ვაკო ყაზაიშილმა “დანდი იუნაიტედს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

10 ივლისს, არნემის “ვიტესმა” შოტლანდიურ “დანდი იუნაიტედთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა “ვიტესის” ორივე ქართველმა ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა საბოლოო შედეგი ლამაზი გოლით დააფიქსირა.

იხილეთ ყაზაიშვილის გოლი 3:22-დან:

“დანდის” ფეხბურთელებს გოლის აღნიშვნა კინაღამ ძვირად დაუჯდათ

18 ოქტომბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში “მოზერველსა” და “დანდის” შორის გამართულ მატჩში (1:3), სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა ერთ-ერთი გოლი ასე აღნიშნეს:

დაბრუნება დანდიში

 თორმეტი წლის შემდეგ პირველად, თემურ ქეცბაია საფეხბურთო კლუბ “დანდის” სტადიონზე დაბრუნდა. ამჯერად, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თემურ ქეცბაიას კარიერაში ერთადერთი შოტლანდიური კლუბიდან სპეციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო. საგანგებო წერილში სამი ქართული გვარი იყო ნახსენები; სწორედ ის მოთამაშეები, რომლებსაც “დანდის” მაისურით უთამაშიათ. მათ შორის გიორგი ნემსაძე, ზურა ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია. კლუბის ხელმძღვანელობა დროულად იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში მატჩამდე ხუთი დღით ადრე ჩადიოდა და მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში მოემზადებოდა. პარალელურად, შოტლანდიურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სპეციალური სტუმრის სტატუსით მისი ყოფილი კლუბის სტადიონზე მიიწვია. ვიზიტი ქალაქ დანდიში 8 ოქტომბერს შედგა და მხოლოდ  ორ საათს გაგრძელდა. თემურ ქეცბაიას დანდიში სტუმრობას მედიის მხირდან დიდი ინტერესი ახლდა. გლაზგოდან დანდის მიმართულებით გამგზავრებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიურ ტელევიზიებთან  ისაუბრა. მთავარი კითხვის შინაარსი კი, მარტივი იყო –  რა ემოციით ბრუნდებოდა 12 წლის შემდეგ თემურ ქეცბაია მისი ყოფილი კლუბის სტადიონზე საპატიო სტუმრის სტატუსით. გლაზგოდან დანდიმდე ჩასვლას ავტომობილით დაახლოებით 90 წუთი სჭირდება. ერთი საფეხბურთო მატჩის დროის ამოწურვის შემდეგ, ჩვენი ავტომობილით დანდის სტადიონს მივადექით. სტადიონის ოფისში  კლუბის ამჟამინდელი კომერციული დირექტორი სტივ მარტინი შეგვიძღვა. სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, მთელმა შემადგენლობამ “დანდის” სათამაშო მოედანზე გადაინაცვლა. ღონისძიების ფოტორეპორტიორად სწორედ ის ადამიანი მუშაობდა,რომელმაც 2001 წელს თემურ ქეცბაიას “დანდიში” გადასვლის და ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია გადაიღო. შოტლანდიელი ფოტორეპორტიორისგან ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამახსოვრო ფოტო მიიღო საჩუქრად. კლუბის ხელმძღვანელთან ერთად კი, “დანდის” ახალი მაისურით ფოტოსესია შედგა. თემურ ქეცბაია მის ყოფილ კლუბში სპეციალური საჩუქრით ჩავიდა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა “დანდის” მუზეუმს სიმბოურად საქართველოს ნაკრების ექვსნომრიანი მაისურა უსახსოვრა. თემურ ქეცბაია  2001/2002 წლების სეზონში შოტლანდიის პრემიერლიგაში ექვსნომრიანი მაისურით თამაშობდა.
“დანდის” ლეგენდების სპეციალურ მისაღებ ოთახში გამართული ლანჩის შემდეგ, შოტლანდიურმა კლუბმა 46 წლის ქართველ სპეციალისტს სპეციალური სასმისი უსახსოვრა, სადაც თემურ ქეცბაიას სახელი და მისი შოტლანდიაში გატარებული თარიღებია აღბეჭდილი. ქალაქ დანდიში ვიზიტის ბოლოს შკჱნეჭშ-მა  თითქმის ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც შოტლანდია-საქართველოს მატჩის დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს ბოლო ნაწილი ქალაქ დანდის ზღვის დონიდან უმაღლეს ადგილზე შედგა, სადაც პატარა შოტლანდიური ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობა აღიქმება.
თემურ ქეცბაია – “ამ სტადიონზე 12 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი და მიხარია, რომ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც “დანდიში” თამაშობდნენ. ამ შოტლანდიურ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გავატარე, მაგრამ დღესაც კარგად მახსენდება აქ გატარებული პერიოდი. შოტლანდია, ინგლისი ეს იშვიათი ქვეყნებია სადაც ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ. ძალიან დიდი მადლობა “დანდის” ხელმძღვანელობას ამ ღონისძიებისთვის და მოწვევისთვის”.
სტივ მარტინი – “დანდის” კომერციული დირექტორი:
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დანდის დღეს თემურ ქეცბაია ესტუმრა. მან ჩვენი კლუბისთვის ბოლოს 2002 წელს ითამაშა, მაგრამ მისი თამაში დღესაც ყველას კარგად ახსოვს. ის კარგი ფეხბურთელი იყო. დღეს სიმბოლური საჩუქარი გადავეცით, როგორც გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელიც მას ჯერ კიდევ 12 წლის წინ ეკუთვნოდა”.
სფფ-ის პრესსამსახური
ოთარ გიორგაძე, შოტლანდია

“დანდის” ფეხბურთელებმა შუა თამაშისას ერთმანეთთან იჩხუბეს

გასულ დღეებში, შოტლანდიის ჩემპიონატში, “დანდისა” და “ჯონტოუნს” შორის გამართულ მატჩში, “დანდის” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან შუა თამაშისას იჩხუბეს.