ევროპის ლიგა: ცხადაძის “ქაირათმა” ალბანურ გუნდს საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო

დღეს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ალმათში, “ორთალიქ სტადიონზე” ადგილობრივი “ქაირათი”, რომელსაც ქართველი სპეციალისტი, კახა ცხადაძე წვრთნის, კორჩას “სკენდერბეუს” დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა კოტ დ’ივუარელმა ლეგიონერმა, ჟერარდ ბი ჟოუა ჟოჰოუმ შეძლო და ქართველის კლუბი დააწინაურა.

მეორე ნახევარში ალბანელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 72-ე წუთზე კიდევ ერთმა აფრიკელმა, ამჯერად მალელმა ბაკარი ნიმაგამ გათანაბრება შეძლო.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა უკვე ალბანეთში 20 ივლისს შედგება.

აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებით, კახა ცხადაძე პოსტს ინარჩუნებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კი მწვრთნელთან მოლაპარაკებების გაგრძელებისაკენ მოუწოდეს.

კახა ცხადაძე: “მე არსად არ მივდივარ”

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და კახა ცხადაძე ერთმანეთს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანაზღაურების ახალი მოდელი შესთავაზეს.

“მე ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ ფეხბურთელებისათვის კარგი მოტივაცია დაწესდებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრა მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ ის ჩემი ხელფასის გადახდას არ აპირებდა. აქ უფრო მინისტრის პირადი დამოკიდებულება იკვეთება, რომელსაც სურს, რომ მე ნაკრებში აღავ ვიმუშაო.

იმედი მაქვს, ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე თანამშრომლობისთვის მზად ვარ. მინდა, ჩვენ და ფეხბურთის ფედერაციამ საქმე ერთად გავაკეთოთ. მე არსად არ მივდივარ”, – განაცხადა ცხადაძემ.

კახა ცხადაძე: “დასანანი გოლები გავუშვით”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელი ტირანაში ჩატარებული შეხვედრით დაასრულა. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გამართულ მეათე მატჩში ჩვენი გუნდი რეიტინგის 36-ე ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა შეხვედრის უმოკლეს პერიოდში ორი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ 2:2 დაფიქსირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ.

კახა ცხადაძე: „ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ, გარდა ამისა ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზსს გავუკეთებთ და ვეცდებით შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა თამაში ფაქტიურად მოგებული გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალაინ ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის. განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით”.

რას აცხადებდა ზურაბ ხიზანიშვილი შოტლანდიის ნაკრებთან მატჩამდე

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩამდე, “ჯვაროსანთა” გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ცხადაძემ ეს მატჩი უკვე მოიგო. როგორც ჩანს, ხიზანიშვილი მართალი აღმოჩნდა.

“მთავარ მწვრთნელს ეტყობა, რომ ამ მატჩისათვის მაქსიმალურად კარგად ემზადება და გადაჭარბებული თუ არ გამომივა, რასაც ვატყვობ, ვფიქრობ, რომ ეს თამაში კახამ უკვე მოიგო.

სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარე და გამოცდილებით ვხვდები, რა მომენტში გრძნობს მწვრთნელიც და ფეხბურთელიც, რომ კონკრეტულ თამაშში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ახლას სწორედ ასეთი მომენტია და მიმაჩნია, რომ წარმატებით თამაში შეგვიძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხადაძეს სურს, რომ წარმატებას კარგი ფეხბურთის თამაშით და შემტევი სტილით მივაღწიოთ, რაშიც ფეხბურთელებიც ვეთანხმებით,” ვკითხულობთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის პროგრამაში.

კახა ცხადაძის რეაქცია ვაკო ყაზაიშვილის გოლზე (ვიდეო)

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდია ვაკო ყაზაიშვილის გოლით, 1:0 დაამარცხა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა გოლზე ქართველთა თავკაც კახა ცხადაძეა.

კახა ცხადაძემ ოქრიაშვილის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდია ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის 71-ე წუთზე კახა ცხადაძემ თორნიკე ოქრიაშვილი გიორგი მერებაშვილით შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ოქრიაშვილი ამ ყოველივეთი უკმაყოფილი დარჩა. ქართველმა შემტევი ცვლილების შემდეგ პირდაპირ გასახდელში გაემართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კახა ცხადაძეს კომენტარის გაკეთება ამ ინციდენტზეც სთხოვეს.

“ყოველთვის მიხარია, როცა ფეხბურთელს თამაშის ამბიცია გააჩნია. ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ”, – განაცხადა ცხადაძემ.

ცუდი მომენტი მატჩიდან რატო მცვლი შენი დედის მ***ლი მოვ***ნ შე ნაბო***რო რატო მცვლის ეს გამზრდელ მოტ****ლი?ყ**ო შენ !!! ძალიან ცუდიააა (ალეკო)

Posted by უმაღლესი ლიგა on Friday, 4 September 2015

კახა ცხადაძე: “გვინდა, რომ გუნდური თამაში ვაჩვენოთ”

შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“31 აგვისტოს მომზადება დავიწყეთ. მოკლე პერიოდში რთული თამაშები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს. ძალიან რთული მატჩები გველის. ორივე გუნდს მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ. შოტლანდიელები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. დიდი ხანია ოფიციალური მატჩი არ მოგვიგვია, ეს კი ჩვენი მოტივაციაა. ამ შეხვედრებში უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია.

როცა ფეხბურთელი უთამაშებელია, ეს პრობლემაა. ჩვენ მაღალი დონის მეკარეები გვყავს. გადაწყვეტილი მაქვს, ვინ დადგება კარებში. ფეხბურთელებმა იციან, რა გვინდა ჩვენ და რას ვითხოვთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და აუცილებელია, ფეხბურთელებმა მათი მოვალეობა შეასრულონ. აუცილებელია, ხვალ დადებითი შედეგი მივიღოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდური თამაშის ჩვენება გვსურს.

შოტლანდია თანამედროვე და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. ბრიტანული ფეხბურთი გამოირჩეოდა ათლეტური თამაშით და გრძელი გადაცემებით, მაგრამ შოტლანდიამ ბოლო დროს ეს მითი დაამსხვრია. მეტოქე სქემას იშვიათად ცვლის. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი დონის გუნდებთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ ყველა მატჩს ვაანალიზებთ და გვინდა, რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ. ნაკრებში მოსულ ფეხბურთელებს თავიდან ვერ მოვამზადებთ, ისინი კლუბებში უნდა მოემზადონ. პოლონეთთან მატჩში, კონცენტრაციის დაკარგვის გარდა, ბოლო წუთებში დავიღალეთ. თუმცა, ვფიქრობ, ფსიქოლიგურად გავტყდით. დიდი ძალებით ვუტევდით, მაგრამ მეორე გოლის მიღების შემდეგ ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ შეხვედრა უკვე წავაგეთ. ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია, სხვაგან ასე არ იქცევიან. იმ შემთხვევაში თუ უბურთოთ ვირბენთ, არანაირი ფუნქციალური მდგომარეობა არ გვექნება. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები სირბილი მოგვიწევს.

ფეხბურთი მარტო სირბილი არ არის. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. რაც შეეხება კაკაბაძეს, მას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში მოვიაზრებთ. კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ გავუშვით, რადგან გუნდში მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი გვრჩებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იმუშაონ. გველესიანს ისეთი მონაცემები აქვს, რომ გერმანიაში მას უკვე ნაკრების ფეხბურთელად აქცევდნენ. მთავარია, ფეხბურთელებმა იშრომონ. რაც უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები გვეყოლება, მით უფრო მაღალ მიზნებზე ვიფიქრებთ.”

კახა ცხადაძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ უახლოეს მატჩს შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ 4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი მატჩებისთვის, რომელიც თბილისსა და დუბლინში გაიმართება 24 კაციანი შემაგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( „ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე ( „ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), მათე ცინცაძე („დინამო თბილისი“, საქართველო)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( „ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( „ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე ( „ორჰუსი“, დანია)

საქართველოს ნაკრები არასრული შეადგენლობით პირველ ვარჯიშს, 31 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩაატარებს.

3 სექტემბერს 19 საათზე კახა ცხადაძე მატჩსიწინა პრესკონფერენციას „დინამო არენაზე“ გამართავს, 19.30 წუთიდან კი ოფიციალური ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე შედგება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.

საქართველო-შოტლანდიის მატჩი თბილისში, 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, 20 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

კახა ცხადაძე: “მე და ფეხბურთელები ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა. ცხადაძის აზრით, კარგი შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში უელსის, ავსტრიის, ირლანდიის, სერბეთისა და მოლდოვის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

“არცერთი გუნდი არ არის გრანდი, მაგრამ პირველი ოთხი ნაკრები ყველა თანაბარი დონის არის ფაქტობრივად,
ანუ ყველასთან შეიძლება თამაში კარგი შედეგისთვის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ის რაც დასახული გვაქვს ვფიქრობ შესაძლებელი იქნება რომ მივაღწიოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე. უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გეგმა, როგორ მოვემზადოთ

მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მომავალი წლის სექტემბრამდე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ გუნდი კარგად მოემზადოს, ასევე ფეხბურთელები, რომ ფსიქოლოგიურად მზად შეხვდნენ ახალ შესარჩევ ეტაპს.

მნიშვნელოვანია, თამაშების მოგება, რომ რწმება დავიბრუნოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვესაუბრე ფეხბურთელებსაც და ისინიც ოპტიმისტურად არიან. მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და ჩვენი ნაკრების წევრებს ჰქონდეთ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა”, – კახა ცხადაძე

წყარო: GFF

მარცხი, სიახლეები და იმედი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მესამე შეხვედრა გამართა. ჯვაროსნების მეტოქე უკრაინის საკმაოდ ძლიერი ნაკრები იყო, რომელიც უკრაინული გრანდების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რაც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს.

ცხადაძისთვის მესამე მატჩში უკვე ნათლად გამოჩნდა ის სურათი, რის მიღწევასაც ცდილობს ნაკრებში ახალი თავკაცი. ჯვაროსნები სწრაფი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ და რიგ შემთხვევებში ეს გამოსდიოდათ კიდეც.

საქართველოს ნაკრები მატჩს სიახლეებით შეხვდა და პირველი რა თქმა უნდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას ეხებოდა, რომელიც ჯაბა კანკავას არყოფნის პირობებში ჯანო ანანიძემ დაიკავა. ჯანოსთვის ეს პოზიცია ცოტა უცხო იყო, თუმცა მთლიანობაში “სპარტაკის” ნახევარმცველს ცუდად არ უთამაშია.

მთავარი სიახლე კი გუნდის სათამაშო სტილს ეხებოდა. ცხადაძის დავალებით გუნდი სწრაფი და კომბინაციური თამაშით ცდილობდა შედეგის მიღწევას. აქაც გადამწყვეტი ჯანოს ახალი პოზიცია იყო, რაც ნახევარდაცვას უფრო დინამიურს და მოძრავს ხდიდა. ნახევარდაცვის აქტიურ ცენტრს ფლანგებიდან ნავალოვსკი და ლობჟანიძე ეხმარებოდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უჩას გუშინდელი თამაში ნამდვილად ტოვებდა უკეთესის სურვილს… ისევე როგორც ბაჩანა ცხადაძის მოქმედებები, რომელსაც პირველ ტაიმში ფაქტობრივად არაფერი ღირებული არ შეუქმნია და რიგ ეპიზოდებში კარგი შეტევი განხორციელების შანსიც გაუშვა ხელიდან.

მიუხედავად მინუსებისა, საერთო ჯამში პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის შესრულებით საკმაოდ კარგი იყო. მართალია, კომბინაციური თამაში მეტოქის საჯარიმოსთან აღარ გამოგვდიოდა, მაგრამ აქ უკვე ქართველები ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობდნენ ხიფათის შემქნას და რამდენჯერმე ეს გამოუვიდათ კიდეც. შესვენების შედმეგ, თუ ლევან ყენიას მომენტს არ ჩავთვლით, პირველი ოცი წუთი ქართველებმა ფაქტობრივად ჩააგდეს, უაზრო შეცდომები დაუშვეს და თანაბარ თამაშში მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობა აჩუქეს. თუმცა, ცხადაძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭებმა გონს მოსვლა შეძლეს, სხვაობა შეამცირეს და ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ნორმალურად ჩაატარეს.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პოლონეთთანაც ჩვენი ნაკრები მსგავსი თამაშით ეცდება შედეგის მიღწევას. ისიც ნათელია, რომ 13-ში მეტოქე, რომელსაც საკუთარი გულშემატკივრებიც გაამხნევებენ, გაცილებით მოტივირებული იქნება და ცხადაძის შეგირდებსაც უფრო რთული 90 წუთის გადატანა მოუწევთ, თუმცა ბავშვური შეცდომების თავიდან აცილების შემთხვევაში პოლონელებთან შედეგზე ფიქრი ნამდვილად შესაძლებელია და ეს გუშინაც გამოჩნდა.

ცხადაძე სვანაძემ შეცვალა

“ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბაქოური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძის ნაცვლად მისი თანაშემწე, ზაურ სვანაძე იმუშავებს.

კახა ცხადაძე კი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე იქნება კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ამჟამად ავსტრიაში გადის შეკრებას და 9 ივნისს ამხანაგურად უკრაინელებს ლინცში გაეჯიბრება, ხოლო 13-ში ვარშავაში პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ესტუმრება.