მესიმ რეკორდი FIFA 15-შიც მოხსნა

კატალონიის ‘’ბარსელონას’’ ფეხბურთელი, ლიონელ ანდრეს მესი ‘’ლა ლიგის’’ საუკეთესო ბომბარდირია.  27 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში 253 გოლის გატანა შეძლო.
Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ამჯერად ლიონელ მესი ვიდეოთამაშ FIFA 15-ში ხსნის რეკორდს. ვიდეოს ავტორი Fifizlo გახლავთ. გეიმერმა ძალიან საინტერესო და ლამაზი ვიდეო გაავრცელა. აღნიშნულ ვიდეოში სიტუაცია შაბათს გამართული მატჩის მსგავსად ვითარდება(‘’ბარსელონა 5-1 ‘’სევილია).

“ბარსას” ფეხბურთელებმა FIFA 15 ითამაშეს — ვინ რა გუნდი აირჩია

ლიონელ მესი, ნეიმარი და “ბარსელონას” კიდევ ექვსი ფეხბურთელი კლუბის საწვრთნელც ცენტრ ლა მასიაში FIFA 15-ის თამაშით გაერთნენ.

კატალონიურ გუნდის რვა ფეხბურთელი ოთხ-ოთხად გაიყო ვიდეოთამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს მესი, ნეიმარი, დანი ალვესი, მუნირი და მეორე მხარეს ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი და მარკ ბარტრა იბრძოდნენ მხარდამხარ. ალბათ, გაინტერესებთ, რომელმა მხარემ რომელი გუნდი აირჩია. ორივე ოთხეულმა “ბარსელონა” შეარჩია, თუმც პირველი ოთხეულის გუნდი “ბარსას” ტრადიცული ფორმით თამაშობდა, მეორე ოთხეულის გუნდს კი ღია ყვითელი გასვლითი მაისური ემოსა.

BarcaFIFA15

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94