ნასრიმ, „მანჩესტერ სიტის“ დასატოვებლად მზად ვარო

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის სამირ ნასრის თქმით, ინგლისურ კლუბში მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

„ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა „მანჩესტერ სიტიში“. თუ კლუბს აღარ ვაინტერესებ, წავალ“.

გარდა ამისა, ფრანგმა „რომასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მნიშვნელოვან მატჩზეც ისაუბრა:

„ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომაელების დამარცხება მხოლოდ ასე შეიძლება. ჩვენი გუნდი „რომაზე“ ძლიერია. თუ ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობებით, ეს, პირველ რიგში, ფეხბურთელების ბრალი იქნება და არა მწვრთნელის“, – განაცხადა სამირმა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 27 წლის მოთამაშემ ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

FIFA 15: ფეხბურთელთა კომენტარები

ფეხბურთელებმა FIFA 15-ი შეაფასეს და თამაშის მინუსებზე ისაუბრეს.

ნასრი სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ 2014 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ სანაკრები კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.

“გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა განცხადებას საჭირო მომენტში გავაკეთებ. ამის უბრალოდ ტვიტერში დაწერა არ მსურს. გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ხომ არაფერი მომიგია. მინდა, რომ ჩემს კლუბს მეტი დრო დავუთმო” – განაცხადა ნასრიმ.

სიტი ნასრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

L’Equipe-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა სამირ ნასრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ფრაგნი ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2019 წლამდე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავაი, რომ მიმიდნარე კონტრაქტს ვადა 2015-სი გასდის.

გასულ სეზონში ნასრიმ პრემიერლიგის ფარგლებში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლიც გაიტანა, თუმცა დიდიე დეშამმა ის მუნდიალის მიღმა დატოვა.

დეშამი ნასრის გელფრენდს სასამართლოში უჩივის

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ სამირ ნასრის გელფრენდის წინააღმდეგ პარიზის უზენაეს სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დეშამმა მიმდინარე კვირაში საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ნასრი ვერ მოხვდა. ამ ფაქტმა ფეხბურთელის პარტნიორის, ანარა ატანესის აღშფოთება გამოიწვია. ბრიტანელმა მოდელმა სოციალურ ქსელში დეშამის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. მომდევნო დღეს ატანესმა კი მოიბოდიშა, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგთა დამრიგებელმა ბოდიში არ მიიღო.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამის მხარდამჭერი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ნასრის გელფრენდის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება.

ბექა დოგრაშვილი

დეშამმა ახსნა, რატომ არ შეიყვანა ნასრი სამუნდიალო განაცხადში

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი. „მამალთა“ დამრიგებელმა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ნასრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ არის საჭირო. მას არ მოსწონს, როცა ცვლიან და ამას ღიად გამოხატავს, რაც ნეგატიურად აისახება გუნდის ატმოსფეროზე. ჩვენ ფეხბურთელებს ვაფასებთ არამხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დამიჯერეთ, ეს განაცხადი სამ დღეში არ შემიდგენია“, – დეშამის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ნასრი: „იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, საუკეთესოდ დაასახელებდნენ“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ იაია ტურეს სათანადოდ ვერ აფასებენ და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის აფრიკელი ფეხბურთელია.

„იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, მას მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელებდნენ. მოედანზე მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია – გატანა, დაცვა, შეტევა. ბურთთან ერთად უფრო ძლიერია. ტურეს თამაშით შეიძლება მხოლოდ აღფრთოვანდე, ის დიდებული ფეხბურთელია.

შესაძლოა, მე ცოტაოდენ არაობიექტური ვარ, ის ხომ ჩემი მეგობარია?! თუმცა, ჩემთვის იაია ტურე მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველთა სამეულში შედის. ერთადერთი რამ მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ – ის კოტ დივუარელია. ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ იყოს, ყველა მასზე ილაპარაკებდა.

ბრაზილიელებსა და არგენტინელებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მათში 40-50 მილიონს იხდიან და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დასახელებული ქვეყნების მოქალაქეები არიან. დამისახელეთ თუნდაც ერთი საყრდენი, რომელიც ტურეს მსგავსად, შეტევებშიც ერთვება და სეზონში 16-17 გოლს იტანს“, – ნასრის სიტყვები ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი