“ატლეტიკოს” მცველი მირანდა მოლაპარაკებებს ინგლისურ და ესპანურ გუნდებთან აწარმოებს.
“რამდენიმე საინტერესო წინადადება მივიღე და მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებ. საუბარია პრემიერლიგის და პრიმერას გუნდებზე.
ჩემი აგენტი ევროპაში იმყოფება და მოლაპარაკებებს სწორედ ის წარმართავს” – განაცხადა მირანდამ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით 29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” იჩენდნენ.