როსიცკიმ ვან პერსის დასცინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ყოფილ თანაგუნდელ რობინ ვან პერსის დასცინა. ჩეხმა ფეხბურთელმა დღეს დილით სოციალურ ქსელში ქვემოთ მოცემული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ზედ წააწერა:

“LOL Robin van Persie”.

ალბათ, მიხვდით, რომ როსიცკიმ ვან პერსის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნა შეახსენა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა, რომელმაც “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა.

NOT MAN UTD

როსიცკიმ „არსენალის“ ფეხბურთელები დახატა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი თავისუფალ დროს თურმე ხატვით ერთობა. ჩეხმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში საკუთარი ნახატები გამოფინა.

ამ ნახატზე როსიცკიმ საკუთარი თავი, პერ მერტეზაკერი, ოლივიე ჟირუ და მესუთ იოზილი გამოსახა.

აქ კი თეო უოლკოტი და მისი ცნობილი ჟესტია გამოსახული.