BBC-ის გამოკითხვა: უგულშემატკივრებთ თუ არა კლუბს, რომელშიც გეი ფეხბურთელი თამაშობს?

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის დირექტორმა, გრეგ კლარკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კლუბებში გეი ფეხბურთელების დამატება საეჭვო ნაბიჯია, რამეთუ ამას შესაძლოა, ფანების მხრიდან ამბოხება მოჰყვეს.

კლარკის ამ განცხადებას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა, BBC გამოეხმაურა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.

შედეგები ასეთია – გულშემატკივართა მხოლოდ 8 პროცენტი მიატოვებს თავიანთი კლუბის თამაშების ყურებას, თუ მათ გუნდში ჰომოსექსუალი ფეხბურთელი ჩაირიცხება, 82 პროცენტი კი ამ ფაქტს შეეგუება.

სპორტის 11 სხვადასხვა სახეობის გულშემატკივართა გამოკითხვამ ასეთი შედეგები აჩვენა:


  • გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი (12%) მაშინ უფრო არაკომფორტულად იგრძნობს თავს, თუ მის კლუბს მოსისხლე მტრის ფეხბურთელი შეუერთდება, ვიდრე მაშინ, თუ მის კლუბში გეი ფეხბურთელი ითამაშებს (8%).

  • გულშემატკივართა 18 % თვლის, რომ გეი ფეხბურთელები “თავისთვის იქნებიან”.

  • გულშემატკივართა 15% თვლის, რომ გუნდში გეი ფეხბურთელის ყოლა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

  • გულშემატკივარტა 50%-ს ჰქონია საქმე ჰომოფობიურ საქციელთან, 51%-ს სექსისტურთან, 59%-ს რასისტულთან.

  • პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აღიარებს

    ინგლისის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი მზად არის, თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. აქედან ერთ-ერთი მოთამაშე ინგლისის ნაკრების წევრი გახლავთ.

    ამის შესახებ “დეილი მირორის” შაბათის ნომრის თავფურცელზე ვკითხულობთ.

    მანამდე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გერმანელმა ტომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულა.

    ცნობისთვის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად ატარებს.

    newspaper

     

    ინგლისურ ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანია დაიწყო

    ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიური კამპანია გახსნილად გამოაცხადა. აქციას მხარს უჭერს ინგლისურ საფეხბურთო დივიზიონებში მოასპარეზე მრავალი კლუბი, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებენ. კამპანიამ სტარტი დღეს, მანჩესტერის ნაციონალურ საფეხბურთო მუზეუმში აიღო.

    აქციის ხელმძღვანელი ლუ ინგლეფილდი ამბობს, რომ ფეხბურთი ყველასთვის არსებობს და კარგია, რომ სპორტის ამ სახოებაში ლგბტ საზოგადოების ჩართულობა იზრდება.

    Football for everyone

    “ძალიან კარგია, რომ ლგბტ პირები ახლა გაცილებით აქტიურად არიან ჩართულნი ფეხბურთში, ვიდრე ოდესმე. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მრავლად გაჩნდა ლგბტ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ფანჯგუფები. ჩვენ ვამბობთ, რომ ფეხბურთი ყველასთვისაა. ჩვენ დამოუკიდებელ კამპანიას ვაწარმოებთ, რომელშიც ჩართვა ყველას შეუძლია – როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პროფესიონალებს”, – კამპანიის ხელმძღვანელის სიტყვები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანიას უეფაც ატარებს.

    Football v Homophobia mascots

    ფიფა-მ, შესაძლოა, მექსიკელი გულშემატკივრები ჰომოფობიაში დაადანაშაულოს

    კამერუნთან მატჩის დროს მექსიკის ნაკრების გულშემატკვიართა გარკვეულმა ჯგუფმა ჰომოფობია გამოავლინა.

    ფიფა-ს ვარაუდით, მექსიკელებმა კამერუნელთა მეკარის ჩარლზ იტანჯეს მისამართით ჰომოფობიური შეძახილები გამოიყენეს.

    როგორც ცნობილია, ფიფა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ცნობილ ორგანიზაცია FARE-ს გაანდობს, რომელიც, გარდა ამისა, А ჯგუფის სასტარტო ტურში მომხდარ ოთხ სხვადასხვა ეპიზოდსაც განიხილავს.

    ალექსი: “არასწორია, როცა ერთსქესიანი ადამიანები ოჯახებს ქმნიან”

    ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ალექსი აცხადებს, რომ ის ერთსქესიანი ადამიანების მიერ ოჯახების შექმნას ეწინააღმდეგება.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იგივე ტიპის განაცხადა გააკეთა. მისი თქმით, ღმერთმა ადამი და ევა შექმნა და არა ადამი და ივა.

    “მე პროტესტანტი ვარ. ჩემი რელიგია გვასწვლის იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს. სიმართლე გითხრათ, ერთსქესიანი ადამიანების მიერ ოჯახების შექმნას ვეწინააღმდეგები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰომოფობი ვარ.

    ბევრი კაცისა და კაცის ან ქალისა და ქალის ქორწინებას ნორმალურ ფაქტად მიიჩნევს, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მომწონს”, – ამბობს ალექსი.

    დიტო ჭიჭინაძე