„ნიუ-იორკ ნიქსის“ გულშემატკივრები კლუბის მფლობელის წინააღმდეგ საპტორესტო აქციას გამართავენ

ოთხშაბათს, 19 მარტს, „ინდიანა პეისერსთან“ მატჩის წინ, „ნიუ-იორ ნიქსის“ გულშემატკივარები კლუბის მფლობელის ჯეიმს დოლანის წინააღდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ, რის შესახებაც „ნიუ-იორკ პოსტი“ იტყობინება.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია მისი ორგანიზატორები სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად ავრცელებენ.

გულშემატკივართა პროტესტის მიზეზი კი ის არის, რომ დოლანი კლუბის თანამშრომლებს მათი საქმის შესრულებაში ხელს უშლის. ქომაგთა აზრით, „ნიქსის“ მფლობელი მენეჯერთა მუშაობას არ აფასებს და მათ სხვადასხვა მოთამაშეებთან მოლაპარაკების უფლებას არ აძლევს.

სათქმელია, რომ „ნიქსი“ ზედიზედ შვიდ მატჩში დამარცხდა და ამჟამად დასავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციას იკავებს.

ალექსანდრე მატევოსოვი