მირანდა: „ტიაგო სილვა ნაკრებში თამაშს იმსახურებს“

„ინტერის“ მცველის ჟოაო მირანდას აზრით, პსჟ-ს მცველი ტიაგო სილვა ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. აქამდე ბრაზილიელთა თავკაც დუნგას უთქვამს, რომ სილვას ქვეყნის მთავარ გუნდში არამხოლოდ სპორტული მიზეზით არ იძახებს.

„ვფიქრობ, ტიაგო სილვა ჩინებული მცველია, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს, თუმცა გადაწყვეტილებას მწვრთნელი იუღებს, რასაც პატივი უნდა ვცეთ. ნაკრებში მეც არ მიძახებდნენ, რის შემდეგ დასკვნები გამოვიტანე.

დავიდ ლუისი? ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ნორმალურია, როდესაც შეცდომების გამო გაკრიიკებენ. მასთან, ტიაგო სილვასთან ან მარკინიოსთან თამაშის პრობლემა არ მაქვს“, – ციტირებს მირანდას „GloboEsporte“.

მირანდამ “ინტერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, ჟოაო მირანდა მილანში სავალდებული წესით ჩაფრინდა.

“ინტერის” თვითერის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა მცველმა “ინტერში” წარმატებით ჩააბარა სამედიცინო შემოწმება.

ჟოაო მაშინ მოაწერს ხელს “ნერაძურისთან” პირად კონტრაქტს, როცა ის იტალიური გრანდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ამ სეზონში, მირანდამ ლა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

IR

მირანდა: “ბრაზილიის ნაკრებს არ გაუმართლა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი მირანდა აცხადებს, რომ მის გუნდს პარაგვაისთან პენალტების სერიაში არ გაუმართლა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, ბრაზილიამ პარაგვაისთან ფრედ 1:1 ითამაშა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “სელესაო” 3:4 დამარცხდა.

“საუბარი რთულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეტოქემ ერთი გოლიც პენალტიდან გაიტანა. ჩემი აზრით, პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა”, – უთხრა მირანდამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს.

მირანდა “ინტერში” მიდის

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი მირანდა მილანის “ინტერში” გადასვლასთან ახლოს არის.

“სპორტ მედიასეტის” ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. “ნერიაძური” მირანდასთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში მირანდამ 36 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მირანდა: „მოგების შანსი გვქონდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველის მირანდას აზრით, „რეალთან“ უგოლოდ დასრულებულ მატჩში მის გუნდს მოგების შანსი ჰქონდა.

„ჩვენ მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ მომენტები „რეალსაც“ შეექმნა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მეორეში კი მეტოქეს ვაჯობეთ. „ბერნაბეუზე“ მოსაგებად გავალთ. გაგვიჭირდება, თუმცა გოლის გატანის შემთხვევაში, შესაძლოა, ნახევარფინალში აღვმოჩნდეთ“, – განაცხადა მირანდამ.

მირანდა: “რეალი” ძლიერია, თუმცა “ატლეტიკოს” დამარცხებას ვერ ახერხებს

“ატლეტიკოს” მცველმა, ჟოაო მირანდამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“მათ ორი რთული მატჩი ელით. “რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია, ამჟამას მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ დაუმარცხებელი არ არის. “რეალს” მიმდინარე სეზონში 6-ჯერ შევხვდით და ერთხელაც არ წაგვიგია.

პრიმერაში ჩვენი მიზანი მეორე ან მესამე ადგილის მოპოვება იქნება” – განაცხადა მირანდამ.

,,სიტი” მირანდათი დაინტერესდა

,,მანჩესტერ სიტი” მადრიდის ,,ატლეტიკოს” ფეხბურთელით, მირანდათი დაინტერესდა. ,,სიტის” ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. მანულ პელეგრინი კი ამ ადგილას მირანდას მოისაზრებს.

როგორც იცით, გუნდს ტრავმის გამო, ვისენტე კომპანი ვერ ეხმარება. დიდი ალბათობით, ,,სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცველს შეიძენს.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

 

ალმერია – ატლეტიკო 0:1

პრიმერას მეხუთე ტურში მადრიდის “ატლეტიკო” ალმერიას ესეტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ალმერია 0-1 ატლეტიკო

გოლი: მირანდა 60′

 

კრიშტიანო რონალდუმ დიეგო გოდინი კრივის ილეთით ჩამოიშორა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უხეშობს კრიშტიანო რონალდუ მადრიდის “ატლეტიკოს” მცველებთან.

“ატლეტიკოს” ფეხბურთელის საშინელი პენალტი

“სან ხოსე ერტკვეიკსსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართულ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მირანდამ თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა.

ატლეტიკო ტორესის დაბრუნებას ცდილობს

მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ფერნანდო ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოებს.

Eurosport – ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ გაყიდონ, თუმცა მადრიდელები ფასის დაკლებას ცდილობენ.

თავის მხრივ “ჩელსი” დაინტერესებულია, რომ ტორესი მირანდას ტრანსფერის ნაწილი გახდეს, მაგრამ “ატლეტიკო” მცველში 30 მილიონ ევროს ითხოვს.

ატლეტიკო მირანდას შენარჩუნებას ცდილობს

ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკომ” 29 წლის მცველის მირანდას თაობაზე ოფიციალურად რამდენიმე წინადადება მიიღო.

მიუხედავადად წამყავნი ევროპული კლუბის ინტერესისა, მის კონტრაქტში მითითებულ 30 მილიონის გადახდა არავის უნდა.

თუ, კლუბი მისაღებ წინადადებას არ მიიღებს, მირანდა კარიერას “ატლეტიკოში” გააგრძელებს.