“პარი სენ-ჟერმენი” ზამთარში მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მათვარი მწვრთნელის შეცვლას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “პსჟ”-ს თავკაცის პოსტს გასულ სეზონში დაეუფლა, თუმცა მას ამ მოკლე პერიოდშიც ჰქონდა დიდი ჩავარდნები – “ბარსელონასთან” განცდილი მტკივნეული მარცხი (1:6) და ჩემპიონობის დათმობა “მონაკოსთვის”.

მიუხედავად ზემოთხსენებული ჩავარდნებისა, “სევილიას” ექს-თავკაცმა მაინც მოახერხა დაკავებული სავარძლის შენარჩუნება. თუმცა, ამ ყველაფერს უკვე გასახდელში არსებული პრობლემებიც დაემატა, რაც შესაძლოა, მოთმინების ფიალაში ჩავარდნილი ბოლო წვეთი იყო კლუბის ხელმძღვანელთათვის.

Yahoo Sport-ის ცნობით, ემერის შემცვლელად “პსჟ”-ს უფროსებს გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის, ჟოზე მოურინიოს მიყვანა სურთ.

“პარი სენ-ჟერმენმა” უნაი ემერის ულტიმატუმი წაუყენა

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა, L’equipe საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა უნაი ემერის საკმაოდ სერიოზული ულტიმატუმი წაუყენეს.

წყაროს ცნობით, პარიზული გრანდის პრეზიდენტი 45 წლის სპეციალისტისგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ითხოვს, რაშიც ეს უკანასკნელი გუნდის მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას მოისაზრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემერის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს.

შეგეახსენებთ, რომ გასულ სეზონში უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან “ბარსელონამ” გამოაგდო ბრწყინვალე ქამბექის ხარჯზე (4:0, 1:6).

უნაი ემერის პოტენციურ ჩამნაცვლებლად, რომელსაც კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება, ჟორჟე ჟეზუშსა (“სპორტინგი”) და ანდრე ვილაშ-ბოაშს (“შანჰაი ტელეისი”) მოისაზრებენ.

ემერი: “გვინდა, ნეიმარს ამაში დავეხმაროთ…”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი აღიარებს, რომ პარიზული კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნეიმარის პროგრესის უზრუნველოფაა.

“ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მიუხედავად ამისა, გასახდელში თანაგუნდელებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და ყველა მათგანი კმაყოფილია იმით, რომ გუნდმა მისნაირი ფეხბურთელი დაიმატა. ეს ყველა ჩვენგანს უნდოდა.

გვინდა ნეიმართან ერთად წავიწიოთ წინ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომაში დავეხმაროთ,” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.

“არსენალმა” “იუვენტუსს” კუადრადოს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადება გაუგზავნა

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა “იუვენტუსს” ოფიციალური წინადადება გაუგზავნეს ხუან კუადრადოს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, არსენ ვენგერი უკვე ეძებს ალექსის სანჩესის შემცვლელს, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს.

კოლუმბიელი ხუან კუადრადო კი ფრანგ სპეციალისტს საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია და მისი ტრანსფერისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – ლონდონელებმა ტურინელებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს.

“იუვენტუსი” “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს.

უნაი ემერიმ “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩამდე პრესასთან ისაუბრა (პირველ მატჩში “პსჟ”-მ “ბარსა” 4:0 დაამარცხა).

“მთავარია, ხვალინდელი დღის ბოლოს, გამარჯვებულები შევხვდეთ. მთავარია დაცვა, საჭირო შემთხვევაში კი შეტევაზეც ვიზრუნებთ.

ყველა ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა ფსიქოლოგიურად მზად არის ბრძოლისათვის. მათ საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვთ.

განმეორებით მატჩს სწორედ ისეთივე თვითდაჯერებულობით უნდა შევხვდეთ, როგორითაც პირველში ვითამაშეთ.

რთული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და ვფიქრობ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, ” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.

უნაი ემერი: “ზურგს პსჟ-ის პრეზიდენტი მიმაგრებს”

“პარის სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, კლუბის პრეზიდენტი მაინც მის მხარეზე დგას.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები შაბათს, გასვლაზე, “გენგამთან” გამართულ შეხვედრაში დამარცხდნენ (2-1). ამით კი საშინაო ჩემპიონატში ფრანგ ჩემპიონთა მოუგებული სერია სამამდე გაიზარდა. შედეგად, “პსჟ” ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამეა.

“ჩემპიონატი 38 მატჩს მოიცავს. ჩვენი მიზანი პირველზე გასვლაა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი პოზიციას შეიცვლის.

კლუბის პრეზიდენტთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ვისაუბრე და მან დამარწმუნა, რომ ჩვენს მხარესაა. მართალია, ჩვენი მისიის შესრულება საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთია.”

უნაი ემერი: “პსჟ” მხოლოდ კავანის ვერ დაეყრდნობა”

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი თვლის, რომ პარიზულმა გრანდმა შეტევაში თამაში უნდა გააუმჯობესოს და გუნდი მხოლოდ ედინსონ კავანის იმედზე არ უნდა იყოს.

“ჩვენ მეტი ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებსაც გოლების გატანა შეეძლებათ – მართალია ედინსონი გვყავს, მაგრამ სხვებიც გვჭირდებიან.

ფეხბურთელებს ეს უკვე ვუთხარი. გოლები უნდა გავიტანოთ. “მარსელთან” მატჩში (0-0), დაახლოებით 6 გოლის გატანა შეგვეძლო, რაც კარგია, თუმცა რეალიზებაც უნდა მოვახდინოთ ასეთი შანსების.

კავანის გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვესაჭიროება, რომლებიც გოლების გატანას შეძლებენ.” – განაცხადა “სევილიას” ექს-დამრიგებელმა.

გვარდიოლას “ბაიერნის” ფეხბურთელი სურს

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, “Daily Mail”-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტის” ახალი ხელმძღვანელი, პეპ გვარდიოლა სერიოზულად არის დაინტერესებული მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშის, ჯოშუა კიმიხის შეძენით. როგორც ცნობილია, “ქალაქელები” ნახსენებ ფეხბურთელში 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

კიმიხმა მსოფლიოს თავი განსაკუთრებით “ევრო 2016”-ზე დაამახსოვრა. მან აღნიშნულ ტურნირზე პირველი ორი შეხვედრის გარდა, ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ვარაუდობენ, რომ გვარდიოლას მარჯვენა მცველის პოზიციაზე უნდა კიმიხის დაყენება.

“პსჟ” 2 – 1 “ვესტ ბრომვიჩი”: დავიდ ლუისის ავტოგოლის მიუხედავად, ემერიმ გამარჯვებით დაიწყო

დღეს უნაი ემერიმ “პარის სენ-ჟერმენის” თავკაცის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა. ფრანგულ გრანდს ამხანაგური მატჩში ინგლისური “ვესტ ბრომვიჩი” დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში გამართულ მატჩში შედგა ჰატემ ბენ არფას დებიუტი.

პარიზელთა ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუიზს სულ ცოტა დააკლდა სწრაფი გოლის გასატანად. თუმცა, საბოლოოდ დავიდ ლუისმა მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა, უბრალოდ გოლი მეტოქის კარის ნაცვლად საკუთარში გაიტანა.

საფრანგეთის ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, რაბიოს გოლით მოახერხა. რაბიოს გოლს 17 წუთში ლუკასის გოლი მოჰყვა – საბოლოო ჯამში კი ემერიმ სადებიუტო მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

უნაი ემერი: “ამ კლუბის ლიმიტი? ჩვენთვის ლიმიტი არ არსებობს”

“პარის სენ-ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პრესასთან კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პარიზელები მომავალ სეზონში ყველაფრის მოგებას აპირებენ.

“პარიზელთა მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ეს გამარჯვებულთა კლუბია. დიდი გამოწვევები მივიღე … ყველაფრის მოგება გვინდა.

ამ კლუბის ლიმიტი? არ არსებობს.

ჩემპიონთა ლიგა? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი სამიზნეა, თუმცა სხვებიც არიან.

ჩვენი მიზანი პროგრესირებაა, გაძლიერება და გაზრდა. კლუბში ოპტიმისტური ატმოსფეროა. იმ გუნდით, რომელიც ახლა გვყავს, ვფიქრობ, ბევრს მივაღწევთ.”

“პარის სენ-ჟერმენმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მოასწრო ჰატემ ბენ არფასა და გრეგორჟ კრიხოვიაკის შეძენა, ისევე როგორც ტომას მუნიესი, თუმცა ემერი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

“ჩვენ კვლავ გვჭირდება ახალი ფეხბურთელები. ამ მომენტში ვცდილობთ შესაფერისი ვარიანტი მოვძებნოთ შეტევითი ხაზის მაქსიმალურად გასაძლიერებლად.”

ესპანეთში თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

“ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ესპანეთში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ მესიმ, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა “გრანადასთან” მატჩში და თითო გოლი გაუტანა “ატლეტიკს”, “ატლეტიკოსა” და “მალაგას,  ისტორიაში პირველად მიიღო ეს პრიზი.

თვის საუკეთესო მწვრთნელად კი “სევილიას” 44 წლის თავკაცი დასახელდა, რომელმაც იანვარში გამართული 4 მატჩიდან 3 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უნაი ემერიმ აღნიშნული პრიზი მესამედ მიიღო საკუთარ კარიერაში.

ემერი: “ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ”

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“ამ სეზონში ჩვენი ძირითადი მიზანი პრიმერადივიზიონს უკავშირდება. ჩემპიონთა ლიგა კი ის ტურნირია, რომელსაც ვერ მოვიგებთ და მისგან მხოლოდ უნდა დავტკბეთ. სამომავლო წარმატებების გზა ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენს კარგად თამაშზე გადის”, – ციტირებს ემერის სიტყვებს “ტოდო მერკადო”.