თორნიკე გრიგალაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს

თორნიკე გრიგალაშვილი ქუთაისის “ტორპედოშ” ითამაშებს. ინფორმაციას საჩხერის “ჩხიურას” უკვე ყოფილი მოთამაშის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

25 წლის მცველმა “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების სხვა პირობები არაა საჯარო.

როგორც უკვე ვთქვით, მოთამაშის ბოლო კლუბი საჩხერის “ჩიხურაა”, მანამდე კი ის “სამტრედიას”, “ზესტაფონისა” და გერმანული შვარც-ვაის “რედენის” ღირსებას იცავდა.

ოფიციალურად: ელგუჯა გრიგალაშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

ელგუჯა გრიგალაშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია. ამ ინფორმაციას აჭარული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უცნობია, რამდენხნიანი კონტრაქტი გააფრომა ქართველმა ნახევარმცველმა “დინამოსთან”.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი 2009-2012 წლებში სწორედ ბათუმურ გუნდში გამოდიოდა. სხვადასხვა დროს, იგი მარტვილის “მერანში”, ქუთაისის “ტორპედოში”, თბილისის “დინამოში” და საჩხერის “ჩიხურაში” თამაშობდა. 2014 წლიდან გრიგალაშვილი კვიპროსულ გუნდებში, “პაპოსში”, “ეთნიკოსში” და “ოთელოსში” ასპარეზობდა.

“პაფოსმა” მეთხე ქართველი დაიმატა

კვიპროსის უმაღლეს ლიგაში აღზევებული “პაფოსი” მომდევნო სეზონს ოთხი ქართველი ფეხბურთელით შეხვდება.

როინ კვასხვაძის, ლევან ხმალაძის და ნიკოლოზ გელაშვილის შემდეგ, კვიპროსული პრესის ცნობით “პაფოსის” ღირსებას ელგუჯა გრიგალაშვილიც დაიცავს.

კვასხვაძისა და ხმალაძის მსგავსად, გრიგალაშვილიც გასულ სეზონში “ოთელოსში” ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

კვიპროსული ლეგიონის ამბები

კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან, მეორე ეტაპი დაიწყო.

საჩემპიონო ექვსეულის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძის “ომონია” ლარნაკას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ აეკთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამავე ექვსეულში “ანორთოსისი” ლიდერ აპოელს ესტუმრა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში აბურჯანიაც და მაისურაძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულება მხოლოდ აბურჯანიამ შეძლო. მაისურაძემ 83-ე წუთზე მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა.

ქვედა ექვსეულში “ეთნიკოსმა” კვიპროსის ყველაზე ქართულ გუნდს, “ეთნიკოსს” 3-1 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში კვასხვაძემ და გრიგალაშვილმა სრულად ითამაშეს. ლევან ხმალაძე კი 75 წუთზე შეცვალეს.

გიორგი პაპავას და შოთა გრიგალაშვილის “ნეა სალამისი” “აია ნაპას” უგოლოდ გაეყარა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ პაპავამ მიიღო.

გრიგალაშვილმა “აპოელს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

17 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელმა” საკუთა რმოედანზე “ოთელოსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

“ოთელოსის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი. ამ უკანასკნელმა მატჩის 50-ე წუთზე მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს.

ლობჟანიძის გოლი და გრიგალაშვილის საგოლე პასი ევროპის ლიგაზე

17 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ მოედანზე კვირპოსული “ომონია” მიიღო, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა და უჩა ლობჟანიძე იცავენ.

გრიგალაშვილი და ლობჟანიძე კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რაც შეეხება კაკუბავას, ის მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ანგარიში 36-ე წუთზე “ომონიას” მოთამაშე რობერტომ გახსნა, მას საგოლე პასი შოთა გრიგალაშვილმა გაუკეთა. საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, უჩა ლობჟანიძემ მეტოქის კარი თავური დარტმით აიღო – 0:2.

გრიგალაშვილი და შერგელაშვილი – შეკრებასა და მსოფლიო თასზე

თურქული შეკრების მერვე დღეს დინამოელები კვლავ ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებენ, ხვალ კი დილით ვარჯიში და შემდეგ, საღამოს შეკრებაზე მეორე საწვრთნელი მატჩი იგეგმება. ჩვენი გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ ფაისალი იქნება. დღის სტუმრები ელგუჯა გრიგალაშვილი და ლაშა შერეგელაშვილი იქნებიან. დინამოელები ტრადიციულად შეკრების შესახებ და მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი სათამაში დღის შესახებ გვეტყვიან თავიანთ მოსაზრებას, მაგრამ მანამდე ნიკა დაუშვილის გუშინდელ ვარაუდს გავიხსენებდით, რომლის სამივე პროგნოზი გამართლდა.

ელგუჯა გრიგალაშვილი – ჩემი აზრით აუცილებლად რომ გამოგადგება სეზონის მსვლელობისას ისეთი შეკრებაა. ადრე უბურთოთ ვიღებდით დატვირთვებს, ახლა ბევრად უფრო მეტი დატვირთვებია, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად. პატარა დისტანციები, მაგრამ ინტენსიური, გამძლეობას რაც გაზრდის, ერთი სიტყვით ფეხბურთი რაც არის და ფეხბურთს რას სჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ თამაშებს რაც შეეხება, ჰოლანდია ფავორიტია და უნდა მოიგოს. ხორვატიამ ადვილად შეიძლება ვერ მოიგებს, მაგრამ მაინც აჯობებს კამერუნს. ესპანეთი დაამარცხებს ჩილეს და ვფიქრობ დიეგო კოშტაც გაიტანს.

ჰოლანდია – ავსტრალია 1

ესპანეთი – ჩილე  1

ხორვატია  – კამერუნი  1

ლაშა შერეგელაშვილი – ჩემთვის მეორე შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად. მშვიდ გარემოში ვემზადებით. მეც იგივეს ვიტყვი, დიდი დატვირთვები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი სათამაშო სიტუაციებში ხდება. მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე ვერ ვიქნები ორიგინალური, ჩემი აზრით სამივე ფავორიტი მოიგებს.

ჰოლანდია – ავსტრალია  1

ესპანეთი – ჩილე  1

ხორვატია – კამერუნი  1

FCDinamo.Ge

“ანორთოსისს” გრიგალაშვილის დუბლი არ ეყო

26 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატში, “აელმა” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა. გრიგალაშვილმა “აელის კარში გოლები 22-ე და 59-ე წუთებზე გაიტანა.

გრიგალაშვილის გოლმა “ანორთოსისს” ვერ მოაგებინა

9 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში, “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამინა” მიიღო. შეხვვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში პირველი გოლი “ანორთოსისის” ქართველმა ნახევარმცველმა, შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა. მასპინძლებს სამი ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდათ, რადგან სტუმრებმა ანგარიშით 92-ე წუთზე გაათანაბრეს. გრიგალაშვილმა მოედანზე 77 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც შეცვალეს.