დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივლისი


“არსენალი” ორი ტრანსფერისთვის 70 მილიონს ამზადებს

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი “სპორტინგის” ორი ფეხბურთელის, უილიამ კარვალიოსა და ჟელსონ მარტინსის გადაბირებას აპირებს და მზადაა, ამ ტრანსფერებში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბარტრაზე გადაერთო

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სერიოზულად არის დაინტერესებული მარკ ბარტრას ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელს ვიქტორ ლინდელოფის პოტენციურ მეწყვილედ განიხილავს.


დონარუმა “მილანს” შეუთანხმდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა მეკარე 5-წლიან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.

Sky Sport-ის ცნობით, დონარუმა ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, “როსონერიმ” ბერძნული “ასტერასიდან” ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმა უნდა გადმოიბიროს, რომლის ხელფასიც “როსონერიში” 1 მილიონი ევრო იქნება.


“ლივერპული” რიკოს გადაბირებას გეგმავს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სევილიას” მიერ 12 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარის, სერხიო რიკოს ტრანსფერზე მუშაობენ.

მართალია, ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონია მითითებული, თუმცა “წითლები” დარწმუნებულები არიან, რომ გაცილებით უფრო იაფად შეძლებენ მის დამატებას.


შჩესნი “რომას” დაემშვიდობა

ვოიცეხ შჩესნი “რომას” დაემშვიდობა. პოლონელი მეკარე იტალიურ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა.

“მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ივნისი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომას” ფეხბურთელი აღარ ვარ. იმ ორმა წელმა, რომელიც კლუბში გავატარე, ბევრი ბედნიერი მომენტი მაჩუქა. ვერასდროს გადავუხდი სრულყოფილ მადლობას კლუბს იმისთვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა. დიდებული მომენტებისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის კი – ფანებს. ძალიან დიდი მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში შჩესნიმ.

კარიკატურა: მშვიდობის მოსურნე ბარტრა (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, მარკ ბარტრა, როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ ტერორისტების აფეთქების დროს დაშავდა. ფეხბურთელმა საავადმყოფოდან მთელს მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდა.

ომარ მომანიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.

მარკ ბარტრა: “ტკივილი, პანიკა… ეს საშინელება იყო!”

ისლამისტმა ტერორისტებმა დორტმუნდის “ბოურუსიას” ავტობუსთან ახლოს ბომბი ააფეთქეს. დაშავდა მარკ ბარტრა. ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა დაზიანების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ჩემი ოჯახის წევრები საავადმყოფოში ისევ მესტუმრნენ. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ასე ვცდილობ რთული პერიოდის დაძლევას და სწრაფად ფორმაში ჩადგომას.”

“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო. ამის განცდას არავის ვუსურვებ. ტკივილი, პანიკა და იმის არცოდნა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. ეს ყველაზე საშინელი 15 წუთი იყო.”

“ყველას ვეტყვი, რომ ფსიქოლოგიურადაც, უფრო და უფრო, კარგად ვგრძნობ თავს. ყველანაირად ვეცდები, რომ მოედანს მალე დავუბრუნდე!” – განაცხადა ბარტრამ.

პირველი ცნობა საავადმყოფოდან: რა მდგომარეობაშია ბარტრა?

    დღეს დორტმუნდში ტრაგედია მოხდა. როცა დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელები სასტუმროდან გამოდიოდნენ, მათ ავტობუსთან ბომბი აფეთქდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი სპორტსმენი, მარკ ბარტრა დაშავდა. იგი უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ცნობილი ხდება, რომ ესპანელი ცენტრალურ მცველი ექიმებმა უკვე შეამოწმეს. მას სხეულზე მსუბუქი და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და სიცოცხლეზე საფრთხის დამუქრებაზე საუბარი ზედმეტია. იგი, ჯერჯერობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. დიდი ალბათობით, ბარტრას მალე გამოწერენ, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა იგი ხვალ თამაშს.

     

მარკ ბარტრა: “არ ვნანობ, “ბარსელონა” რომ დავტოვე”

გერმანულ პრესასთან საუბრისას, მარკ ბარტრამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ის სულაც არ ნანობს, “ბარსელონა” დორტმუნდის “ბორუსიაში” რომ გაცვალა.

“ახლა, როდესაც ამაზე კარგად დავფიქრდი, მივხვდი, რომ არ ვნანობ, “ბარსელონა” რომ დავტოვე.

საკმაოდ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. “დორტმუნდს” თავიდანვე უნდოდა ჩემი გადაბირება.

ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ერთ დროს “ბარსელონას” ნაწილი ვიყავი, მაგრამ აქ უფრო ვპროგრესირებ, რაც ძალიან მახარებს.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბევრი ახალი რამ მაქვს სასწავლი, მათ შორის ახალი ენაც. საფიქრალად დრო თითქმის არ მრჩება, რამეთუ წინ ლიგისა და თასის თამაშები გვაქვს.”

ოფიციალურად: “ბარსელონას” ბარტრაც დატოვებს

“ბარსელონას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მარკ ბარტრა ზაფხულში “კამპ ნოუს” დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბარტრასთან ერთად კლუბი დანი ალვეშმაც დატოვა. ამასთანავე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხავიერ მაშერანოს ტრანსფერთან დაკავშირებითაც.

“ბარსელონა” ადასტურებს, რომ გერმანულმა “ბორუსიამ” ბარტრას გადაბირების სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, ესპანელის გადაბირება 8 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბარტრა “ბარსელონას” ღირსებას 12 წლის ასაკიდან იცავს.

მარკ ბარტრასთვის ბრძოლაში ინგლისური “ლივერპული” ლიდერობს

El Confidencial ირწმუნება, რომ “ბარსელონას” ესპანელი მცველის, მარკ ბარტრას გადაბირებით რამოდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა “ბლაუგრანაში” მეხუთე რიგის ცენტრალური მცველის სტატუსი მიიღო.

25 წლის ფეხბურთელის არსებული კონტრაქტი კატალონიელებთან 2017 წელს იწურება, კლუბის ხელმძღვანელობა კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. რისი მიზეზიც არის ის, რომ ლუის ენრიკეს უკვე ყავს საკმარისი მცველები: ხავიერ მაშერანო, ჟერემი მატიე, ჟერარდ პიკე და ტომას ვერმალაენი.

ბოლო დროს მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე 25 წლის მცველის ფასი 12 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა, რისი გადახდაც “ლივერპულს” ნამდვილად არ გაუჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კატალონიურ კლუბში არსებული მდგომარეობისა ვისენტე დელ ბოსკემ ბარტრა მაინც გამოიძახა ნაკრებში.

ბარტრას კარიერის ბოლომდე “ბარსელონაში” სურს ყოფნა

“ბარელონას” მცველ, მარკ ბარტრას კარიერის გატარება მშობლიურ კლუბში სურს.

“ბარსელონაში” უკვე 10 წელი ვარ და ეს ახდენილი ოცნებაა. აქ ცხოვრების ნახევარი გავატარა და ვიმდოვნებ, რომ ბოლომდე კატალონიურ კლუბში დავრჩები.

აქ დასარჩენად ყოველდღიურად ვმუშაობ. თუმცა, დასვენება და კარგი დიეტაც აუცილებელია. მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველანაირ პირობებს გვიქმნიან” – განაცხადა ახლაგაზრდა მცველმა.

რეალს 2011 წელს ბარტრას ყიდვა უნდოდა

2011 წელს “ბარსელონას” მცველმა მარკ ბარტრამ მადრიდის “რეალისგან” მიიღო წინადადება. ბარტრა იმ დროს “ბარსას” მეორე გუნდში ასპარეზობდა.

“კასტილიაში ყველაზე დიდი ხელფასი შემომთავაზე. სამჯერ იმაზე მეტი, რასაც “ბარსელონაში” ვიღებდი. ამ წინადადებაზე არც მიფიქრია. ჩემი თავი მადრიდში ვერ წარმომიდგენია” – ყვება ბარტრა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბარტრამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

ბარტრა: “ვისენტე კალდერონზე ბოლომდე დავიხარჯებით”

“ბარსელონას” მცველი მარკ ბარტრტა “ატლეტიკოსთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი. შეგახსენებთ, რომ “ნოუ კამპზე” გამართლი პირველი დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

“ვისენტე კალდერონზე ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს ეს შედეგს მოგვიტანს” – განაცხადა ფეხბურთელმა.

გუშინ “ბარსელონამ” “ბეტისის” დამარცხებაც მოახერხა.

“ბეტისთან კარგი შედეგი მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ სევილიელები კარგად იბრძოდნენ. ვიცით, რომ ფანებს ჩვენი კარგი თამაშის ხილვა სურთ. სამწუხაროდ, გუნდში ხშირია ტრავმიანობა, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთი მდგომარეობიდან ღირსეულად შეგვიძლია გამოსვლა”.

ბარტრამ გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” მცველი მარკ ბარტრა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ესპანური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბარტრას დებიუტი “ბარსელონაში” 2010 წელს შედგა. მიმდინარე სეზონში კი, მცველმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ახალი კონტრაქტის გაფორმებას 18 მარტს ვარაუდობენ.