სავიოლას ინგლისში თამაში სურს

ხავიერ სავიოლამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ინგლისის რომელიმე გუნდში გადასვლა სურს.

„ოლიმპიაკოსთან“ შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ხავიერი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ნებისმიერ კლუბთან შეუძლია მოლაპარაკებების დაწყება. მას ყოველთვის სურდა ინგლისში თამაში და კვლავ აქვს ამის სურვილი. ამ ქვეყნიდან არაერთი შემოთავაზება გვაქვს“, – განაცხადა სავიოლას აგენტმა.

32 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

 

ერიკ აბიდალი “ოლიმპიაკოსში” ვიქტორ ვალდესის გამო გადავიდა

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა “მონაკოს” რიგები დატოვა და ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” მიაშურა.

მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის მცველმა “მონაკოსთან” კონტრაქტი გასულ კვირაში გაახანგძლივა, ის სხვა კლუბში მაინც გადავიდა. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბიდალი ასე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ ვალდესის გამო მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ ვალდესმა “მონაკოში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, ხოლო აბიდალი კლუბის ხელმძღვანებლობის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა და ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

აბიდალმა, გასულ სეზონში, “მონაკოს” შემადგენლობაში 29 მატჩის ჩატარება მოახერხა.

ოლიმპიაკოსი რეიესს უმიზნებს

“სევილიას” 30 წლის ვინგერმა ხოსე ანტონიო რეიესმა, შესაძლოა, კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს.

“ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი მიჩელი რეიესის ნიჭის თავყვანისმცემელია და თვლის, რომ “ბენფიკას”, “ატლეტიკო”, “რეალის” და “არსენალის” ყოფილ მოთამაშეს მისი გუნდის გაძლიერება შეუძლია.

ესპანური პრესისი ცნობით რეიესი ბერძნული კლუბიდან შემოთავაზებას უახლოეს მომავალში მიიღებს. თუმცა, ამ ეტპაზე ანდალუსიური კლუბის სურვილი და ბერძნულის შესაძლებლობებიც უცნობია.

ჰიკმანმა ცსკა-სთან 15 ქულა დააგროვა, „ოლიმპიაკოსმა“ „რეალი“ დაამარცხა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის 1/4 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა.

ათენის „ოლიმპიაკოსმა“ შინ მადრიდის „რეალი“ მიიღო და მეტოქეს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში დანსტონი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა გააკეთა.

„ოლიმპიაკოსი“ – „რეალი“ 78:76 (23:15, 22:23, 20:20, 13:18)

„ოლიმპიაკოსი“: დანსტონი (21 ქ. 9 მ. 4 პ.), სპანულისი (17 ქ. 4 პ. 5 დ.), ლოიესკი (11 ქ.), პეტუეი (11 ქ.)
„რეალი“: როდრიგესი (19 ქ. 4 პ.), ფერნანდესი (18), ლიული (16), რეიესი (13)

ანგარიში სერიაში: 1:2

მილანში მარცხის შემდეგ თელ-ავივის „მაკაბიმ“ შინ „არმანი ჯინსს“ შანსი არ დაუტოვა და 12 ქულით აჯობა. ისრაელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რიკი ჰიკმენი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და 6 გადაცემა გააკეთა.

„მაკაბი“ – „არმანი ჯინსი“ 75:63 (15:16, 24:13, 22:16, 14:18)

„მაკაბი“: ბლუ (16 ქ.), ჰიკმანი (15 ქ. 6 პ.), ტაიუსი (14 ქ. 8 მ.), რაისი (9 ქ. 4 პ.), სხორცანიტისი (8), სმიტი (7)
„არმანი ჯინსი“: ჰეკეტი (14 ქ. 6 მ.), ლენგფორდი (12 ქ. 4 პ.), ჯერელსი (11), სამუელსი (8), მოსი (7 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:1

გაიმარჯვა კიდევ ერთმა ბერძნულმა გრანდმა „პანაითინაიკოსმა“, რომელმაც ცსკა-სთან პირველი ორი წაგებული მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში შეამცირა და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პანაითინაკოსი – ცსკა 65:59 (20:11, 21:24, 10:12, 14:12)

„პანაითინაიკოსი“: ლასმე (13 ქ.), რაიტი (10 ქ. 8 მ.), დიამანტიდისი (9 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფოცისი (9 ქ. 7 მ.)
ცსკა: უიმსი (14 ქ.), რიდზონი (10), ვორონცევიჩი (7 ქ. 6 მ.), კრსტიჩი (6), ხრიაპა (1 ქ. 5 მ. 8 პ.)

ანგარიში სერიაში: 1:2

ოლიმპიაკოსს ვუჩინიჩი მოუნდა

ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ტურინის “იუვენტუსის” 30 წლის ფორვარდით აპირებს გაძლიერებას.

ძამთარში ვუჩინიჩ “ინტერში” გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. თუმცა, როგორც ჩანს მონტენეგროელი ტურინში მაინც არ დარჩება.

იტალიური პრესის ცნობით, ვუჩინიჩით “ოლიმპიაკოსი” საკმაოდ სერიოზულად ყოფილა დაინტერესებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ოლიმპიაკოსი” (სასტარტო შემადგენლობები)

19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსს” მიიღებს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, რაფაელი, ევრა, ჯონსი, ფერდინანდი, გიგსი, კერიკი, ვალენსია, რუნი, უელბეკი, ვან პერსი.

“ოლიმპიაკოსი”: რობერტო, მანიატისი, ჰოლებასი, მანოლასი, მარკანო, სალინო, ნდინგა, პერესი, ფუსტერი, კემპბელი, დომინგესი.

„ოლიმპიაკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონია

„ოლიმპიაკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებით გასამართ მატჩს მშვენიერი განწყობით ხვდება. გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი ისტორიაში 41-ედ გახდა.

„წითელ-თეთრებმა“ საბერძნეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „პანათინაიკოსი“ მიიღეს და დაუძინებელი მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, რითაც სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.

 

“პაოკის” ფეხბურთელმა “ოლიმპიაკოსის” მოთამაშე ნოკაუტში ჩააგდო

9 მარტს, საბერძნეთის ჩემპიონატში, “პაოკსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამართულ მატჩში (2:1), “ოლიმპიაკოსის” მცველმა ხუან ინსაურალდემ მეტოქე გუნდის მოთამაშე ნოკაუტში ჩააგდო.

“ოლიმპიაკოსში” შერმადინის დებიუტი გადაიდო

ესპანური „სარაგოსადან“ ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გადასული გიორგი შერმადინის დებიუტი გადაიდო. 4 დღეა, ქართველი ცენტრი ბერძნულ გუნდშია და ვარჯიშობს, გუშინ კი საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა, თუმცა შერმადინს არ უთამაშია.

„ოლიმპიაკოსი“ სტუმრად „აპოლონ პატრასს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:67დაამარცხა. შერმადინი განაცხადში არ ყოფილა, მისი დებიუტი სავარაუდოდ ევროლიგის მატჩში, 6 მარტს, იტალიურ „ემპორიო არმანისთან“ შედგება.

GBF.GE

კერიკი: “მანჩესტერ იუნაიტედს” მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ მიუხედავად “ოლიმპიაკოსთან” განცდილი მარცხისა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მაინც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “ოლიმპიაკოსმა” “მანჩესტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე დომინგესისა და კემპბელის გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. მიუხედავად მარცხისა, ვფიქრობ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ფაქტია, საქმე საკმაოდ გავირთულეთ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” ძლიერი გუნდია”, – ამბობ კერიკი.

მოიესი: „ეს ევროპაში ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ ეწვია და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ევროსარბიელზე ეს მისი გუნდის ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.

„ეს ევროპაში ჩვენი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო. არაფერს არ ვიმსახურებთ. გაკვირვებული ვარ. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი თამაშის დონე იზრდებოდეს. მატჩს კარგ ფორმაში და კარგი განწყობით შევხვდით, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. უკეთ უნდა გვეთამაშა, ჩვენ ეს შეგვიძლია.

ერთადერთი კარგი რამ არის ის, რომ განმეორებითი მატჩი იქნება. „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრას დიდი იმედით ველოდები“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მოიესის „მანჩესტერ იუნაიტედი“ საბერძნეთში დაეცა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ პირეოსში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კი თქვა, საბერძნეთში რთული შეხვედრა გველისო, მაგრამ ინგლისელთა ასეთ უსუსურ თამაშს, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა. სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარში, შექმნეს ერთი რეალური მომენტი, რომელიც რობინ ვან პერსიმ ქარს გაატანა. საოცრად მოტივირებული ბერძნების ფონზე, მოიესის გუნდი სრულიად დემორალიზებული გამოიყურებოდა.

ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე ალეხანდრო დომინგესმა გაიტანა, რომელმაც იანის მანიატისის დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება შეუცვალა, რაზეც დავიდ დე ხეამ რეაგირება ვეღარ მოასწრო.

მასპინძელთა უპირატესონა 55-ე წუთზე ჯოელ კემპბელმა შორეული ლამაზი დარტყმით განამტკიცა.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ სტადიაზე პირველი სტუმარი გუნდია, რომელიც დამარცხდა. ინგლისელებმა ტურნირის მეოთხედფინალამდე მიმავალი გზა მნიშვნელოვნად გაიმრუდეს, თუმცა საქმის გამოსწორება „წითელ ეშმაკებს“„ოლდ ტრაფორდზე“, 19 მარტს შეეძლებათ.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 (1:0)

„ოლიმპიაკოსი“: რობერტო ხიმენესი, ოლებასი, მარკანო, მანიატისი, მანოლასი, პერესი (ვალდესი 86′), ნდინგა, ლეანდრო სალინო, ოლაიტანი, დომინგესი (პაულუ მაშადუ 76′), კემპბელი (ფუსტერი 67′).
მთავარი მწვრთნელი: მიჩელი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, კერიკი, ვალენსია (უელბეკი 60′), იანგი, კლევერლი (კაგავა 60′), ვან პერსი, რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: დომინგესი 38′, კემპბელი 55′.
გაფრთხილებები: ევრა 3′, ფერდინანდი 90′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი