„ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ 24 წლის მარიო ბალოტელიმ „წითლების“ მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ასეთი სიტუაცია ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს. მას ვარსკვლავად დარჩენა და მუდმივი სათამაშო დროის მიღება სურს.
„The Metro“-ს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მარიოს უკვე ზაფხულში გაუჩნდება. გამოცემის ინფორმაციით, სუპერმარიოთი MLS-ის კლუბ „ორლანდოს“ ხელმძღვანელობა დაინტერესდა. გამორიცხული არ არის, ამერიკელებმა უახლოეს მომავალში მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყონ.
თავად ბალოტელი მოვლენების ასეთი განვითარებით, დიდი ალბათობით, დაინტერესებული იქნება.
ცნობისთვის, იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ხელფასი „ლივერპულშ“ კვირაში 110 ათას ფუნტს შეადგენს.