დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის ბოლოსწინა, 32- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ ტორპედო ქუთაისის დუბლებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქეს დიდი ანგარიშით 4:1 აჯობა. ამ გამარჯვებით პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 73 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 17 წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა ანგარიში. მატჩის 38- ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ მეორე გოლი გაიტანა ქუთაისელთა კარში. ორ წუთში არჩილ მესხმა 3:0 გახადა ანგარიში. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა 4:0.
მატჩის მეორე ტაიმი უფრო მშვიდად წარიმართა. ტორპედომ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ თბილისელებმა 4:1 იმარჯვეს.
დინამო (დუბ) 4:1 ტორპედო (დუბ)
დინამო (დუბლები): კულუა, თევზაძე, ჯაფიაშვილი (მარაქველიძე 76), შერგელაშვილი, კაკაბაძე (კაპანაძე 46), მახარობლიძე, ვეკუა (ქიქავა 61), ლობჟანიძე, ჯანელიძე, ა. მესხი (კვერნაძე 46), ვოლკოვი (წილოსანი 67)
ტორპედო (დუბლები): ადამია, დუდუჩავა, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, ლაღაძე, თედიაშვილი, ბანძელაძე, ტვილდიანი, ვალნერი, ბერეჩიკიძე, თორთლაძე