ოფიციალურად: ვატო არველაძე პოლონური “კორონას” ფეხბურთელია (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ვატო არველაძე პოლონურ “კორონაში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას თავად სპორტსმენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ადასტურებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხნით იასპარეზებს 20 წლის თავდამსხმელი ექსტრაკლასას ბინადარ გუნდში. ეს კლუბი პოლონეთის ჩემპიონატში 49 ქულით მერვე პოზიციაზეა. სწორედ აქ თამაშობს ქართველი შემტევი, ნიკა კაჭარავაც.

შეგახსენებთ, რომ არველაძე, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია, თავდაპირველად “სასკოში” გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “35-ე სკოლა”. ხოლო, 2015 წლიდან ის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა.
 

შოთა არველაძე: “კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი უელსის ნაკრებს კარდიფში დაუპირისპირდება. აღსანიშნავაი, რომ ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1994 16 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ საქართველოში ჩვენებმა ბრიტანელებს, ანგარიშით, 5-0 მოუგეს. ბოლო გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

დღეს არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნახსენებ მატჩზე საუბრობს.

“1994 წელს თბილისში უელსის ნაკრებს ვეთამაშეთ და 5:0 დავამარცხეთ. მაშინ უელსის ნაკრებში, ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავები მარკ ჰიუზი და იან რაში თამაშობდნენ. მოგვიანებით ანდრეი კანჩელსკისმა მითხრა, რომ ჰიუზი საქართველოსთან დამარცხების შემდეგ შოკში იყო.
“ჩავედით საქართველოში, იქ ვიღაც 20 წლის ბავშვები დარბიან, ბრაზილიელებივით თამაშობენ.” კანჩელსკისმა აუხსნა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არის ქვეყანა, სადაც ტექნიკური, ფეხბურთი უყვართ. სხვათაშორის, უელსს სტუმრადაც მოვუგეთ.”

არველაძე: “ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა “

შოთა არველაძის “მაკაბი” ევროპის ლიგაზე “ზენიტს” დაუპირისპირდა. ქართველის გუნდი 70-ე წუთზე უკვე, ანგარიშით, 3:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ ოც წუთში 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ვუგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არ მომხდარა და იმედი მაქვს აღარც მოხდება. ეს ჩემთვის ძალიან ცუდი დღე იყო. მიუხედავად ცუდი შედეგისა, ვფიქრობ ფეხბურთელები საკუთარ თამაშს აუმჯობესებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა შოთამ.

 

კობიაშვილი: “ძალიან მინდოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოთა არველაძეს ჩაებარებინა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის ხილვა სურდა.

“პირადად მე, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ შოთი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო. თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა. ამჟამად მოლაპარაკებებს ორ კანდიდატთან ვაწარმოებით, რომელთაგან ქართველი არცერთი არაა”, – განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.

ცნობისთვის, დიდი შანსია შოთა არველაძე ბერძნული პაოკ-ის თავკაცი გახდეს.

“არჩილ, შოთა?” – თურქული Voice-ის მწვრთნელებს ქართველი ფეხბურთელები გაახსნედათ (ვიდეო)

თურქული Voice-ის ბრმა ქასთინგზე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი სიმღერით ოთხივე მწვრთნელის შემობრუნება მოახერხა.

იმის შემდეგ, რაც მწვრთნელებმა გაიგეს, რომ ნუცა ბუზალაძე ქართველი იყო, მაშინვე შოთა და არჩილ არველაძეები ახსენეს.

შოთა არველაძის გოლი “სელტიკის” კარში, რომელიც ბევრს ნანახი არ აქვს (ვიდეო)

2004 წლის 10 ნოემბერს, შოტლანდიის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი გლაზგოური კლუბი – “რეინჯერსი” და “სელტიკი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 66-ე წუთზე, “სელტიკის” თავდამსხმელმა ჯონ ჰართსონმა გახსნა, 85-ე წუთზე კი დადო პრშომ ანგარიში გაათანაბრა. საქმე დამატებით ტაიმებამდე მივიდა, სადაც ერთადერთი გოლი, მე-100 წუთზე, “რეინჯერსის” ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გაიტანა, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და თავის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.

ცნობისთვის, არველაძის გარდა, “რეინჯერსის” შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

შოთა არველაძემ კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელ Twitter-ში თავისი კარიერის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

არველაძის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვან დერ სარი, რონალდ დე ბური და სხვები არიან.

მეკარე: ვან დერ სარი;

მცველები: დანი ბლინდი, ფრანკ დე ბური, კრისტიან კივუ.

ნახევარმცველები: მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ დე ბური, მიკელ არტეტა, გიორგი ქინქლაძე, ბრაიან ლაუდრუპი;

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შოთა არველაძე.

pitch

 

შოთა არველაძე ფერნანდო ტორესსაც შეხვდა (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე მადრიდის “რეალში” სტაჟირებაზე იმყოფება. არველაძემ “რეალის” გარდა, “ატლეტიკოს” ბაზის მონახულებაც მოახერხა, სადაც სიმეონესა და არდა თურანის შემდეგ ფერნანდო ტორესს შეხვდა.

1

2

3

არდა თურანი შოთა არველაძეს შეხვდა (ფოტოები)

მადრიდის “ატლეტიკოს” თურქმა ფეხბურთელმა არდა თურანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც არდა თურანი წერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე მადრიდის “რეალში” სტაჟირებაზე იმყოფება და როგორც ჩანს, მან მეორე მადრიდული კლუბის მონახულებაც მოახერხა.

11178199_978291585517083_6238213182956043898_n

1509999_978292795516962_1450341204639210870_n

შოთა არველაძე სტაჟირებაზე მადრიდის “რეალში” იმყოფება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე მადრიდში იმყოფება, სადაც “რეალში” სტაჟირებას გადის

“ქასიმფაშას” ყოფილი თავკაცი “სამეფო კლუბის” ვარჯიშებს დაესწრება და მწვრთნელებისგან რჩევებს მიიღებს.

“ერთი დღეა, რაც აქ ვიმყოფები. ვარჯიშებს ვესწრები და შემდეგ კითხვები მიჩნდება: რას ვაკეთებდით, რატომ ვაკეთებდით.  მინდა, მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც აქ მოხვედრაში დამეხმარა”, – უთხრა არველაძემ პირველ არხს.

არველაძე და იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 10 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც ერთად თამაშობდნენ

ფეხბურთის ისტორიის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევები, როცა გამორჩეულ ფეხბურთელებს ერთ გუნდში ცოტა ხნით უთამაშიათ, ამიტომ ბევრს არ ახსოვს, რომ ისინი ოდესღაც ერთი გუნდის ღირსებას იცავდნენ.

დიეგო სიმეონე – ანდრეა პირლო (“ინტერი”, 1998-99)

1

რივალდო – იაია ტურე (“ოლიმპიაკოსი”, 2005-06)

2

მარიო ჟარდელი – კრიშტიანო რონალდუ (“სპორტინგი”, 2002-03)

3

რონალდინიო – მიკელ არტეტა (“პარი სენ-ჟერმენი”, 2001-02)

4

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – იარი ლიტმანენი (“აიაქსი”, 2002-04)

VI-Images Archive

ფრენკ ლამპარდი – დავორ შუკერი (“ვესტ ჰემი”, 2000-01)

6

ანტონიო კასანო – ხოსეპ გვარდიოლა (“რომა”, 2002-03)

7

ჩავი – დემეტრიო ალბერტინი (“ბარსელონა”, 2005)

8

რადამელ ფალკაო – ალექსის სანჩესი (“რივერ პლეიტი”, 2007-08)

9

დანი – პეპე (“მარიტიმო”, 2003-2004)

12

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – შოთა არველაძე (“აიაქსი”, 2001 წელი)

cats

შოთა და აჩი არველაძეების “ტვისტი” შოთას ქალიშვილთან ერთად, განწყობას შეგიქმნით

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავენ აჩი და შოთა არველაძეები შოთას ქალიშვილთან, ელენიკოსთან ერთად.

Palitratv.ge