ისკო “რეალს” “ბაიერნთან” გასამართ განმეორებით მატჩში ვერ დაეხმარება

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო “სამეფო გუნდს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნთან” გამართული პირველი მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა “ალიანც არენაზე” მოგებული მატჩის პირველ ტაიმში დაცემისას მხარი დაიზიანა და ამის გამო, იძულებული გახდა, მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ მატჩში მიღებული დაზიანების გამო 1 მაისს გასამართ განმეორებით მატჩს დანი კარვახალიც გამოტოვებს. ის სავარაუდოდ 2-3 კვირას იუქმებს.

კარვახალი: “ტრავმის შემდეგ დაბრუნება, ყოველთვის სასიხარულოა”

მადრიდული დერბის დასრულების შემდეგ (0-0), “რეალის” მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბარსელონასთან” ჩამორჩენა საკმაოდ დიდია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავიღებთ. შევეცდებით ყველა ტურში საუკეთესო თამაში შემოგთავაზოთ, რათა კატალონიელებს დავეწიოთ. დღევანდელი შედეგი არა დამაკმაყოფილებელია, რადგან ორი ქულა დავკარგეთ. უნდა აღინიშნოს, რომ “ატლეტიკო” დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად და დამაჯერებლად თამაშობდა. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის სასიხარულოა“, – აცხადებს დანი კარვახალი.

შეგახსენებთ, რომ 57 დღის შემდეგ ესპანელი მცველი დღეს მინდორზე პირველად გამოვიდა. თავდაპირველად მისი დიაგნოზი საკმაოდ სერიოზული ჩანდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და დანი კარვახალი თავს კარგად გრძნობს.

კარვახალის დაბრუნების თარიღი ცნობილია!

მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველს დანი კარვახალს გულთან პრობემები აღმოაჩნდა და თვენახევარი გამოტოვა, ის მინდორს უბრუნდება.

ესპანური გამოცემა მარკა მადრიდელთა ექიმის განცხადებას ავრცელებს: “კარვახალი ნელ-ნელა დატვირთვას გაზრდის. ის აქამდეც უნდა დაბრუნებული, მაგრამ ჩვენ გადავწვიტეთ არ ავჩქარებულიყავით. გვინდოდა ყველაფერში დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რათა კარვახალის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა”, – აცხადებს სესარ კესადა.

დიდი ალბათობით, კარვახალი მადრიდულ დერბიში დაურუნდება გუნდს, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დანის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

MARCA : “მადრიდის “რეალი” კარვახალის სანაცვლოდ არავის შეიძენს”

ესპანურმა გამოცემამ, MARCA-მ მადრიდის “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც ეს გამოცემა იუწყება იმ შემთხვევაში, თუ კარვახალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს მინდორზე გასვლას, “რეალი” მზადაა ნაჩოსა და აჩრაფ ჰაკიმს ენდოს.

ნაჩო ფერნანდესი უნივერსალური მცველია, მას შეუძლია დაცვაში ნებისმიერ ადგილას ითამაშოს და, თანაც, საკმაოდ საიმედოდ. სწორედ ეს აძლევს ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალებას. ასევე “რეალის” მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ აჩრაფ ჰაკიმზე.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს კარვახალი, მაგრამ ფაქტია, მადრიდის “რეალი” აჩქარებას არ აპირებს და ისინი სრულ ნდობას უცხადებენ, როგორც დანიელ კარვახალს, ასევე აჩრაფსა და ნაჩო ფერნანდესს.

კარვახალის მიმართვა „რეალის“ გულშემატკივრებს

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „იუვენტუსთან“ წაგებული სერია შეაფასა.

„ჩვენი დიდებული გულშემატკივრებისთვის მიმართვა გვაქვს. შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით! მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდით. ისინი ბოლომდე გვქომაგობდნენ. მოსაგებად ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდით, თუმცა ეს ვერ გამოგვივიდა“, – ციტირებს კარვახალს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

„ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „იუვემ“ თავისუფალი ზონები ჩაკეტა. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროა, რომ ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დავრჩით“, – დაასრულა „ბლანკოსის“ მოთამაშემ.



კარვახალი: „ახლა „ბარსელონას“ დამარცხებაზე ვფიქრობთ“

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ლევანტესთან“ მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ლევანტე“ დავამარცხეთ და საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია. ახლა „ბარსელონას“ დამარცხებაზე ვფიქრობთ. „კამპ ნოუზე“ ჩასვლის წინ პრობლემები არ გვაქვს. ჩვენი გუნდი და სათამაშო ფილოსოფია არ შეცვლილა. ვფიქრობ, ამჟამად ერთიანები ვართ. ასევე მორალურად კარგად მოვემზადეთ. ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია“, – განაცხადა კარვახალმა.

კურიოზი: რატომ წაიქცა კარვახალი?

9 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ მატჩში (3:0), “სამეფო კლუბის” ფეხბურთელი, დანი კარვახალი მოედანზე მოულოდნელად წაიქცა.