“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები გუნდიდან ნასრის მოკვეთას ითხოვენ

Daily Mail საკმაოდ საინტერსო ინფორმაციას ავრცელებს რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ სიტის” ზოგიერთი ფეხბურთელი გუნდიდან სამირ ნასრის მოკვეთას მოითხოვს.

როგორც იცით, პეპ გვარდიოლამ ესამირ ნასრი, რომლის ტრანსფერშიც კლუბმა 2011 წელს 24 მილიონი გადაიხადა, ამერიკული ტურნესთვის შედგენილ განაცხადში შეიყვანა, რამაც სხვა ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.

“ქალაქელთა” ერთ-ერთი წევრი ასეთ განცხადებას აკეთებს: “გუნდის წევრებს არ ესმით რატომ არის ნასრი აქ. მისი ამპარტავნობის გამო ის ბევრს არ მოსწონს და ზოგიერთი ფეხბურთელი მის მანჩესტერში გაგზავნასაც მოითხოვს.”

შეგახსენებთ, რომ სამირ ნასრიმ გასული სეზონი “სევილიაში” გაატარა, სადაც ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა.

ნასრი: “გვარდიოლამ მითხრა, რომ ჩემი ადგილი “ბარსელონაშია”

გასულ ზაფხულზე “მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. პირველ სატრანსფერო ფანჯარაზევე ძალიან რამდენიმე ცვლილება განხორციელდა მანჩესტერულ კლუბში. მათ შორის, 29 წლის ფეხბურთელი, სამირ ნასრი ერთწლიანი არენდის წესით “სევილიაში” გადავიდა.

ფრანგმა მოთამაშემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან მისსა და გავრდიოლას მოკლეხნიან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“გვარდიოლამ მითხრა, რომ განსაკუთრებული და სპეციფიკური თვისებები მქონდა, რომლებიდან გამომიდნარეც არა “მანჩეტსერ სიტიში”, არამედ “ბარსელონაში” უნდა მეასპარეზა.”

“განვიხილეთ რამდენიემ ვარიანტი. მას უნდიოდა, რომ დავრჩენილიყავი, თუმცა დიდ სათამაშო დროს არ მპირდებოდა. ვუთხარი, რომ არ ვიყავი მის შემოთავაზებაზე თანახმა, რადგან  მსურდა პრაქტიკა და ფორმაში ჩადგომა.”

“პეპმა ისიც მითხრა, რომ შეცდომას ვუშვებდი. ასე არ ვფიქრობ… “სიტისთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები, ჩემი მომავალი სწორად წარვმართო,” – განაცხადა ნასრიმ.

ნასრი პარიზელებზე: “არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ”

“მანჩესტერ სიტი” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით ფრანგულ “პსჟ-ს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩამდე პრესასთან სამირ ნასრიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წყვილში ფავორიტი “პარის სენ-ჟერმენია”.

“დიახ, “პსჟ” ფავორიტია, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – საუბედუროდ მთელი ძალებით ვერ შევძლებთ თამაშს.

ამასთანავე მათ უკვე აქვთ საკმაოდ გამოცდილება ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე თამაშისა. ჩვენთვის კი ეს პირველია. ეს ყველაფერი მათ დიდ უპირატესობას აძლევს.

მართალია, რომ მათ დიდებული კლუბი ჰყავთ, თუმცა არამგონია ისინი სხვა ინგლისურ კლუბებს აღემატებოდნენ. ინგლისში ადვილი მატჩები არ არის, არასდროს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “პსჟ-სა” და “სტოკის” დაპირისპირებას, ან თუნდაც “ვესტ ჰემთან”, ან “არსენალთან”.

დღეს დიდი ოთხეული აღარ არსებობს. ინგლისში 6-7 კლუბია, რომლებიც ჩემპიონობაზე აცხადებენ პრეტენზიას. შეიძლება “ბარსელონა” ჩემპიონი გახდეს, თუმცა “პსჟ” “ბარსა” არ არის.”

„მანჩესტერ სიტიმ“ ნასრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოხსნა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განაცხადიდან ნახევარმცველი სამირ ნასრი მოხსნა, რადგან მას გამოსაჯანმრთელებლად კიდევ ორი თვე სჭირდება. ფრანგის ადგილს განაცხადში თავდამსხმელი კელეჩი იენაჩო დაიკავებს.

„კელეჩი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ნასრის შევატყობინე, რომ მისი სიიდან ამოშლა მომიწია. კელეჩი გვჭირდება, რადგან ამჟამად უილფრიდ ბონიც ტრავმირებულია. რისკი და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ კუნ აგუეროს ყოლა არ შეგვიძლია.

ფეხბურთელისთვის ასეთი ამბის შეტყობინება ყოველთვის რთულია. სამირმა იცის, რომ თამაშს კიდევ ორი თვე ვერ შეძლებს, კელეჩი კი ამჟამად ჩინებულ ფორმაშია. კლუბისთვის და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის ფეხბურთელები ძირითად გუნდში გადადიოდნენ“, – ციტირებს „ჩილელს“ „სიტის“ პრესსამსახური.

შეგახსეენებთ, რომ ტურნირის 1/8 ფინალში მანჩესტერელთა მეტოქე კიევის „დინამო“ იქნება.

ნასრი ისევ ტრავმირებულია

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი, დიდი ალბათობით, „სევილიასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა.

„ნასრის თეძოს პრობლემები აქვს. ამიტომ, მას „სევილაისთან“ თამაშის ნაკლები შანსი აქვს.

სამწუხაროდ, „ბორნმუთთან“ შეხვედრაში მის პრობლემებს მხოლოდ მაშინ მივხვდით, როდესაც მესამე ცვლილებაც გამოყენებული გვქონდა. სამირი ბევრს არ დარბოდა და, ძირითადად, ცენტრში იმყოფებოდა“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ნასრი კარიერის MLS-ში დასრულებას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ჟურნალისტებს თავისი გეგმების შესახებ უამბო.

„არამგონია, საფრანგეთში დავბრუნდე. MLS-ში ვითამაშებდი, რადგან ამერიკული კულტურა მომწონს. სამწვრთნელო საქმიანობა? რატომაც არა? სულ მალე ლიცენზიის მიღებაზე ვფიქრობ, რათა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დავიწყო.

თუმცა, ამჯამად „სიტისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და იმაზე ვფიქრობ, რომ ტრავმა რაც შეიძება სწრაფად მოვირჩინო, რათა ახალ სეზონში გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლაში დავეხმარო“, – განაცხადა ნასრიმ.

რემზი, ნასრი, იანუზაი და ნეგრედო NEW BALANCE-ის ახალ რეკლამაში (ვიდეო)

ნასრი სეზონის ბოლომდე გამოირიცხა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მიიღო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ნასრი მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა ზუსტად სამ წუთში მინდვრის დატოვება მოუწია.

სამირ ნასრიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

 

“რომა” ნასრის ტრანსფერს ამზადებს

“მგლები” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველით დაინტერესდნენ.

“არსენალიდან” “სიტიში” გადასვლის შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება, მას აკლია სათამაშო პრაქტიკა, ამიტომ სერიოზულაც ფიქრობს გუნდის შეცვლაზე.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამირ ნასრის გადაბირებას “რომა” ეცდება, რომელსაც “ქალაქელები” 14 მილიონ ფუნტად აფასებენ.

თვითონ ფრანგი ამბობს, რომ მას სურს ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც დიდი სათამაშო დრო ექნება.

შეგახსენებთ, რომ ნასრი “სიტიში” 2011 წელს 35 მილიონ ევროდ გადავიდა.

ნასრიმ გელფრენდს ცნობილ ამერიკელ მსახიობთან უღალატა? (ფოტოები)

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ გელფრენდ ანარა ატანესს ჰოლივუდის მსახიობ ლინდზი ლოჰანთან უღალატა?

შესაძლოა, არა, თუმცა ფრანგული ბულვარული ჟურნალი Public-ი სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს.

ჟურნალის თავფურცელზე ნასრი და ლოჰანი ერთად არიან გამოსახულნი, მეტიც – ფრანგი ფეხბურთელი ამერიკელ მსახიობს საკოცნელად ეშურება.

Public

წყაროს ცნობით, ნასრიმ ლოჰანთან ერთად პარიზში გიჟური ღამე გაატარა. ჟურნალი იუწყება, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ამერიკელ მსახიობთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დრო დილის 5 საათამდე გაატარა.

რაც შეეხება ანარა ატანესს, ის ჟურნალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციეაზე კრინტს არ ძრავს, სოციალურ ქსელში კი ჩვეულად აგრძელებს საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებას. (ატანესის ახალი ფოტოები იხილეთ ქვემოთ)

AnaraAnara2Anara3

ნასრი: „ბარსელონას“ პატივს ვცემთ, თუმცა მისი არ გვეშინია“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში პრემიერლიგაში ბევრს მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ისტორიის დაწერა ჯერ კიდევ წინ გველის.

„ბარსას“ გრანდიოზული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. თუ ამ გუნდთან საკუთარი ფეხბურთის გამოგდის , მაშინ უკეთესი ხალისითაც ითამაშებ.

ნასრიმ „ბარსასთან“ შარშანდელი სერია გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:4 დამარცხდა: „მაშინ მზად არ ვყოფილვართ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია“.

ნასრი: „დეშამი არაკაცურად მოიქცა“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენა გაიხსენა და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელი დიდიე დეშამი გააკრიტიკა.

„დეშამი კაცურად უნდა მოქცეულიყო და თავისი გადაწყვეტილება აეხსნა. მას მნიმუმ ჩემთვის უნდა დაერეკა და ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ესაუბრა“, – განუცხადა სამირმა ფრანგულ პრესას.

ნასრის გერლფრენდი: „შენით ვამაყობ“

„რომასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის გასვლით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ 2:0 გაიმარჯვა, რისი წყალობითაც რვა ქულა დააგროვა და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. სამირ ნასრიმ ხსენებულ შეხვედრაში ჩინებული გოლი გაიტანა და პაოლო საბალეტა საგოლე პასით მოამარაგა. მატჩის შემდეგ ნასრის გერლფრენდმა ანარა ატანესმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე სამირს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისით ამაყობს.

Nasri with Girlfriend