ფეხბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ქალთა ეროვნულმა გუნდი ფარერის კუნძულის ნაკრებს შეხვდა და 2:0 სძლია.
გამართულ შეხვედრაში ანგარიში ტატიანა მატვეევმა გახსნა, საბოლოო შედეგი კი 89-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები მალტისა და ანდორის ნაკრებები იქნებიან. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს 4-9 აპრილს მალტა და მოლდოვა მასპინძლობს.