ვან პერსი: “არსენალიდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ, კლუბმა გამიშვა”

რობინ ვან პერსიმ, რომელიც 2012 წელს ლონდონის “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, “მეთოფეთა” ფანების დიდი გულისწყრომა დაიმსახურა. “არსენალის” ქომაგები ნიდერლანდელ ფეხბურთელს ამ ნაბიჯს დღემდე ვერ პატიობენ, თუმცა წლების შემდეგ ვან პერსი ამბობს, რომ მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო.

“კრიტიკას ვიღებ, მაგრამ შვილებს ვფიცავ, მილიონ ფუნტს გადავიხდი, თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ “არსენალმა” კონტრაქტი შემომთავაზა და მე უარი ვთქვი.

მაშინ კლუბმა გადაწყვიტა, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა. ეს მათი გადაწყვეტილება იყო. მოლაპარაკებების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ კლუბის სამომავლო განვითარების შესახებ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა.

იმისთვის, რომ “არსენალს” ინგლისის საუკეთესო კლუბებისთვის კონკურენცია გაეწია, შვიდპუნქტიანი გეგმა შევადგინე. მნიშვნელობა არ აქვს, რას გულისხმობდა ეს შვიდი პუნქტი. მთავარია, რომ ივან გაზიდისი (“არსენალის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) ჩემ მიერ შეთავაზებულ არცერთ პუნქტს არ დაეთანხმა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “არსენალმა” გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოეთავაზებინა. ისინი ჩემს შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო.

კმაყოფილი ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავედი და ჩემპიონატი მოვიგე. საკუთრივ ჩემთვის ყველაფერი კარგად დასრულდა”, – აღნიშნა ვან პერსიმ.

ვან პერსი: “ნებისმიერი წინადადების განსახილველად მზად ვარ”

“ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კლუბის წინადადების განსახილველად მზად არის. 33 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი არც ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას გამორიცხავს.

“ბოლო წლებში ბევრს ვმოგზაურობ და მე ეს მომწონს. ფეხბურთმა მასწავლა, რომ წლებით ადრე ვერაფერს დაგეგმავ. ცვალებად სიტუაციას უნდა მოერგო.

ნებისმიერი შემოთავაზების განსახილველად მზად ვარ. ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ 13 წელია ვთამაშობ და თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ: ინგლისში, თურქეთსა და ნებისმიერ ქვეყანაში”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს “ფეინოორდის” ოფიციალური ვებგვერდი.

“ჩელსი” ვან პერსით დაინტერესდა

ბრიტანული “სქაი სპორტსის” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელ რობინ ვან პერსით დაინტერესდა.

ინგლისური კლუბი აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში “ფენერბაჰჩეს” 32 წლის ჰოლანდიელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს.

შესაძლო ტრანსფერის თანხა და კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება.

რობინ ვან პერსიმ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობისათვის, ჰოლანდიელ თავდამსხმელსა და “ფენერბაჰჩეს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ვან პერსი: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ფენერბაჰჩეს” ფანები გავახარო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა.

“მოხარული ვარ, რომ სტამბულში ვიმყოფები. ფანტასტიური ფანების წინაშე ვითამაშებ.
ათი წლის განმავლობაში დირკ კიუიტთან ერთად ვთამაშობდი ნაკრებში. ჩვენ მეგობრები ვართ. სანამ აქ ჩამოვფრინდებოდი, მასთან ვისაუბრე. დირკმა მითხრა, რომ ეს დიდი კლუბია. იგი აქაური ქომაგების შესახებაც მესაუბრა.
ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფანები გავახარო”, – ვან პერსის კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი სტამბულში ოჯახთან ერთად ჩაფრინდა. რობინ ვან პერსი “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

 

ვან პერსი მანჩესტერულ დერბისაც გამოტოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 21 თებერვალს ტერფი დაიშავა. ამ პერიოდიდან ვან პერსის უქმობა უწევს.

ცნობისთვის, მანჩესტერული დერბი 12 აპრილს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში რობინ ვან პერსიმ პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა.

 

კარაგერი: “ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “მანჩესესტერ იუნაიტედის” თავდასხმის ხაზი გააკრიტიკა.

“ყველა ამბობს, რომ “იუნაიტედს” ცენტრალური მცველი სჭირდება, თუმცა სტატისტიკურად გუნდს ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.

“მანჩესტერ იუნაიტედს” პრობლემა სხვა პოზიციაზე აქვს. ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს. “წითელი ეშმაკების” შეტევას მობილურობა აკლია. “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დე ხეას უფრო ხშირად ჰქონდა ბურთი, ვიდრე თავდამსხმელებს”, – განაცხადა კარაგერმა “სქაი სპორტსის” ეთერში.

 

როსიცკიმ ვან პერსის დასცინა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ ყოფილ თანაგუნდელ რობინ ვან პერსის დასცინა. ჩეხმა ფეხბურთელმა დღეს დილით სოციალურ ქსელში ქვემოთ მოცემული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ზედ წააწერა:

“LOL Robin van Persie”.

ალბათ, მიხვდით, რომ როსიცკიმ ვან პერსის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნა შეახსენა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა, რომელმაც “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა.

NOT MAN UTD

ვან პერსის მარცხენა ფეხით გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

რობინ ვან პერსის თავისი კარიერის განმავლობაში ამრცხენა ფეხით არაერთ ლამაზი გოლი გაუტანია. წარმოგიდგენთ ამ გოლებს შორის ხუთი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

„ჩარლტონი“ – „არსენალი“, 2006 წლის 30 სექტემბერი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ასტონ ვილა“ (მეორე გოლი), 2013 წლის 22 აპრილი

„არსენალი“ – „ბლექბერნი“, 2006 წლის 26 ნოემბერი

„არსენალი“ – „ევერტონი“, 2011 წლის 10 დეკემბერი

„ჩელსი„ – „არსენალი“, 2011 წლის 29 ოქტომბერი

ვან პერსი: “ჰიდინკი მწვრთნელი არ არის”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

“ჰიდინკი მწვრთნელი არ არის. დამამცირებელი მარცხი ვიწვნიეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო. დაწინაურების რამდენიმე შანსიც გვქონდა, თუმცა ბოლო წუთზე გოლი აქეთ გავუშვით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”.

ეს შეხვედრა გუს ჰიდინკისთვის ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო. 67 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკი “ნარინჯისფერთა” მთავარ გუნდს 1994–1998 წლებშიც თავკაცობდა.

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, შინ გამართავს. ჰიდინკის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს მიღებს, რომელიც თავის მხრივ, ლატვიის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაშორდა.

 

ვან პერსი “სუონსისთან” არ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურში “სუონსი სიტისთან” გასამართ მატჩს გუნდის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტოვებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელმა, რომელსაც ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასასვენებლად დამატებითი დრო მიეცა, სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო.

“არ არის იმის შანსი, რომ ვან პერსიმ ითამაშოს. მას ვარჯიში სჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

ვან პერსის გოლი მონეტაზე გამოსახეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების კარში რობინ ვან პერსის მიერ ნახტომში გატანილი გოლი სამახსოვრო მონეტაზე გამოსახეს.

მონეტა ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანამ მოჭრა და ექვსი ათასი ეგზემპლარი გამოუშვა. მონეტის რევერსზე ნახტომში მყოფი ვან პერსის სილუეტია გამოსახული. ფასი 9,95 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.