კარიკატურა: კაკამ კარიერა დაასრულა

17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.

ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.

 

რა მიზნით იმყოფებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები რუსეთში? (ფოტო)

დღეს სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელთან ერთადაა.

რიკარდო კაკა, ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ჩაბი ალონსო რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო ბურთის წარსადგენად ჩავიდნენ, რომელიც Adidas-ის მიერ სპეციალურად მუნდიალისთვის შეიქმნა. დაგეგმილ ღონისძიებამდე, ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოსკოვი დათვალიერეს, რა დროსაც ფოტო გადაიღეს, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის Twitter-ზე გამოყვექნდა წარწერით: “ვინმეს ამხანაგური მატჩი ხომ არ სურს?”

კაკა: “ორლანდოსთან” კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებ”

რიკაროდ კაკას “ორლანდო სიტისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ბრაზილიელის თქმით, იგი MLS-ის ბინადარ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს: “როგორც იცით, ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს სრულდება. საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ ის აღარ გავანხანგრძლივო და კლუბი დავტოვო,” – აცხადებს კაკა.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მყოფმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეიტაო და სილვამ რიკარდოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის “ორლანდოს” კარი მუდამ ღიაა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2014 წელს გადავიდა ამერიკულ კლუბში და 77 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

რიკარდო კაკა: “ეს გადაწყვეტილება საბოლოოა”

“ორლანდო სიტის” ვარსკვლავმა რიკარდო კაკამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საკმაოდ მნიშველოვან საკითხზე ისაუბრა.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს გადაწყვეტილი აქვს, რომ “ორლანდო სიტი” სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს. ამის შესახებ დღეს მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “როგორც ყველამ იცით კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს მიმთავრდება და მე მას აღარ გავახანგძლივებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს.” -განაცხადა რიკარდო კაკამ.

კარიკატურა: კაკას ფეხბურთის თამაში მობეზრდა

კაკამ განაცხადა, რომ მას ფეხბურთის თამაში აღარ სურს და დიდი ალბათობით, მისი კონტრაქტი “ორლანდოსთან” გაწყდება.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

“ორლანდო სიტის” ახალ სტადიონზე პირველი გოლი კაკამ გაიტანა (ვიდეო)

“ორლანდო სიტის” ახალი სტადიონი აქვს. არენაზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევს, პირველი შეხვედრაც გაიმართა. მართალია, გუნდი წინასასეზონი მოსამზადებელ ეტაპს გადის და “სენტ ლუისის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩი მხოლოდ სპარინგ-შეხვედრა გახლდათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა და ის კაკამ გაიტანა. მატჩის მე-5 წუთზე “ორლანდო სიტის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა “ორლანდო სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ახალი სტადიონის დიზაინში ერთი ნიუანსიც გაითვალისწინეს. ტრიბუნაზე დამონტაჟებული 49 სკამი ცისარტყელას სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი, რაც გასულ წელს, ქალაქ ორლანდოში მდებარე ჰომოსექსუალთა ბარში 49 მოკლული ადამიანის ხსოვნას ეძღვნება.

49 rainbow-coloured seats

კაკა: “მესისა და რონალდუს შემდეგ, საუკეთესო ნეიმარია”

“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, კაკა, რომელიც ახლა “ორლანდო სიტის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ ნეიმარი მესისა და რონალდუს შემდეგ საუკეთესოა.

“ვფიქრობ, ლიონელისა და კრიშტიანოს შემდეგ, საუკეთესო ნემარია. მას პირადო პრობლემები აქვს, რომელიც მოედანზე არ უნდა შეეტყოს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”, ჩემი აზრით, “რეალი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხოლო საუკეთესო რონალდუ გახდება”, – თქვა კაკამ.

დუნგამ განაცხადში ტრავმირებული კაკა ფირმინოთი ჩაანაცვლა

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რიკარდო კაკა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისა და პარაგვაის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ ითამაშებს.

33 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო.

კაკას ნაცვლად “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადში “ლივერპულის” ფეხბურთელ რობერტო ფირმინოს უხმო.

ბრაზილიის ნაკრები ურუგვაის 26 მარტს, ხოლო პარაგვაის 30 მარტს ეთამაშება.

ოთხი მატჩის შემდეგ “სელესაოს” 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია.

 

კაკა: “მესი გენიოსია, რონალდუ – თანამედროვე ფეხბურთის სახე”

“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

“მესი გენიოსია. რონალდუ თანამედროვე ფეხბურთელის სახეა. პორტუგალიელი ძალზედ ძლიერია, კარგად თამაშობს ორივე ფეხით, შესანიშნავია მეორე სართულზეც. იგი თანამედროვე ფეხბურთს განასახიერებს. ორივე მათგანი ამ თაობის სიმბოლოს წარმოადგენს. ორივე გამორჩეული მოთამაშეა”, – ციტირებს კაკას სიტყვებს “მარკა”.

 

კაკა დარწმუნებულია, რომ „მილანი“ მწვერვალზე დაბრუნდება

„მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის კაკას აზრით, „როსონერი“ წარმატებულ სერიას მალე დაიწყებს.

„ყოველთვის ვცდილობ, „მილანის“ მატჩებს ვუყურო. იმედია, უახლოეს დროში გუნდი გუნდი ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც ადრე იყო. კლუბის ხელძღვანელობას უკვე დიდი ხანი აკრიტიკებენ, მაგრამ მე განსჯა მიჭირს. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ „მილანი“ სულ მალე კვლავ ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იქნება“, – განუცხადა კაკამ „ Gazzetta dello Sport“-ს.

“ბარსელონა” კაკას წინააღმდეგ

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” არ სურდა, რომ ლიონელ მესისათვის მეხუთე ოქროს ბურთი მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, კაკას გადაეცა.

Marca-ს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანებლობას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ კაკა ამ ეპიზოდის ერთ-ერთ მთავარ გმირად აირჩიეს.

როგორც ირკვევა, “ბარსელონას” სურდა, მესისათვის ოქროს ბურთი ხრისტო სტოიჩკოვს გადაეცა, რომელიც “ბარსელონაში” რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა.

კაკა: “მილანმა” მაგალითი “იუვენტუსისგან” უნდა აიღოს”

“მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა კაკამ იტალიური გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ “როსონერი” სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს.

“რთული სათქმელია, რა სჭირს “მილანს”. “როსონერის” რთული პერიოდი აქვს, თუმცა იმედია, ყველაფერი დალაგდება.

მაგალითად ტურინის “იუვენტუსი” გამოდგება, რომელმაც სერია B-დან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია. რთულია ამავე გზის გავლა, მით უფრო იმავე ჩემპიონატიდან, თუმც “მილანს” სწორედ ეს სჭირდება”, – კაკას კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.