომენტისთვის ირვინგის ერთადერთი რეზერვისტი მეთიუ დელავედოვაა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ მეორე წელი თამაშობს.
მიმდინარე სეზონში ირვინგის საშუალო მონაგარმა 21,2 ქულა, 5,2 გადაცემა და 3,1 მოხსნა შეადგინა. დელავედოვას მაჩვენებელი კი 4,7 ქულა, 3,2 ასისტი და 1,9 მოხსნაა.
აშშ-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია
ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული „კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელ კაირი ირვინგს გადასცა.
ირვინგმა აშშ-ს ნაკრებს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა – პლანეტის პირველობაზე 22 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა 12,1 ქულა, 2,6 მოხსნა, 3,6 გადაცემა და 1,9 ჩაჭრა შეადგინა. გარდა ამისა, საკალათბურთო მუნდიალის ორგანიზატორებმა კაირი ტურნირის MVP-დ დაასახელეს.
ბოლო ხუთ წელიწადში აშშ-ს წლის კალათბურთელის წოდება ასევე ჯეიმ მაკადმა, კევინ დურანტმა, ჯაბარი პარმერმა და აარონ გორდონმა მიიღეს.
ირვინგის განვლილი სეზონის ათი საუკეთესო კროსოვერი
თქვენ წინაშეა „კლვილენდ კავალიერსის“ ლიდერის კაირი ირვინგის განვლილი სეზონის ათი საუკეთესო კროსოვერი.
კაირი ირვინგმა კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი შეასრულა
„იუტა ჯაზთან“ შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსის“ გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა 21 ქულის დაგროვება, 10 მოხსნისა და 12 გადაცემის გაკეთება მოახერხა, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.
ზემოხსენებული შეხვედრა „კავალიერსმა“ ანგარიშით 99:79 მოიგო.
ცნობისთვის, ირგვინგისთვის ეს კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი აღმოჩნდა.
ალექსანდრე მატევოსოვი