ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “ატლეტიკოს” ლონოდნის “არსენალიდან” სანტი კასორლას შეძენა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, არსენ ვენგერი თავისი გუნდის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს და მზად არის სანტი კასორლას გაყიდვის შესაძლებლობა განიხილოს. სავარაუდო ტრანსფერი ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში კასორლამ “არსენალის” შემადგენლობაში პრემიერლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.