მანუელ ნოიერს ჯარიმების გატანაც შეუძლია (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Facebook-ში კომპიუტერული თამაშის FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლები გააქვს თამაშში მანუელ ნოიერს და როგორი სეივის გაკეთება შეუძლია მას.

FIFA 15: 2014 წლის საუკეთესო გოლები

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც FIFA 15-ში 2014 წელს გატანილი საუკეთესო გოლებია აღბეჭდილი.

კრიშტიანო რონალდუმ “ბარსელონას” სუპერ გოლი გაუტანა (FIFA 15)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაუტანა კრიშტიანო რონალდუმ კატალონიის “ბარსელონას” კომპიუტერულ თამაშ FIFA 15-ში.

მესიმ და ნეიმარმა თანაგუნდელებთან FIFA 15-ის ტურნირი ჩაატარეს (ვოდეო)

კატალონიის „ბარსელონას“ მოთამაშეებმა საფეხბურთო სიმულატორის FIFA 15-ის ტურნირი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა ლიონელ მესიმ, ნეიმარმა, დანი ალვესმა, მუნირმა, ხერარდ პიკემ, მარკ ბარტრამ, ივან რაკიტიჩმა და ხორდი ალბამ მიიღეს.

ტურნირი 4VS4-ის ფორმატით ჩატარდა. პირველ გუნდში მესი, ნეიმარი, ალვესი და მუნირი შევიდნენ.

რითი დასრულდა ტურნირი? იხილეთ ვიდეო:

ლუის სუარესს FIFA 15-შიც დისკვალიფიკაცია აქვს

“ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს ვიდეოთამაშ FIFA 15-იც აქვს 26 ოქტომბრამდე დისკვალიფიკაცია.

აღნიშნულ თარიღამდე გეიმერები FIFA 15-ში სუარესს მოედანზე ვერ გამოიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, სუარესს ცხრამატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია აქვს.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

როგორი იქნება FIFA 15

ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული კომპიუტერული თამაშის, FIFA 15-ის თრეილერი გავრცელდა.