დანლივი, მინიმუმ, ორ კვირას გამოტოვებს

„ჩიკაგო ბულზის“ ფორვარდს მაიკლ დანლივის, რომელმაც სეზონის დაწყების წინ ზურგის ოპერაცია გაიკეთა, კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებვული პრობლემები გაუჩნდა. როგორც ESPN.com წერს, კალათბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის, მინიმუმ, ორ კვირას გამოტოვებს.

დანლივის ოპერაცია 25 სექტემბერს ჩუატარდა და აღსადგენად 9 კვირა დასჭირდება.

„ხარების“ მთავარი მწვრთნელის ფრედ ჰოიბერგის თქმით, ფორვარდს კლვავ ტკივილი აწუხებს.სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ დანლივის, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. სრული სეზონის გამოტოვებაზე ამჟამად საუბარი არ არის.

„ჩიკაგომ“ დანლივი დაკარგა

„ჩიკაგო ბულზის“ ვეტერანი მაიკ დანლივი ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. გამოცდილი მოთამაშე „დენვერ ნაგეტსთან“ შეხვედრაში დაშავდა.

დავამატებთ, რომ 34 წლის ფორვარდმა დღეს „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში ვერ ითამაშა (109:104).

მიმდინარე სეზონში დანლივიმ 33 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 9,6 ქულა, 3,8 მოხსნა და 1,7 გადაცემა შეადგინა.

მაიკლ დანლივის „როკეტსთან“ მატჩში თავი გაუტეხეს (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩში „ჩიკაგო ბულსის“ მცველს მაიკლ დანლივის თავი გაუტეხეს.

აღნიშნული ეპიზოდი მეორე მეოთხედში მოხდა, როდესაც მოთამაშეს მეტოქე გუნდის ფორვარდს ჩენდლერ პარსონს შეეჯახა.

კლუბის ექიმებმა დანლივის საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მან თამაში მესამე მეოთხედში განაახლა და 18 ქულაც დააგროვა. საბოლოოდ, „ხარებმა“ მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით, 111:87 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ „როკეტსის“ ტვიტერის ოფიცალურ გვერდზე შეხვედრის შემდგომ შემდეგი პოსტი გამოქვეყნდა: „რა ვისწავლეთ დღეს? ის, რომ მაიკლ დანლივის არასდროს უნდა ჩავარტყათ“.

აქვე წარმოგიდგენთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეოს: