კოსტა-რიკა – საბერძნეთი 1:1 (პენ. 5:3)

დრამატული გამოდგა კოსტა-რიკასა და საბერძნეთს შორის გამართული 1/8 ფინალური შეხვედდრა.

საკმაოდ თანაბარ შეხვედრაში გადამყვეტი უპირატესობის მოპოვებს გუნდები ვერ ახერხებდნენ. კოსტარიკელებიც და ბერძნებიც ფრთხილ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას.

ანგარიში 52-ე წუთზე რუსის დარტყმის შემდეგ გაიხსნა. კოსტარიკელთა ლიდერმა საკმოდ სუსტად დაარტყა, თუმცა ბერძნების მეკარემ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ ბერძნებმა შეტევა მიტროღლუს და გეკასის გამოსვლით გააძლიერეს. შეხვედრაში დიდი როლი ითამაშა დუარტეს გაძევებამ. კოსტა-რიკის დაცვის ლიდერმა მეორე ყვითელი 66-ე წუთზე მიიღო, რის შემდეგაც ბერძნების პირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

თუმცა, ანგარიშის გათანაბრება სანტუშის შეგირდებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პაპასტატოპულოსის გოლით მოახერხეს და შეხვედრა ოვერ-ტაიმში გადაიყანეს, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. ფეხბურთელები თავიდან ზუსტად ურტყამდნენ, თუმცა ბერძნების მოთხე ცდაზე გეკასის დარტყმის მოგერიება ნავასმა მოახერხ, რის შემდეგ კოსტარიკელმა უმანიამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა. კოსტარიკული ზღაპარი გრძელდება.

კოსტა რიკა — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკული გუნდების დომინაცია გრძელდება. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორხე ლუის პინტოს გუნდმა 5:3 იმარჯვა და მეოთხედფინალურ რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი თეოფანის გეკასის დატყმული მოიგერია.

ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკა ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

პრევიუ: კოსტა-რიკა – საბერძნეთი

ამ წყვილის გამარჯვებული 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ მუნდიალის მთავარ მოულოდნელობად იქცევა. 

1/8 ფინალში აღნიშნული წყვილის ნახვას ალბათ არავინ არ ელოდა. კოსტა-რიკა სიკვდილის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საბერძნეთის შანსები ბოლო ტურში მინიმალური იყო.

ორივე გუნდი დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა. თამაშის ასეთი მანერა ბერძნებისთვის უკვე 15 წელია დამახასიათებელია, კოსტა-რიკამ კი მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც პენალტით.

კოსტა-რიკას მწვრთნელი ალბათ შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ განახორციელებს. ინგლისელებთან ფომრალურ მატჩშიც კი, კოსტარიკელები ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით თამაშობდნენ.

საბერძნეთის ნაკრებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი კითხვაა. სანტუშს ტურნირის მსველობისას დისკვალიფიკაციების და ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა. დღევანდელ შეხვედრაში გამორიცხულია კონეს თამაში. კარნეზისი, კაცურანისი და მიტროღლუ კი დიდი ალბათობით მოედანზე გასვლას შესძლებენ.

კოსტა-რიკა – საბერძნეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი – ბორხესი, ტეხედა – რუისი, ბონალიოსი – კემპბელი. 

საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ხოლებასი – კარაგუნისი, კაცურანისი, მანიატისი – სალპინგიდისი, სამარასი, ხრისტოდოპულოსი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Costa-Rica_Greece_GEO_2

როგორ აღნიშნეს ბერძნებმა გამარჯვება ავტობუსში

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ზეიმია აღბეჭდილი.

საბერძნეთი 1/8-ფინალშია

სანტუშის შეგირდებმა 1/8-ფინალის საგზური მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოიპოვეს. 

C ჯგუფში ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა. ბერძნებსაც კი, რომლებსაც პირველ ორ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი, პლეი-ოფში მოხვედრის საკამოდ რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. მართალია, ყველაფერი სანტუშის გუნდს არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ელინებისთვის სასიკიეთოდ, ყველაფერი “გაწერილი” სცენარით წარიმართა. კოლუმბია იაპონელებს ადვილად ამარცხებდა და ბერძნებსაც მხოლოდ საკუთარი მატჩის მოგება რჩებოდათ, თუმცა ძლიერი კოტ დივუარის წინააღმდეგ ეს არც თუ ისე იოლი საქმე იყო.

ბერძნებმა საკუთარ დაცვით სტილს უღალატეს და პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდნენ. აფრიკელებმა კი, მოლოდინი ვერ გაამართეს… კოტ დივუარეთა “ოქროს თაობამ”, სადაც უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა თავმოყრილი, კვლავ შედეგის გარეშე ტოვებენ დიდ ტურნირს.

საბრი ლამუშის გუნდმა პირველი ტაიმი ჩააგდო და ბერძნებს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, გაცილებით ადღე გაინაღდებდნენ პლეი-ოფის საგზურს. სანტუშის შეგირდებმა ანგარიში ტიოტეს შეცდომის შემდეგ გახსნეს. სამარასმა სამარისს უპასა და ამ უკანაკსნელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ იცვლებოდა. აფრიკელთა კიპერი საკუთარი მცველები შეცდომებს ბოლო მომენტამდე ასწორებდა. კარაგუნისის შორიდან გასროლილი კი ხარიხამ მოიგერია. ამ დროს, კოტ დივუარელებმა მოულოდნელად გათანაბრება მოახერხეს. ჟერვინიოს პასის შემდეგ ვილფრედ ბონიმ ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გუნდის შედეგ სანტუშმა შეტევა გეკასით გააძლიერა და ბერძნებიც მთელი გუნდით წინ წავიდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი კოტ დივუარელთა სათამაშო დისციპლინის არქონამ. იმის მაგივრად, რომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირათ და შექმნილი მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ, ლამუშის შეგირდებმა დროის გაყვანა დაიწყეს, რის გამო დაისაჯნენ კიდეც.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში სამარისის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წეის. პენალტი თავად “დაზარალებულმა” შეასრულა და საბერძნეთი 1/8-ფინალში გაიყვანა.

საბერძნეთი 2-1 კოტ დივუარი

გოლები: სამარისი 42′ (1:0); ბონი 74′ (1:1); სამარასი 90+3 (2:1)

 

საბერძნეთი — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბერძენთა შემტევი იორღოს სამარასი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრის კომპენსირებულ დროში პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.

სამარასმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 30 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

საბერძნეთი – კოტ დივუარი 2:1

ანგარიში 42-ე წუთზე სამარისმა გახსნა და ბერძნებს შანსი გაუჩინა. თუმცა, აფრიკელებმა 74-ე წუთზე ბონი ვილფრედის გოლით გაათანაბრეს.

მატჩის ბედი და ჯგუფური პლეი-ოფის საგზურიც ბოლო წუთზე გადაწყდა. სამარასმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ბერძნები 1/8 ფინალში გაიყვანა.

პრევიუ: საბერძნეთი – კოტ დივუარი

ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა აფრიკელების პლეი-ოფში თამაშის ალბათობა გაცილებით დიდია. 

ბერძნებს 1/8-ფინალში გასასვლელად დიდი ანგარიშით სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, მათი ასპარეზობიდან გამომდინარე ამის შანსი ძალიან მცირეა. პირველ ორ ტურში ბერძნებმა გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხეს. შესაძლოა, სანტუშმა ცენტრფორვარდსი პოზიციაზე სამარასი დააყენოს. მიტროღლუმ და გეკასმა წინა შეხვედრებში მოლოდინი ვერ გაამართლეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროღლუს საკმაოდ ცოტა დრო მიეცა.

გამორიცხულია დისკვალიფიცირებული კაცურანისის თამაში, რომელსაც სავარაუდოდ კარაგუნისი შეცვლის.

დანაკლისი აფრიკელების ბანაკშიც არის. გამორიცხულია დისკვალიფიცირებული ზოკოროას თამაში. ოჯახური ტრაგედიის გამო, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ძმები იაია და კოლო ტურეები.

ჯგუფიდან გასასვლელად კოტ დივუარს შესაძლოა ფრეც ეყოს. დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში კი, აფრიკელებს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც კი უჩნდებათ.

საბერძნეთი – კოტ დივუარი

სავარაუდო შემადგენლობები:

საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი – სალპინგიდისი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, სამარასი – მიტროღლუ.

კოტ დივუარი: ბარი – ორიე, კ.ტურე, ბამბა, ბოკა – დიე, ტიოტე – კალუ, იაია ტურე, ჟერვინიო – დროგბა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Greece_Ivory-Coast_GEO

საბერძნეთის ნაკრებს, სავარაუდოდ, რანიერი ჩაიბარებს

ცნობილი იტალიური გამოცემის „La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, კლაუდიო რანიერი ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საბერძნეთის ნაკრების ჩაბარებას დათანხმდა.

სავარაუდოდ, სპეციალისტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით სეზონში ერთ მილიონ ევროს მიიღებს. იტალიელი სპეციალისტის ამოცანა საბერძნეთის ნაკრების 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში რანიერი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. საფრანგეთის ლიგა 1-ში განვლილ სეზონში მისმა ყოფილმა კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა.

უგოლო ფრე და შემცირებული შანსები

იაპონიამ და საბერძნეთმა დღის ბოლო შეხვედრაში უგოლო ფრე ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვენლოვნად შეიმცირეს. 

იაპონელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს, თუმცა მათ თამაშს ორგანიზება აკლდა. ბერძნებმა მეტოქის ატიურობას მე-11 წუთზე კონეს სახიფათო დატყმით უპასუხეს, რის შემდეგაც ინიციატივა კვლავ ძაკერონის შეგირდებმა მოიპოვეს. თუმცა, ახალ გაცილებით უფრო დიდი დროით. გატანა ოსაკოს და ჰონდას შეეძლოთ.

პირველ ტაიმში ბერძნებმა ორი მტკივნეული დარტყმა მიიღეს. ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო მიტროღლუმ. 39-ე წუთზე კი წითელი მსაჯმა კაცურანის წითელი ბართი უჩვენა და სანტუშის სეგირდები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

მეორე ნახევარში იაპონელები აქტიურობდნენ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. გოლის გატანის კარგი შანსი ბერძნებსაც ჰქოდნათ. გეკასის დარტყმა კავაშიმამ მოიგერია.

საბოლოოდ, 0-0 და მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს.

იაპონია — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უღიმღამოდ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ირანი-ნიგერიისა არ იყოს, მატჩის გმირი აქაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აზიელთა ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა დასახელდა

„მილანში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 75 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

პრევიუ: იაპონია – საბერძნეთი

წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული მატჩი გუდნებისთვის გადამწყვეტი გახდა. 

იაპონელები ალბერტო ძაკერონისთვის დამახასიათებელი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებენ, თუმცა თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის თამაშში კორექტივები აქვს შესატანი.

მის კოლეგას ფერნანდუ სანტუშს ჩაგდებული პირველი მატჩის მერე საკუთარი გუნდის თამაშში ცვლილებების შეტანა აუცილებლად სჭირდება. ამიტომ, ბერძენთა სასტარტოში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრაში მოედნის ცენტრში გამოცდილი კარაგუნისი ვიხილოთ. თავდასხმაში კი ინტერტული გეკასის ნაცვლად მიტროღლუს გამოჩენაა მოსალოდნელი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Japan_Greece_GEO