სალუქვაძე: “ოცდაცხრამეტივე სპორტსმენი ოლიმპიადის სამოსთან დაკავშირებით ერთ აზრზეა!”

ქართველ ოლიმპიელებს ტანისამოსი “სამოსელი პირველმა” შეუკერა. აღნიშნულმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველებში. ბევრი ამბობდა, რომ მას არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნულთან.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ქართველ ტყვიის მსროლელს, ნინო სალუქვაძეს და ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“სამოსი შექმნილია ეროვნული ორნამენტების გამოყენებით; მორგებულია ყველანაირი კონფიგურაციის ადამიანზე; გათვალისწინებულია დროშის ფერებიც; ის კლიმატური პირობებიც კი, რაც რიოში დაგვხვდება! ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოცდაცხრამეტივე სპორტსმენს ჰკითხეს მის შესახებ და ამ ტანსაცმლით ყველა კმაყოფილია. ის ყველას უხდება.

უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ მე პირადად კლასიკური სამოსის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპორტსმენთა უმრავლესობით, ნაციონალური სტილის ჩასაცმელი გადაწყდა.

13823133_1822155708004292_1545450476_n

სამოსის სამი ვარიანტი გვაქვს. იქ, ადგილზევე გადაწყდება, რომელი უნდა ჩავიცვათ. ის ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ავარჩევთ ტანსაცმელს, მხოლოდ ამინდია. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ბრაზილიაში ახლა ზამთარია. ღამით 14-16 გრადუსია და ცერემონიალი გვიან, ორ-სამ საათზე დასრულდება.

მართალი გითხრათ, ამხელა ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს ამ საკითხზე. ჩვენ, სპორტსმენებს სხვა, გაცილებით საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს გასაკეთებელი,” – განუცხადა Fanebi.Com-ს 47 წლის სპორტსმენმა.

“ინტერმა” ჩემპიონს მოუგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერმა” უკვე გაჩემპიონებულ “ყარაბაღს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

კახა ცხადაძემ გუნდის ოთხივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში დააყენა. ლომაიამ, ამისულაშილმა და სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ მოედანზე 76 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაშ კახა ცხადაძის გუნდი მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

ცხადაძემ “აზალს” ქართული დაცვით აჯობა

აზერბაჯანის ჩემპიონატის 31-ე ტურში კახა ცხადაძის “ინტერმა” “აზალს” უმასპინძა და 2:0 დაამარცხა.

“ინტერის” შემადგენლობას დაუბრუნდა ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. ამისულაშვილმა სალუქვაძესთან ერთად დაცვის ცენტრში ტანდემი შექმნა. ძირითადში იყო და მოედანზე 70 წუთი დაჰყო ბაჩანა ცხადაძემ.

27 მატჩი მოპოვებული 53 ქულით “იუნტერი” მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბახს” 10 ქულით ჩამორჩება.

ქართველების “ინტერმა” “გაბალა” ცხადაძისა და ალვაროს გოლებით დაამარცხა

23 მარტს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში, “გაბალამ” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს “ინტერის” ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა – ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძემ და ალექსანდრე იაშვილმა დაიწყო. სათადარიგოთა რიგებში იყო მეკარე გიორგი ლომაია და ასევე, ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე, იაშვილის მაგივრად გამოვიდა.

შეხვედრაში ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ მე-14 წუთზე გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ალვაროს მიერ 46-ე და 54-ე წუთებზე გატანილი გოლები მოყვა. 57-ე წუთზე, სპიჩიჩმა სხვაობა ოთხამდე გაზარდა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე “გაბალას” მოთამაშემ, მენდიმ დააფიქსირა – 1:4.