ვალვერდემ “ბარსელონას” დანი პარეხოს კონტრაქტის გამოსყიდვა სთხოვა

კატალონიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე პირადად არის დაინტერესებული “ვალენსიას” ნახევარმცველის, დანი პარეხოს, ტრანსფერში.

ბილბაოს “ატლეტიკის” ექს-თავკაცის აზრით, დანი პარეხო მისი საფეხბურთო მოდელისთვის ზედგამოჭრილია. რასაკვირველია, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.

პარეხოს კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა კატალონიელები ცდილობენ, ამ საქმეში უფო იაფად “გამოძვრნენ”. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ კვირას უნდა დადასტურდეს.

ვალენსიას პარეხო გამოაკლდა

“ვალენსიას” ნახევარმცველი დანიელ პარეხო ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს. ფეხბურთელმა დაზიანება 29 ოქტომბერს გამართულ ვარჯიშზე მიიღო.

ასე რომ, პარეხო საკუთარ გუნდს “ატლეტიკოსთა”, “ბარსელონასთან”, “ვილიარეალთან’ და “ლევანტესთანა” ვერ დაეხამრება, რაც ვალენსიური კლუბისვის დიდი დანაკლისია.

მიმდინარე სეზონში პარეხომ მონაწილეობა ცხრა შეხვედრაში მიიღო და სამი გოლის გატანაც მოახერხა.

პარეხო “ლივერპულს” სურს

“ლივერპული” “ვალენსიას” ნახევარმცველის დანიელ პარეხოს მიმართ იჩენს ინტერესს. ინგლისური კლუბის სკაუტი “ვალენსია” – “რანადას” მატჩსაც კი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი გასხვისებით ესპანური კლუბიც არის დაინტერესებული.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში პარეხომ 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.