ტატა მარტინო: “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ხმას ყოველთვის მესის მივცემ”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში პირველ ადგილს ყოველთვის ლიონელ მესის მიაკუთვნებს.

“ხმას ყოველთვის მესის მივცემ. ლიონელი რეკორდების დამხობას აგრძელებს. სასიამოვნოა, რომ ლეო, არგენტნელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას”, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ხერარდო მარტინო „ბარსელონას“ ტოვებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. არგენტინელმა სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2013 წელს ჩაიბარა და 2013-14 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.

„მინდა გითხრათ, რომ „ბარსელონას“ აღარ ვთავკაცობ. გამოხატული ნდობისთვის მადლობელი ვარ და ვწუხვარ, რომ დასახული მიზნების მიღწევა ვერ შევძელი. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ კლუბში ვიმუშავე“, – მარტინოს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“ აქვეყნებს.

არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფმა, მარტინო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ზეწოლას განიცდისო

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას აგრძელებს. ჰოლანიელი სპეციალისტის თქმით, „ბარსელონას“ თავკაცი ხერარდო მარტინო გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მარტინომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ თავკაცი მთავარი ფიგურა არ გახლავთ. ძალიან რთულია, როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა და ამის უფლებას რაღაც მიზეზის გამო არ გაძლევენ. დიდი ხანია, „ბარსელონას“ ასეთი გეზი აქვს აღებული და რაც დრო გადის, ეს ყველაფერი მით უარეს სახეს იღებს“, – კრუიფის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მარტინო: „მესის გული ხშირად ერევა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ კლუბის ლიდერმა ლიონელ მესიმ ხშირი გულისრევისა და ღებინების ჩვილით სამედიცინო სპეციალისტებს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მესის არგენტინისა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (0:0) მიმდინარეობისას გული აერია.

„ეს არ არის ნორმალური რამ, თუმცა მის თამაშზე არ იმოქმედებს. ასეთი რამ მას ხშირად ემართება. ლეომ რამდენჯერმე სპეციალისტებსაც მიმართა, მაგრამ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ამის მიუხედავად, შეშფოთების საბაბი არ გვაქვს. ეს ყველაფერი მესის მუშაობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს“, – ტატა მარტინოს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.