განას პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის დაკავების ბრძანება გასცა

განას პრეზიდენტმა, ნანა ადომ, განას ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის, კვესი ნიანტაკიის, დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა. ამ ინფორმაციას Citi FM ავრცელებს სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილი ხდება, განაში საფეხბურთო კორუფციების თემაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, აღნიშნულ ფილმში მრავლად არის რეალური კადრები, სადაც სჩანს თუ როგორ აყალბებენ ჩინოვნიკები ამა თუ იმ მატჩს.

მართალია, ფილმის ეკრანიზაცია ჯერ არ შემდგარა, მაგრამ სანდო ცნობების მიხედვით, პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია ფედერაციის თავმჯდომარის “შავი საქმეების” შესახებ და სწორედ ამ მიზეზით გასცა მისი დაკავების ბრალდება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების დაწყების დღიდან განას ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე მაღალჩინოსანმა თავისი სურვილით დატოვა.

განელ ვარსკვლავს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს თამაში

განას ეროვნული ნაკრების ფორვარდს, სამუელ ტეტეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა “მანჩესტერ იუნაიტედშიც” სურს.

20 წლის ტეტე, რომელმაც უკვე მოასწრო ნაკრების მაისურით 7 მატჩის ჩატარება და ერთი გოლის გატანა, ამჟამად ავსტრიის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე კლუბშია განათხოვრებული “რედ ბულ ზალცბურგიდან”.

“ინგლისში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ. ამ კლუბზე მეტად არცერთი სხვა კლუბი არ მიყვარს. მათ რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

ყველაფერი მომწონს, რაც ამ კლუბს უკავშირდება. მათი მაისურით თამაში ჩემი მთავარი მიღწევა იქნება.” – განაცხადა ტეტემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში განელებს აქამდეც უთამაშიათ – მაიკლ ესიენი, ასამოა გიანი და კევინ-პრინც ბოატენგი.

განელი ფეხბურთელი: “მე მესიზე უკეთესი ვიყავი”

დღესდღეობით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ როგორც განის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მოჰამედ აჰმედი აცხადებს, მესის იმის გაკეთება არ შეუძლია, რასაც ის აკეთებდა.

“ვფიქრობ, ბურთით მე უფრო კარგად ვმოქმედებდი, ვიდრე მესი. რასაც მე ვაკეთებდი, ის ლიონელს არ შეუძლია.

მესის თამაშს ხშირად ვუყურებ და ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

დღეს, ადამიანები ფეხბურთელებს აღმერთებენ, ხოლო ჩემ დროს რომ ასე ყოფილიყო, მესი ჩემთან ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა”, – ციტირებს აჰმედის სიტყვებს Goal.Com-ი.

რას აკეთებს ჟერვინიო პენალტების სერიის დროს (ვიდეო)

8 თებერვალს, აფრიკის თასის ფინალში ერთმანეთს კოტდიუვარისა და განის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც კოტდიუვარელმა ფეხბურთელებმა დარტყმები უფრო ზუსტად შეასრულეს და თასსაც დაეუფლნენ.

პენალტების სერიის დროს, კოტდიუვარის ნაკრების ფეხბურთელი ჟერვინიო სათადარიგოთა რიგებში იყო და ის სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.

B9Wr-zLCUAAA0Wg

კრისტიან ატსუმ გვინეის ნაკრებს ზღაპრული სილამაზის გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 თებერვალს, აფრიკის თასზე, განისა და გვინეის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:0) კრისტიან ატსუმ მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

განის ნაკრების 200 გულშემატკივარი ბრაზილიაში თავშესაფარს ითხოვს

ბრაზილიის სამხრეთში, ერთ-ერთ ქალაქში განის ნაკრების დაახლოებით 200 გულშემატკივარი თავშესაფარს ითხოვს. აგილობრივი პრესის ცნობით, თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს.

ქალაქ კაშიასის პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ისინი დაახლოებით 1000 განელ გულშემატკივარს ელიან, რომლებიც ბრაზილიაში თავშესაფარს მოითხოვენ.

განელები ბრაზილიაში საყვარელი ნაკრების საქომაგოდ ჩავიდნენ და როგორც ჩანს, მათ მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში სურთ დარჩენა.

სკანდალი: სალი მუნტარი მუნდიალის მიმდინარეობის დროს ეწეოდა

განის ნაკრების გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ განის ნაკრების ფეხბურთელები მაგიდასთან სხედან. როგორც გაირკვა, “მილანის” ნახევარმცველი სალი მუნტარი რაღაცას ეწეოდა, მას კი სხვა ფეხბურთელები შეძახილებით ამკობდნენ.

GhanaSportsOnline-ს ცნობით, ემანუელ ბადუმ მუნტარის “პაწაწინა მწეველი” უწოდა, რაზეც მუნტარიმ გაბრაზებული ხმით უპასუხა: “Ganja Man” დამიძახეთ”.

რონალდუმ ბავშვებს სურვილი შეუსრულა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უსრულებს სურვილებს კრიშტიანო რონალდუ პატარა ბავშვებს განის ნაკრებთან მატჩის წინ.

მუნტარი და ბოატენგი განის ნაკრებიდან მოკვეთეს

მორიგი სკანდალი განის ნაკრების ირგვლივ. პორტუგალიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე აფრიკული გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი სალი მუნტარი და კევინ-პრინს მოატენგი გუნდიდან მოკვეთეს.

უცხოური პრესის ცნობით მუნტარის ერთ-ერთი მწვრთნელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. ხოლო ბოატენგი ნაკრების დამრიგებელს კვესი აპიას ეკამათა გუნდის შეკრების დროს.

აღნიშნულ ინფორმაციას განის ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

განელი ფეხბურთელი 3 მილიონიდან საკუთარი წილის კოცნისას დააფიქსირეს

როგორც უკვე იცით, განის და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი განელი ფეხბურთელების პროტესის გამო ჩაშლის პირას იყო. აფრიკელები პრემიების მიღებას ხელზე ითხოვდნენ და საბანკო გადარიცხვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, განის მთავრობამ ფული გამონახა და ბრაზილიაში საგანგებო რეისით სამი მილიონი დოლარი გაგზავნა.

დღეს უცხოურ პრესაში სკანდალური ფოტოები გავრცელდა, სადაც განელი ჯონ ბოიე, რომელიც ფრანგული “რენის” ფეხბურთელია, საკუთარ პრემიას კოცნის.

ფოტო თანამედროვე ფეხბურთის მთავარ პრობლემას ნათლად ასახავს. ხშირ შემთხვევაში მატერიალური მხარე შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება…

BrCWjg9CEAERLME

 

პრევიუ: პორტუგალია – განა

მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში აქვს. 

პორტუგალიამ აშშ-სთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მუნდიალზე დარჩენის შანსი შეინარჩუნა. თუმცა, 1/8 ფინალში გასასვლელად ბენტუს გუნდს დიდი ანგარიშით მართებს მოგება, რაც პორტუგალიელთა ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთული იქნება.

პორტუგალიელების ბანაკში კვლავ საკადრო პრობლემებია, მაგრამ ერთი კარგი ამბავიც არის – გუნდს პეპე უბრუნდება.

განელებს გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის გაცილებით კარგი შანსი აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ აფრიკელები გასულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ერთ ქულაზე მეტსა იმსახურებდნენ.

პორტუგალია – განა

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: ბეტუ – ჟოაუ პერეირა, პეპე, რიკარდუ კოშტა, ველოზუ – ვილიამი, რაულ მეირელეში, ჟოაუ მოუტინიო – ნანი, ედერი, რონალდუ. 

განა: დაუდა – აფული, ბოიე, მენსა, ასამოა – რაბიუ, ბადუ – ადომა, აიუ, ატსუ – გიანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩე: 

Portugal_Ghana_GEO

განელები პორტუგალიასთან თამაშს არ აპირებდნენ

განის ნაკრები პორტუგალიასთან ხვალ გასამართ მატჩზე გასვლას არ აპირებდა. ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნას მასეიოდან ქალაქ ბრაზილიაში მიმავალი რეისი შეაყოვნეს.

აფრიკული პრესის ცნობით, პრემიის სახით თითოეულ მოთამაშისთვის განის ფეხბურთის ფედერაციას 100 000 დოლარი უნდა გადაეხადა.

სალი მუნტარისთან და ასამოა გიანთან ფედერაციის ხელძღვანელობის საუბრის შემდეგ ფეხბურთელებმა გარანტიები მიიღეს და პორტუგალიასთან გასამართ მატჩზე გაემგზავრნენ.