შესაძლოა, ლუის სუარესი თურქეთში წავიდეს

შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.

ესპანური “ასი” იუწყება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის წარმომადგენლები “ფენერბაჰჩესთან” და “ბეშიქთაშთან” აწარმოებენ მოლაპარაკებას. 35 წლის თავდამსხმელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ლუის სუარესმა ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შესაძლოა, ლუის სუარესი პრემიერლიგაში დაბრუნდეს

მიმდინარე წლის 30 ივნისს მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ლუის სუარესს გუნდთან კონტრაქტი ამოწურება. ურუგვაელი ფეხბურთელის დასამატებლად რამდენიმე კლუბმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ სუარესის დამატებით დაინტერესებულია ბირმინგემის “ასტონ ვილა”, რომელსაც დღესდღეობით ურუგვაელი თავდამსხმელის ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდი თავკაცობს. გარდა ამისა, სუარესის დაბრუნების ინტერესი გამოთქვა ამსტერდამის “აიაქსმა”, რომლის ღირსებასაც 35 წლის ფეხბურთელი 2007-2011 წლებში იცავდა. წყაროს თანახმად, სუარესის დამატება MLS-ისა და ბრაზილიის ოთხ კლუბსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ატლეტიკოში” 2020 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლუის სუარესი: “არაფერია გასაოცარი იმაში, რომ “ბარსელონა” ჩემს შემცვლელს ეძებს”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი მშვიდად შეხვდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კატალონიური გუნდი მის შემცვლელს ეძებს.

“ამ ინფორმაციას მშვიდად შევხვდი. ჩემს ასაკში ნებისმიერ კრიტიკაზე მაღლა უნდა იდგე. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ “ბარსელონა” ახალი “ცხრიანის” ძიებაშია. მე უკვე 31 წლის ვარ, კლუბმა კი მომავალზე უნდა იფიქროს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ბარსელონას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ის კატალონიური გუნდის რიგებში სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სუარესი იმედს არ კარგავს

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენთან” სოლიდურ სხვაობას აღმოფხვრის და მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

“ბრძოლაში დაბრუნება შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქომაგებმა ის “ბარსელონა” იხილონ, რომელსაც მიჩვეულნი არიან. ამ სიტუაციის გამოსწორება ძალზედ რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვინმეს ამ ვითარების შემოტრიალება შეუძლია, ეს სწორედ “ბარსელონაა”. ჩვენ სიტუაციის შესაცვლელად ყველა საჭირო თვისება გაგვაჩნია”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “ფრანს ფუტბოლი”.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა “ნოუ კამპზე”, 8 მარტს ჩატარდება.

სუარესს პრიმერაში მხოლოდ ერთი კლუბისთვის არ გაუტანია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ალავესი” ანაგრიშით 6:0 გაანადგურა. მატჩში დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა.

“ალავესი” გახდა პრიმერადივიზიონის 23-ე კლუბი, რომლისთვისაც ურუგვაელ თავდამსხმელს გოლი აქვს გატანილი. ლა ლიგის ერთადერთ კლუბად, რომლის კარშიც სუარესს გოლი არ გაუტანია, “მალაგა” რჩება.

ლუის სუარესსს “ბარსელონას” რიგებში უკვე 108 ბურთი აქვს გატანილი, აქედან 74 გოლი პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩებში მიითვალა.

რა მეტსახელი მოუფიქრა ნეიმარმა სუარესს “ოსასუნასთან” მატჩში

ესპანეთის პრიმერადივიზიონი მე-15 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ოსასუნა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დისკვალიფიცირებული ნეიმარი მატჩს ტელევიზორში ადევნებდა თვალყურს. შეხვედრაში პირველი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა და როდესაც ურუგვაელი ფეხბურთელი ეკრანზე აჩვენეს, ნეიმარმა მას სურათი გადაუღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით:

“კარგი მსუქანი”.

buena gordo

სუარესი ვარჯიშზე კარში ჩადგა, მაგრამ გოლი მაინც გაიტანა (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ჩილეში ჩაატარებს. გუნდმა ბოლო ვარჯიშზე ორკარა გამართა, ერთი კარი კი მწვრთნელმა თავდამსხმელ ლუის სუარესს ანდო, რომელმაც მეკარეობის მიუხედავად, გოლის გატანა მაინც მოახერხა.

ლუის სუარესს “ოქროს ბუცი” გადაეცა

“ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს დღეს “ოქროს ბუცი” გადაეცა. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა და ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება. მთავარი გუნდური ტიტულია და მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის მოგება უკვე მოვახერხე. კარგი თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბუცს” ვერ მოვიგებდი. ეს ჯილდო გუნდური ძალისხმევის დამსახურებაა.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ჩემ გვერდით საუკეთესო ფეხბურთელები არიან. გასული სეზონი მართლად ფანტასტიური გამოვიდა. ჯერ ადრეა იმის თქმა, დავასრულებ თუ არა კარიერას “ბარსელონაში”. აქ თამაშისთვის მუდმივად უმაღლეს დონეზე უნდა იყო. იმედი მაქვს, რომ ასე თამაშს გავაგრძელებ”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “ბარსელონას” პრესსამსახური.

სუარესს ხელფასის მომატება სურს

“ბარსელონა” ლუის სუარესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

29 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი შრომითი ხელშეკრულების გასაგრძელებლად მზად არის, თუმცა კატალონიური კლუბისგან ხელფასის ზრდას მოითხოვს.

სუარესის წლიური ჯამაგირი 10 მილიონ ევროს შეადგენს. ურუგვაელს იმ ოდენობის ხელფასი სურს, რამდენსაც ნეიმარი იღებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილი უკავია. ამ სიაში პირველი ლიონელ მესი გახლავთ, რომლის წლიური ანაზღაურებაც წელიწადში 21 მილიონ ევროს შეადგენს.

“ბარსელონა” ლუის სუარესის პირობას, სავარაუდოდ, მიიღებს, ვინაიდან კლუბში თვლიან, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ხელფასის მატებას იმსახურებს.

როგორ დასცინეს “ბარსას” ფეხბურთელებმა ლუის სუარესს ვარჯიშზე (ვიდეო)

“ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშზე არდა თურანმა ლუის სუარესს ბურთი ფეხხებს შორის ეფექტურად გაუტარა, რის შემდეგაც ურუგვაელი ფეხბურთელი დაცინვის ობიექტი გახდა.

როგორი პასი გაუკეთა სუარესმა ნეიმარს (ვიდეო)

“ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს ბოლო პერიოდში არამხოლოდ გოლების გატანით მოჰყავს საზოგადოება აღფრთოვანებაში. ესპანეთის პრიმერადივიზიონის IV ტურში “ლეგანესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) ურუგვაელმა ფეხბურთელმა ნეიმარს ეფექტური გადაცემა გაუკეთა.

ლუის სუარესმა “ბარსელონაში” რეკორდი დაამყარა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის III ტურში “ბარსელონა” შინ “ალავესთან” სენსაციურად დამარცხდა, ანგარიშით 1:2.

აღნიშნული შეხვედრა ლუის სუარესისთვის კატალონიური გუნდის რიგებში მე-100 გახლდათ. ურუგვაელი ფეხბურთელი მოედანზე მატჩის 66-ე წუთზე შევიდა. სუარესმა “ბარსელონას” ფორმით ჩატარებულ ამ ას შეხვედრაში 88 გოლის გატანა შეძლო, რაც საკლუბო რეკორდი გახლავთ.